მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშემო გაკეთდეს "გამარჯვების პლატფორმა" - ლევან ხაბეიშვილი
"უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშემო გაკეთდეს "გამარჯვების პლატფორმა" - ლევან ხაბეიშვილი

უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე­მო გა­კეთ­დეს „გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მა“ - დიახ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა მო­წი­ნა­ვე და მთა­ვა­რი, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის და­მარ­ცხე­ბა­ში ლო­მის წვლილს შე­ი­ტანს, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა, "გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მის“ ფარ­გლებ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სხვა პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­თან ერ­თად გა­ი­მარ­ჯვე­ბენ რუ­სულ პარ­ტი­ა­ზე.

"მი­ხა­რია, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ აქ, ვი­საც ერთხელ უკვე და­გი­მარ­ცხე­ბი­ათ რუ­სუ­ლი პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქ ის მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი არი­ან, ვინც „რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ა­მარ­ცხა 2021 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე. დიახ, თქვენ ხართ გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა, თქვენ ხართ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ვი­საც ერთხელ მა­ინც გყავთ და­მარ­ცხე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი პარ­ტია. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე­მო გა­კეთ­დეს „გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მა“ - დიახ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა მო­წი­ნა­ვე და მთა­ვა­რი, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის და­მარ­ცხე­ბა­ში ლო­მის წვლილს შე­ი­ტანს. დიახ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან" ერ­თად და სხვა პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­თან ერ­თად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­თი მრა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ რუ­სულ პარ­ტი­ა­ზე.

ასე­ვე, მინ­და გი­თხრათ ის ამო­ცა­ნე­ბი, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვპირ­დე­ბით პენ­სი­ო­ნე­რებს, რომ 400 ათა­სამ­დე პენ­სი­ო­ნერს გა­უ­ნულ­დე­ბა სა­პენ­სიო სეს­ხი, რო­მე­ლიც კა­ბა­ლურ პი­რო­ბებ­ში აქვთ აღე­ბუ­ლი. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ყვე­ლა სკო­ლის მოს­წავ­ლეს უნდა ჰქონ­დეს უფა­სო კვე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლი ბიტ­კო­ი­ნე­ბი­დან მი­ლი­არ­დებს იპა­რავს და წე­ლი­წად­ში ივა­ნიშ­ვი­ლი-მა­მა­ცაშ­ვი­ლი-ხი­და­შე­ლი-ფარ­ცხა­ლა­ძე 10 მი­ლი­არ­დამ­დე ლარს ჰპა­რავს მო­სახ­ლე­ო­ბას. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ მო­პარ­ვის ნაც­ვლად, ტა­რი­ფე­ბი იმ ნიშ­ნულს უნდა და­უბ­რუნ­დეს, რა ნიშ­ნულ­ზეც იყო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ში იხ­დით 18-22-26 თეთ­რს, ივა­ნიშ­ვი­ლი კი - 8 თეთ­რს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბა, მო­ვემ­სა­ხუ­როთ ჩვენ ხალ­ხს“,- აღ­ნიშ­ნა ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ და „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა“ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს. რო­გორც პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­მა, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, ისი­ნი ბრძო­ლას სა­ერ­თო სტრა­ტე­გი­ით გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

მა­თი­ვე თქმით, პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფლანგზე ქმნი­ან "გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მას" და მისი კარი ღიაა ყვე­ლას­თვის.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

აუფ, უმნიშვნელოვანესია, ამ გადაწყვეტილებაზეა ჩვენი შვილების მომავალი :) ვაი შენს ამომრჩეველს

ზაზა
0

ნამუსგარეცხილი გუბაზა არ დაგავიწყდეთ მაგ გაერთიანებაში ერთიათად მოგიმატებთ ხმებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშემო გაკეთდეს "გამარჯვების პლატფორმა" - ლევან ხაბეიშვილი

"უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშემო გაკეთდეს "გამარჯვების პლატფორმა" - ლევან ხაბეიშვილი

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ - დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის, რუსული პარტიის დამარცხებაში ლომის წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაიმარჯვებენ რუსულ პარტიაზე.

"მიხარია, რომ ის ადამიანები ხართ აქ, ვისაც ერთხელ უკვე დაგიმარცხებიათ რუსული პარტია საქართველოში. აქ ის მაჟორიტარები არიან, ვინც „რუსული ოცნება“ დაამარცხა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. დიახ, თქვენ ხართ გამარჯვების ფორმულა, თქვენ ხართ "ნაციონალური მოძრაობა", ვისაც ერთხელ მაინც გყავთ დამარცხებული რუსული პარტია. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ - დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის, რუსული პარტიის დამარცხებაში ლომის წვლილს შეიტანს. დიახ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო, "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ასეთი მრავალი იქნება, ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე.

ასევე, მინდა გითხრათ ის ამოცანები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვპირდებით პენსიონერებს, რომ 400 ათასამდე პენსიონერს გაუნულდება საპენსიო სესხი, რომელიც კაბალურ პირობებში აქვთ აღებული. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს უნდა ჰქონდეს უფასო კვება.

ივანიშვილი ბიტკოინებიდან მილიარდებს იპარავს და წელიწადში ივანიშვილი-მამაცაშვილი-ხიდაშელი-ფარცხალაძე 10 მილიარდამდე ლარს ჰპარავს მოსახლეობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მოპარვის ნაცვლად, ტარიფები იმ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, რა ნიშნულზეც იყო. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიაში იხდით 18-22-26 თეთრს, ივანიშვილი კი - 8 თეთრს. ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება, მოვემსახუროთ ჩვენ ხალხს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი ბრძოლას საერთო სტრატეგიით გააგრძელებენ.

მათივე თქმით, პროდასავლური პარტიების ფლანგზე ქმნიან "გამარჯვების პლატფორმას" და მისი კარი ღიაა ყველასთვის.