მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
82 წლის აირი ჯონსი 36 წლის მეუღლეს ორწლიანი ქორწინების შემდეგ შორდება - "მისი წასვლისას ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ თან კრევეტები წაიყოლა"
82 წლის აირი ჯონსი 36 წლის მეუღლეს ორწლიანი ქორწინების შემდეგ შორდება - "მისი წასვლისას ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ თან კრევეტები წაიყოლა"

82 წლის აი­რის ჯონ­სი და 36 წლის მო­ჰა­მედ იბ­რა­ჰი­მი ეყ­რე­ბი­ან. ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა წყვილ­მა 2021 წელს გა­და­ლა­ხა და მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის "ჰედ­ლა­ი­ნებ­ზე" მოხ­ვდა. ახლა, ორ­წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მათ და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. "მუ­ჰა­მედ­ში ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონ­და, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­თულ­და",- გა­ნუ­ცხა­და ჯონსმა ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნალს, Closer-ს.

"ადრე გა­და­სა­რე­ვი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ყვე­ლა­ფერ­ზე ვკა­მა­თობ­დით", - ამ­ბობს 82 წლის აირი ჯონ­სი. პენ­სი­ო­ნერ­მა ქალ­მა იბ­რა­ჰი­მი "ფე­ის­ბუქ­ზე" 2019 წელს გა­იც­ნო და მათი რო­მა­ნი მა­ლე­ვე და­ი­წყო. ჯონ­სი მა­ლე­ვე გაფ­რინ­და ეგ­ვიპ­ტე­ში ახალ­გაზ­რდა კაც­თან შე­სახ­ვედ­რად.

წყვილ­მა 2020 წელს იქორ­წი­ნა და იბ­რა­ჰი­მი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რათა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო. 2021 წელს ბრი­ტა­ნულ თოქ-შო­უ­ში ვი­ზი­ტი­სას იბ­რა­ჰიმ­მა მტკი­ცედ უარ­ყო, რომ ჯონსს ხელი ვი­ზის ან ფუ­ლის გამო სთხო­ვა.

ახლა ამ ორ ადა­მი­ანს შო­რის ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და და ჯონსმა თა­ვი­სი კა­ტის, ბა­ტო­ნი ტიბ­სის სა­ხით ახა­ლი კომ­პა­ნი­ო­ნი იპო­ვა. "ტიბ­სი მუ­ჰა­მედ­თან და­შო­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­ვიყ­ვა­ნე სახ­ლში და ის სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ო­ნია. არას­დროს წუ­წუ­ნებს, ჩუ­მია და შე­სა­ხე­და­ვად ლა­მა­ზი - მე მას ვაღ­მერ­თებ, ის კი ჩემ­თან ბედ­ნი­ე­რია და არა­ფერს ურევს", - ყვე­ბო­და 82 წლის ქალი გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას.

ჯონ­სი ამ­ტკი­ცებს, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი არც კი ენატ­რე­ბა: "მუ­ჰა­მე­დი სა­ერ­თოდ არ მე­ნატ­რე­ბა. მისი წას­ვლი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმან გა­მა­ღი­ზი­ა­ნა, რომ თან ჩემი ტემ­პუ­რას კრე­ვე­ტე­ბი წა­ი­ყო­ლა, რო­მე­ლიც იმ სა­ღა­მოს სა­დი­ლად უნდა შე­მეწ­ვა".

იბ­რა­ჰიმს მათ კონ­ფლიქტზე ჯერ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))))
0

მარტო კრევეტები???

v
1

დრო უნდა და შერიგდებიან))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

82 წლის აირი ჯონსი 36 წლის მეუღლეს ორწლიანი ქორწინების შემდეგ შორდება - "მისი წასვლისას ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ თან კრევეტები წაიყოლა"

82 წლის აირი ჯონსი 36 წლის მეუღლეს ორწლიანი ქორწინების შემდეგ შორდება - "მისი წასვლისას ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ თან კრევეტები წაიყოლა"

82 წლის აირის ჯონსი და 36 წლის მოჰამედ იბრაჰიმი ეყრებიან. ასაკობრივი სხვაობა წყვილმა 2021 წელს გადალახა და მათი სიყვარულის ამბავი სხვადასხვა გამოცემის "ჰედლაინებზე" მოხვდა. ახლა, ორწლიანი ქორწინების შემდეგ, მათ დაშორება გადაწყვიტეს. "მუჰამედში ყველაფერი მომწონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენი ურთიერთობა გართულდა",- განუცხადა ჯონსმა ბრიტანულ ჟურნალს, Closer-ს.

"ადრე გადასარევი სექსუალური ცხოვრება გვქონდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერზე ვკამათობდით", - ამბობს 82 წლის აირი ჯონსი. პენსიონერმა ქალმა იბრაჰიმი "ფეისბუქზე" 2019 წელს გაიცნო და მათი რომანი მალევე დაიწყო. ჯონსი მალევე გაფრინდა ეგვიპტეში ახალგაზრდა კაცთან შესახვედრად.

წყვილმა 2020 წელს იქორწინა და იბრაჰიმი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მეუღლესთან ერთად ყოფილიყო. 2021 წელს ბრიტანულ თოქ-შოუში ვიზიტისას იბრაჰიმმა მტკიცედ უარყო, რომ ჯონსს ხელი ვიზის ან ფულის გამო სთხოვა.

ახლა ამ ორ ადამიანს შორის ყველაფერი დასრულდა და ჯონსმა თავისი კატის, ბატონი ტიბსის სახით ახალი კომპანიონი იპოვა. "ტიბსი მუჰამედთან დაშორებიდან რამდენიმე დღეში მოვიყვანე სახლში და ის საუკეთესო კომპანიონია. არასდროს წუწუნებს, ჩუმია და შესახედავად ლამაზი - მე მას ვაღმერთებ, ის კი ჩემთან ბედნიერია და არაფერს ურევს", - ყვებოდა 82 წლის ქალი გადაცემაში სტუმრობისას.

ჯონსი ამტკიცებს, რომ ყოფილი ქმარი არც კი ენატრება: "მუჰამედი საერთოდ არ მენატრება. მისი წასვლისას ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ თან ჩემი ტემპურას კრევეტები წაიყოლა, რომელიც იმ საღამოს სადილად უნდა შემეწვა".

იბრაჰიმს მათ კონფლიქტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა