მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაცია მოსკოვის წინააღმდეგ? - რა ვერსიები ვრცელდება დრონებით თავდასხმასთან დაკავშირებით
უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაცია მოსკოვის წინააღმდეგ? - რა ვერსიები ვრცელდება დრონებით თავდასხმასთან დაკავშირებით

უკ­რა­ი­ნამ ორი დრო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე ობი­ექ­ტებ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა სცა­და, ორი­ვე დრო­ნი რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ჩა­ახშვეს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ერთ-ერთო დრო­ნი ლი­ხა­ჩო­ვის გამ­ზირ­ზე, ბიზ­ნეს ცენ­ტრის შე­ნო­ბას შე­ე­ჯა­ხა. მე­ო­რე დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი კი კო­მსო­მოლ­სკის პროს­პექ­ტზე, ხუთ­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან იპო­ვეს - ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან ახ­ლოს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ბა­ზაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ხრის­ტო გრო­ზე­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თვითმფრი­ნა­ვის ფრაგ­მენ­ტე­ბის და­ცე­მის ად­გილ­თან ახ­ლოს არის სამ­ხედ­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ისე­ვე რო­გორც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტი, კერ­ძოდ, "GRU კი­ბერ­შე­ტე­ვის შტა­ბი".

  • კი­ე­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს

კი­ევ­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, თუმ­ცა მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ თავ­დას­ხმებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

"მოს­კოვ­ზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია იყო“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას RBC-Ukraine სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"მო­ხა­ლი­სე­ე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც უნდა გაგ­რძელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ.

მისი თქმით, დაზ­ვერ­ვის მიერ გაშ­ვე­ბულ­მა ყვე­ლა დრონ­მა მოს­კო­ვამ­დე მი­აღ­წია. მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რამ­დე­ნი დრო­ნის გაშ­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბუ
5

ოკუპანტი ქვეყანა აუცილებლად დამარცხდება და დაიშლება მინიმუმ სამ ნაწილად. ნახეთ ინტერნეტში ახალი სახელმწიფოები რუსეთის ტერიტორიაზე. მსოფლიოში დამყარდება მშვიდობა. 

გარდაუვალია!
47

ეს რა დაბომბვაა! რწყილის ნაკბენი რუსეთის იმპერიისათვის! დაბომბვა ის არის რო უკრაინა თრთის და თურქეთს გადასწვდა ქალაქები მიწასთან გაასწორა! ორი $რაწიანი დრონი ვერაფერი წარმატებაა!!!

ავტორი:

უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაცია მოსკოვის წინააღმდეგ? - რა ვერსიები ვრცელდება დრონებით თავდასხმასთან დაკავშირებით

უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაცია მოსკოვის წინააღმდეგ? - რა ვერსიები ვრცელდება დრონებით თავდასხმასთან დაკავშირებით

უკრაინამ ორი დრონის გამოყენებით მოსკოვში მდებარე ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა სცადა, ორივე დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთო დრონი ლიხაჩოვის გამზირზე, ბიზნეს ცენტრის შენობას შეეჯახა. მეორე დრონის ნამსხვრევები კი კომსომოლსკის პროსპექტზე, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს - ოფიციალური პირების ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ბაზაა განთავსებული.

გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ირწმუნება, რომ თვითმფრინავის ფრაგმენტების დაცემის ადგილთან ახლოს არის სამხედრო უნივერსიტეტი, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რამდენიმე საიდუმლო ობიექტი, კერძოდ, "GRU კიბერშეტევის შტაბი".

  • კიევი პასუხისმგებლობას არ იღებს

კიევში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა მისი ოფიციალური პირები ხშირად საუბრობენ თავდასხმებში მონაწილეობაზე.

"მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის სპეციალური ოპერაცია იყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მოხალისეებისა და სტრუქტურების თანამშრომლობა კარგ შედეგს იძლევა, რომელიც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, დაზვერვის მიერ გაშვებულმა ყველა დრონმა მოსკოვამდე მიაღწია. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი დრონის გაშვება განხორციელდა.