პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლამურული წვეულება მსოფლიო ვარსკვლავების გარემოცვაში და ახლო მეგობრების გარეშე - რა ხდებოდა სელენა გომესის გრანდიოზულ იუბილეზე (ფოტოები)
გლამურული წვეულება მსოფლიო ვარსკვლავების გარემოცვაში და ახლო მეგობრების გარეშე - რა ხდებოდა სელენა გომესის გრანდიოზულ იუბილეზე (ფოტოები)

სე­ლე­ნა გო­მეს­მა 31 წლის იუ­ბი­ლე გლა­მუ­რუ­ლად აღ­ნიშ­ნა. გო­მე­სის­თვის და­ბა­დე­ბის დღის მი­სა­ლო­ცად წვე­უ­ლე­ბა­ზე არა­ერ­თი ვარ­სკვლა­ვი გა­მოჩ­ნდა. მათ შო­რის იყო პა­რიზ ჰილ­ტო­ნი, კრის­ტი­ნა აგი­ლე­რა და ბენი ბლან­კო.

სე­ლე­ნას ყვა­ვი­ლე­ბით გა­წყო­ბი­ლი Bottega Veneta-ს წი­თე­ლი მინი კაბა ეცვა. მომ­ღე­რალ­მა კა­ბას ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე­ე­ბი და ქუს­ლი­ა­ნი შავი ფეხ­საც­მე­ლი შე­უ­ხა­მა. სე­ლე­ნას ტორ­ტიც ყვა­ვი­ლე­ბის თე­მა­ტი­კით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი - ნამ­ცხვა­რი უამ­რა­ვი წი­თე­ლი ყვა­ვი­ლით იყო მორ­თუ­ლი.

და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც თა­ვად იუ­ბი­ლარ­მა ატ­ვირ­თა, სე­ლე­ნა ჰილ­ტონ­თან, ქრის­ტი­ნა აგი­ლე­რა­სა და მო­დელ კო­ნორ ფრანკლინ­თან ერ­თად პო­ზი­რებს.

ყვე­ლას­თვის შე­სამ­ჩნე­ვი იყო, რომ გო­მე­სის ახლო მე­გობ­რე­ბი, ტე­ი­ლორ სვიფ­ტი და ნი­კო­ლა პელ­ცი, წვე­უ­ლე­ბას არ ეს­წრე­ბოდ­ნენ. სვიფტ­მა მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე ტურ­ზე ყოფ­ნის გამო გა­აც­დი­ნა, პელ­ცი კი მე­უღ­ლეს­თან, ბრუკ­ლინ ბექ­ჰემ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს სენ-ტრო­პე­ში. თუმ­ცა პელცმა სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­სა­ლო­ცი პოს­ტი მი­უ­ძღვნა: "და­ბა­დე­ბის დღეს ვუ­ლო­ცავ ჩემს სუ­ლი­ერ დას, სე­ლე­ნას. იმა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხარ, ვიდ­რე გგო­ნია. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს გვერ­დით ხარ და მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ასე ალა­მა­ზებ სამ­ყა­როს",- და­წე­რა პელცმა.

ამა­ვე დღეს, გო­მეს­მა თა­ვის ფა­ნებს გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა: "ბევ­რი რა­მის­თვის ვგძნობ თავს მად­ლი­ე­რად, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად Rare beauty-ს ფონ­დის მიერ გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის ვარ. თქვე­ნი წყა­ლო­ბით შევ­ძე­ლით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა. ეს ჩემი ცხო­ვე­ბის ერთ-ერთი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა", - წერ­და "ინ­სტაგ­რამ­ზე" 31 წლის ვარ­სკვლა­ვი.

Rare beauty სე­ლე­ნა გო­მე­სის მიერ 2019 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კის ბრენ­დია. მისი მე­სა­მე სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მით, Rare (2020)-ით შთა­გო­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია მიზ­ნად ისა­ხავს "და­არ­ღვი­ოს სრულ­ყო­ფი­ლე­ბის არა­რე­ა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი" - ხელს უწყობს ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბას და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა სააკოვი
10

თუ კარგად დაუკვირდებით სელენა გომესი ჩემს უერთგულეს თანამებრძოლს , გუბაზ სანიკიძეს გავს...🧐🤓😜

თავადი ₾ევანი
8

ჩვენი ბომონდი , ვარსკვლავები არ იყვნეენ ? მაგალითად ბარიგა მამულიჩა, დივა ლელა, ნანულიკო ჟორჟოლიანი, ბარათელის ქალი შორენა , წკრიალა , ჟღარუნა და მედავითნე თამუსია . ამდენ ვარსკვლავებს რა ჩამოთვლის? რას უძლებ საქართველოვ ! 

ავტორი:

გლამურული წვეულება მსოფლიო ვარსკვლავების გარემოცვაში და ახლო მეგობრების გარეშე - რა ხდებოდა სელენა გომესის გრანდიოზულ იუბილეზე (ფოტოები)

გლამურული წვეულება მსოფლიო ვარსკვლავების გარემოცვაში და ახლო მეგობრების გარეშე - რა ხდებოდა სელენა გომესის გრანდიოზულ იუბილეზე (ფოტოები)

სელენა გომესმა 31 წლის იუბილე გლამურულად აღნიშნა. გომესისთვის დაბადების დღის მისალოცად წვეულებაზე არაერთი ვარსკვლავი გამოჩნდა. მათ შორის იყო პარიზ ჰილტონი, კრისტინა აგილერა და ბენი ბლანკო.

სელენას ყვავილებით გაწყობილი Bottega Veneta-ს წითელი მინი კაბა ეცვა. მომღერალმა კაბას ბრილიანტის საყურეები და ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი შეუხამა. სელენას ტორტიც ყვავილების თემატიკით იყო გაფორმებული - ნამცხვარი უამრავი წითელი ყვავილით იყო მორთული.

დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებულ ფოტოებში, რომლებიც თავად იუბილარმა ატვირთა, სელენა ჰილტონთან, ქრისტინა აგილერასა და მოდელ კონორ ფრანკლინთან ერთად პოზირებს.

ყველასთვის შესამჩნევი იყო, რომ გომესის ახლო მეგობრები, ტეილორ სვიფტი და ნიკოლა პელცი, წვეულებას არ ესწრებოდნენ. სვიფტმა მეგობრის დაბადების დღე ტურზე ყოფნის გამო გააცდინა, პელცი კი მეუღლესთან, ბრუკლინ ბექჰემთან ერთად ისვენებს სენ-ტროპეში. თუმცა პელცმა საუკეთესო მეგობარს "ინსტაგრამზე" მისალოცი პოსტი მიუძღვნა: "დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს სულიერ დას, სელენას. იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე გგონია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გვერდით ხარ და მადლობელი ვარ, რომ ასე ალამაზებ სამყაროს",- დაწერა პელცმა.

ამავე დღეს, გომესმა თავის ფანებს გადაუხადა მადლობა: "ბევრი რამისთვის ვგძნობ თავს მადლიერად, თუმცა ყველაზე მეტად Rare beauty-ს ფონდის მიერ გაწეული სამსახურისთვის ვარ. თქვენი წყალობით შევძელით ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ეს ჩემი ცხოვების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა", - წერდა "ინსტაგრამზე" 31 წლის ვარსკვლავი.

Rare beauty სელენა გომესის მიერ 2019 წელს დაფუძნებული კოსმეტიკის ბრენდია. მისი მესამე სტუდიური ალბომით, Rare (2020)-ით შთაგონებული კომპანია მიზნად ისახავს "დაარღვიოს სრულყოფილების არარეალური სტანდარტები" - ხელს უწყობს ინკლუზიურობას და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა