მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთვის იკრძალება ფილერის გაკეთება და რა რისკები ახლავს E ვიტამინს, რომელსაც "ჩუმ ბომბს" უწოდებენ - "შეიძლება პაციენტს დაეწყოს ტუჩის შეშუპება და ალეგია": რას გვირჩევს სპეციალისტი?
ვისთვის იკრძალება ფილერის გაკეთება და რა რისკები ახლავს E ვიტამინს, რომელსაც "ჩუმ ბომბს" უწოდებენ -  "შეიძლება პაციენტს დაეწყოს ტუჩის შეშუპება და ალეგია": რას გვირჩევს სპეციალისტი?

დერ­მა­ტო-კოს­მე­ტო­ლო­გი მო­ნი­კა პა­კე­ლი­ა­ნი უკვე წლე­ბია, რაც პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუ­ნავს. Ambebi.ge სპე­ცი­ა­ლისტს იმ შე­ზღუდ­ვებ­ზე ესა­უბ­რა, რა დრო­საც აკ­რძა­ლუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ინექ­ცი­უ­რი ჩა­რე­ვა. ასე­ვე მო­ნი­კა გვიყ­ვე­ბა, რო­გორ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტი ნე­ბის­მი­ე­რი ინექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ...

- მო­ნი­კა, რა ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა ფი­ლე­რით სარ­გებ­ლო­ბა?

- ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი ინექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია 18+ ასა­კი­დან, მაგ­რამ არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც არის მე­ზო­თე­რა­პია აკ­ნეს და თმის ცვე­ნის სამ­კურ­ნა­ლოდ, რო­მელ­საც ვა­ტა­რებთ 18 წლამ­დე ასაკ­ში სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ.

- დღეს, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია ფი­ლე­რით ტუ­ჩის ფორ­მის შეც­ვლა, რა რის­კი ახ­ლავს თან ამ პრო­ცე­დუ­რას, თუ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არ ურ­ჩევთ პა­ცი­ენტს?

- დიახ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნა­ირ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რას აქვს რისკ ფაქ­ტო­რე­ბი. პირ­ველ რიგ­ში ვკრებთ პა­ცი­ენ­ტის ანამ­ნეზს და იმის შე­სა­ბა­მი­სად ვუ­ტა­რებთ პრო­ცე­დუ­რებს. უარს ვე­უბ­ნე­ბით იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც აქვთ რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ასე­ვე ფი­ლე­რი უკუ­ნაჩ­ვე­ნე­ბია სიმ­სივ­ნე­ე­ბის დროს, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სის ან ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში. ასე­ვე ფეხ­მძი­მე ქა­ლებს უარს ვე­უბ­ნე­ბით ნე­ბის­მი­ერ ინექ­ცი­ურ ჩა­რე­ვა­ზე.

- არ შე­იძ­ლე­ბა არ გკი­თხოთ E ვი­ტა­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც თვით­ნე­ბუ­რად იდი­დებ­დნენ ტუ­ჩებს. რა რის­კი ახ­ლავს ამ პრო­ცე­დუ­რას?

- E ვი­ტა­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­და­ვო სა­კი­თხია. რო­დე­საც პა­ცი­ენტს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­მარ­თოს ფი­ლე­რით ტუ­ჩის აუგმენ­ტა­ცი­ას, ამ შემ­თხვე­ვა­ში კეთ­დე­ბო­და ად­რეც და ახ­ლაც გრძელ­დე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. E ვი­ტა­მი­ნი არის ზე­თო­ვა­ნი სი­თხე რომ­ლის გა­კე­თე­ბაც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა! რამ­დე­ნი­მე ხან­ში შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენტს და­ე­წყოს ტუ­ჩის შე­შუ­პე­ბა და ალე­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი - სა­მო­მავ­ლოდ იწ­ვევს ფიბ­რო­ზუ­ლი ქსო­ვი­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ტუჩ­ში და მთელ რიგ გარ­თუ­ლე­ბებს!

- მა­მა­კა­ცე­ბი რამ­დე­ნად ხში­რად გა­კი­თხა­ვენ ინექ­ცი­ურ პრო­ცე­დუ­რებ­ზე?

- რა თქმა უნდა, მა­მა­კე­ბიც ხში­რად მი­მარ­თა­ვენ მსგავს პრო­ცე­დუ­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ის მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან მეტ­რო­სექ­სუ­ა­ლე­ბი. უვ­ლი­ან თავს საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად. მე პი­რა­დად ამი­სი მომ­ხრე ვარ, რო­გორც ქალი, ასე­ვე მა­მა­კა­ცი, ვფიქ­რობ, უნდა იყოს ეს­თე­ტი­უ­რად ლა­მა­ზი და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს კარ­გად. მყავს მა­მა­კა­ცი პა­ცი­ენ­ტე­ბი და ძი­რი­თა­დად მი­მარ­თა­ვენ ბო­ტუ­ლი­ნო­ტოქ­სი­ნის ინექ­ცი­ებს.

- ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა ფი­ლე­რით ცხვი­რის კო­რექ­ცია. რამ­დე­ნად გრძელ­ვა­დი­ა­ნია ეფექ­ტი და მარ­თა­ლია, რომ ინექ­ცი­ის შემ­დეგ ერთი წელი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა?

- დიახ, ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წე­ლია, რაც ცხვი­რის არა­ო­პე­რა­ცი­ულ რი­ნოპ­ლას­ტი­კას ვა­კე­თებთ კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი. რა თქმა უნდა, ამ დროს ვერ დგე­ბა სრუ­ლი შე­დე­გი, რო­გორც ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს, თუმ­ცა კოს­მე­ტი­კუ­რად ბევ­რად ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ეფექტს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და და­ახ­ლო­ე­ბით 1 წელი ძლებს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ცხვი­რის არა­ო­პე­რა­ცი­ულ რი­ნოპ­ლას­ტი­კას, არა­სე­ბობს ასე­თი მო­საზ­რე­ბაც, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ცხვი­რი აღარ უბ­რუნ­დე­ბა პირ­ვან­დელ ფორ­მას.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპე­რა­ცი­ულ რი­ნოპ­ლას­ტი­კას, დიახ ფი­ლე­რით ცხვი­რის კო­რექ­ცი­ის შემ­დეგ, რო­გორც ვიცი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბის­გან, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს მისი ბო­ლომ­დე დაშ­ლა, რომ ოპე­რა­ცია იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ არ არის 1 წელი გა­სუ­ლი პრო­ცე­დუ­რი­დან, არ­სე­ბობს ამის­თვის ჰი­ა­რუ­ლო­ნი­და­ზა (პრე­პა­რა­ტი), რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად შლის ჰი­ა­რუ­ლო­ნის მჟა­ვას ანუ ფი­ლერს. რის შემ­დე­გაც ხდე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა.

- მო­ნი­კა, ბო­ტოქსზეც გკი­თხავთ, გარ­და იმი­სა, რომ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა ღრმა ნა­ო­ჭე­ბის გას­წო­რე­ბაც კი, ბოლო დროს, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ასე­ვე რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა. ბო­ტოქ­სის ინექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბი ამარ­ცხე­ბენ შა­კიკს, თქვენს პრაქ­ტი­კა­ში თუ ყო­ფი­ლა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა?

- სა­ნამ დერ­მა­ტო-კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი და­ვი­წყებ­დით ბო­ტუ­ლი­ნო ტოქ­სი­ნით მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბის გას­წო­რე­ბას, მა­ნამ­დე ძა­ლი­ან ფარ­თოდ იყე­ნებ­დნენ ნერ­ვო­ლო­გე­ბი, ასე­ვე რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გე­ბიც. მა­გა­ლი­თად ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა არის შა­კი­კი, ასე­ვე ნერვ კუნ­თო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს ბავ­შვებ­ში, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბო­ტუ­ლი­ნო­ტოქ­სი­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა შა­კი­კის მკურ­ნა­ლო­ბას, ბო­ტუ­ლი­ნო ტოქ­სი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მის სამ­კურ­ნა­ლოდ და 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ით­ვლე­ბა, რომ შა­კი­კის მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა. თუმ­ცა­ღა მე მი­მაჩ­ნია, ყვე­ლამ თა­ვის საქ­მე უნდა აკე­თოს და ეს საქ­მე არის ნევ­რო­ლო­გის, რა­საც ძა­ლი­ან კარ­გად უძღვე­ბი­ან ამ პრობ­ლე­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

- ბო­ტოქსს რა შე­ზღუდ­ვე­ბი აქვს, რო­დის არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლი მისი გა­მო­ყე­ნე­ბა პა­ცი­ენტზე?

- მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თად ტოქ­სი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ არ შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა რად­გან ოფ­ლის გა­მო­ყო­ფის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ტოქ­სი­ნიც გა­მო­ვი­დეს ორ­გა­ნიზ­მი­დან და არ დად­გეს ისე­თი შე­დე­გი, რო­გო­რიც სა­ჭი­როა! ასე­ვე იკ­რძა­ლე­ბა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა, თავი უნდა შე­ი­კა­ვოს პა­ცი­ენ­ტმა ფრე­ნის­გან, რად­გან წნე­ვის ცვა­ლე­ბა­დო­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა არ დად­გეს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი. მოკ­ლედ რომ ვთქვა, არის რა­ღაც შე­ზღუდ­ვე­ბი რა­ზეც პა­ცი­ენტს ვურ­ჩევთ თავი შე­ი­კა­ვოს.

- და­სას­რულს ზო­გა­დად ინექ­ცი­ურ ჩა­რე­ვებ­ზე გკი­თხავთ. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს ზო­მი­ე­რე­ბის გრძნო­ბა ღა­ლა­ტობს და და­მა­ტე­ბით ითხოვს სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რებს?

- დიახ, ინექ­ცი­ებ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ არის ნარ­კო­ტი­კი­ვით და იწ­ვევს შეჩ­ვე­ვას, მაგ­რამ ეს არის სრუ­ლი სიც­რუე. არ­ცერ­თი პრე­პა­რა­ტი არ შე­ი­ცავს მსგავს ნივ­თი­ე­რე­ბას, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. უბ­რა­ლოდ, გან­მე­ო­რე­ბი­თი ვი­ზი­ტე­ბით ინარ­ჩუ­ნე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი მიღ­წე­ულ სა­სურ­ველ შე­დეგს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაი გოგოა
3

მაგარი სტანოკია

ნიკა
2

ნევროლოგები და არა ნერვოლოგები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ვისთვის იკრძალება ფილერის გაკეთება და რა რისკები ახლავს E ვიტამინს, რომელსაც "ჩუმ ბომბს" უწოდებენ - "შეიძლება პაციენტს დაეწყოს ტუჩის შეშუპება და ალეგია": რას გვირჩევს სპეციალისტი?

ვისთვის იკრძალება ფილერის გაკეთება და რა რისკები ახლავს E ვიტამინს, რომელსაც "ჩუმ ბომბს" უწოდებენ -  "შეიძლება პაციენტს დაეწყოს ტუჩის შეშუპება და ალეგია": რას გვირჩევს სპეციალისტი?

დერმატო-კოსმეტოლოგი მონიკა პაკელიანი უკვე წლებია, რაც პაციენტების სილამაზეზე ზრუნავს. Ambebi.ge სპეციალისტს იმ შეზღუდვებზე ესაუბრა, რა დროსაც აკრძალულია ნებისმიერი ინექციური ჩარევა. ასევე მონიკა გვიყვება, როგორ უნდა შევინარჩუნოთ გრძელვადიანი ეფექტი ნებისმიერი ინექციური პროცედურის შემდეგ...

- მონიკა, რა ასაკიდან შეიძლება ფილერით სარგებლობა?

- ზოგადად, ნებისმიერი ინექციური პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია 18+ ასაკიდან, მაგრამ არსებობს გამონაკლისი პროცედურები, მაგალითად, როგორიც არის მეზოთერაპია აკნეს და თმის ცვენის სამკურნალოდ, რომელსაც ვატარებთ 18 წლამდე ასაკში საჭიროებისამებრ.

- დღეს, ყველაზე პოპულარულია ფილერით ტუჩის ფორმის შეცვლა, რა რისკი ახლავს თან ამ პროცედურას, თუ არის შემთხვევები, როდესაც არ ურჩევთ პაციენტს?

- დიახ, რა თქმა უნდა, ყველანაირ სამედიცინო პროცედურას აქვს რისკ ფაქტორები. პირველ რიგში ვკრებთ პაციენტის ანამნეზს და იმის შესაბამისად ვუტარებთ პროცედურებს. უარს ვეუბნებით იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადებები, მაგალითად: შაქრიანი დიაბეტი, ასევე ფილერი უკუნაჩვენებია სიმსივნეების დროს, ჰორმონალური დისბალანსის ან ლაქტაციის პერიოდში. ასევე ფეხმძიმე ქალებს უარს ვეუბნებით ნებისმიერ ინექციურ ჩარევაზე.

- არ შეიძლება არ გკითხოთ E ვიტამინის გამოყენებაზე, რომლის საშუალებითაც თვითნებურად იდიდებდნენ ტუჩებს. რა რისკი ახლავს ამ პროცედურას?

- E ვიტამინის გამოყენება ძალიან სადავო საკითხია. როდესაც პაციენტს არ აქვს საშუალება, მიმართოს ფილერით ტუჩის აუგმენტაციას, ამ შემთხვევაში კეთდებოდა ადრეც და ახლაც გრძელდება მისი გამოყენება. E ვიტამინი არის ზეთოვანი სითხე რომლის გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! რამდენიმე ხანში შეიძლება პაციენტს დაეწყოს ტუჩის შეშუპება და ალეგიული რეაქციები - სამომავლოდ იწვევს ფიბროზული ქსოვილის ჩამოყალიბებას ტუჩში და მთელ რიგ გართულებებს!

- მამაკაცები რამდენად ხშირად გაკითხავენ ინექციურ პროცედურებზე?

- რა თქმა უნდა, მამაკებიც ხშირად მიმართავენ მსგავს პროცედურებს. განსაკუთრებით ის მამაკაცები, რომლებიც არიან მეტროსექსუალები. უვლიან თავს საკმაოდ აქტიურად. მე პირადად ამისი მომხრე ვარ, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი, ვფიქრობ, უნდა იყოს ესთეტიურად ლამაზი და გამოიყურებოდეს კარგად. მყავს მამაკაცი პაციენტები და ძირითადად მიმართავენ ბოტულინოტოქსინის ინექციებს.

- ასევე ძალიან პოპულარული პროცედურაა ფილერით ცხვირის კორექცია. რამდენად გრძელვადიანია ეფექტი და მართალია, რომ ინექციის შემდეგ ერთი წელი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება?

- დიახ, ბოლო პერიოდში დაახლოებით 5-6 წელია, რაც ცხვირის არაოპერაციულ რინოპლასტიკას ვაკეთებთ კოსმეტოლოგები. რა თქმა უნდა, ამ დროს ვერ დგება სრული შედეგი, როგორც ქირურგიული ოპერაციის დროს, თუმცა კოსმეტიკურად ბევრად ლამაზად გამოიყურება. რაც შეეხება ეფექტს, ინდივიდუალურია და დაახლოებით 1 წელი ძლებს. ხოლო რაც შეეხება ცხვირის არაოპერაციულ რინოპლასტიკას, არასებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ დაახლოებით 5-6 გაკეთების შემდეგ ცხვირი აღარ უბრუნდება პირვანდელ ფორმას.

რაც შეეხება ოპერაციულ რინოპლასტიკას, დიახ ფილერით ცხვირის კორექციის შემდეგ, როგორც ვიცი, პლასტიკური ქირურგებისგან, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ბოლომდე დაშლა, რომ ოპერაცია იყოს შესაძლებელი. თუ არ არის 1 წელი გასული პროცედურიდან, არსებობს ამისთვის ჰიარულონიდაზა (პრეპარატი), რომელიც სრულიად შლის ჰიარულონის მჟავას ანუ ფილერს. რის შემდეგაც ხდება ოპერაციული ჩარევა.

- მონიკა, ბოტოქსზეც გკითხავთ, გარდა იმისა, რომ მისი საშუალებით ხდება ღრმა ნაოჭების გასწორებაც კი, ბოლო დროს, ძალიან პოპულარულია ასევე როგორც სამკურნალო საშუალება. ბოტოქსის ინექციების შემდეგ პაციენტები ამარცხებენ შაკიკს, თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა?

- სანამ დერმატო-კოსმეტოლოგები დავიწყებდით ბოტულინო ტოქსინით მიმიკური ნაოჭების გასწორებას, მანამდე ძალიან ფართოდ იყენებდნენ ნერვოლოგები, ასევე რეაბილიტოლოგებიც. მაგალითად ნევროლოგიური პრობლემა არის შაკიკი, ასევე ნერვ კუნთოვანი პათოლოგიების დროს ბავშვებში, ძალიან აქტიურად გამოიყენება ბოტულინოტოქსინი. რაც შეეხება შაკიკის მკურნალობას, ბოტულინო ტოქსინი გამოიყენება მის სამკურნალოდ და 21-ე საუკუნეში ითვლება, რომ შაკიკის მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა. თუმცაღა მე მიმაჩნია, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და ეს საქმე არის ნევროლოგის, რასაც ძალიან კარგად უძღვებიან ამ პრობლემის სპეციალისტები.

- ბოტოქსს რა შეზღუდვები აქვს, როდის არის კატეგორიულად აკრძალული მისი გამოყენება პაციენტზე?

- მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, მაგალითად ტოქსინის გაკეთების შემდეგ არ შეიძლება ფიზიკური აქტივობა რადგან ოფლის გამოყოფის შემდეგ, შეიძლება ტოქსინიც გამოვიდეს ორგანიზმიდან და არ დადგეს ისეთი შედეგი, როგორიც საჭიროა! ასევე იკრძალება ალკოჰოლის მიღება, თავი უნდა შეიკავოს პაციენტმა ფრენისგან, რადგან წნევის ცვალებადობის დროს შეიძლება არ დადგეს სასურველი შედეგი. მოკლედ რომ ვთქვა, არის რაღაც შეზღუდვები რაზეც პაციენტს ვურჩევთ თავი შეიკავოს.

- დასასრულს ზოგადად ინექციურ ჩარევებზე გკითხავთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ზომიერების გრძნობა ღალატობს და დამატებით ითხოვს სხვადასხვა პროცედურებს?

- დიახ, ინექციებზე ამბობენ, რომ არის ნარკოტიკივით და იწვევს შეჩვევას, მაგრამ ეს არის სრული სიცრუე. არცერთი პრეპარატი არ შეიცავს მსგავს ნივთიერებას, რომ დამოკიდებულება გამოიწვიოს. უბრალოდ, განმეორებითი ვიზიტებით ინარჩუნებენ პაციენტები მიღწეულ სასურველ შედეგს.