Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებაზე საუბარი არასერიოზულია" - ნინო წილოსანი თბილისში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე
"დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებაზე საუბარი არასერიოზულია" - ნინო წილოსანი თბილისში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე

მეს­მის, რომ ზა­ფხუ­ლია და მსუ­ბუქ თე­მებ­ზე გსურთ სა­უ­ბა­რი. არა­სე­რი­ო­ზუ­ლი მგო­ნია დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მო­საზ­რე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რის კე­თე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბას და აკ­რე­დი­ტა­ცი­ას კარ­გად არე­გუ­ლი­რებს,- ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ნინო წი­ლო­სან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრი­მა­კო­ვის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თბი­ლის­ში რუ­სე­თი რუ­სულ- ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბას გეგ­მავს და შე­სა­ფე­რის ად­გილს უკვე ეძე­ბენ.

მი­სი­ვე თქმით, ვერ ხვდე­ბა მი­ზეზს, რა­ტომ უნდა იმ­სჯე­ლოს ვი­ღა­ცის მო­საზ­რე­ბებ­ზე. წი­ლო­სა­ნი აცხა­დებს, რომ თუ ეს რა­ი­მე ფორ­მით ფაქტს და­ემ­სგავ­სე­ბა, კო­მენ­ტარს შემ­დეგ გა­ა­კე­თებს.

"თუ ეს რა­ღაც ფორ­მით და­ემ­სგავ­სე­ბა ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი. ამ ეტაპ­ზე არა­სე­რი­ო­ზუ­ლი მგო­ნია დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მო­საზ­რე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რის კე­თე­ბა.

მე მეს­მის, რომ ზა­ფხუ­ლია და უფრო მე­ტად მსუ­ბუქ თე­მებ­ზე გსურთ სა­უ­ბა­რი, თე­ო­რი­უ­ლად, ჭო­რა­ო­ბის დო­ნე­ზე რა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, შეგ­ვიძ­ლია სხვა ფორ­მატ­ში ვი­სა­უბ­როთ. არ მგო­ნია, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რი უნდა კეთ­დე­ბო­დეს იმა­ზე, რა რე­აქ­ცია უნდა გვქონ­დეს იმა­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა არას­დროს მოხ­დეს.

ზო­გა­დად სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბას, აკ­რე­დი­ტა­ცი­ას კარ­გად არე­გუ­ლი­რებს, მათ შო­რის, ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­მუ­შა­ვე­ბულ იქნა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. თუ რო­მე­ლი­მე კა­ნო­ნის მუხ­ლზე გაქვთ პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც აძ­ლევს ვინ­მეს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ არას­წო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ა­არ­სონ, მზად ვართ გან­ვი­ხი­ლოთ ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში. არ­სე­ბობს კა­ნო­ნე­ბი, კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის წე­სე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მყა­რად გან­სა­ზღვრუ­ლო ჩარ­ჩო­თი და ვერ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ემო­ცი­ე­ბით. ემო­ცი­ე­ბით შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცებ­მა აკე­თონ კო­მენ­ტა­რი, მე ვარ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და შე­ვეც­დე­ბი ის პო­ლი­ტი­კა, რაც ჩვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ფარ­გლებ­შია და ეფუძ­ნე­ბა ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს, იყოს და­ცუ­ლი," - გა­ნა­ცხა­და წი­ლო­სან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, უწყობს თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხელს რუ­სულ ექ­სპან­სი­ას, როცა შე­ზღუდ­ვებს არ უწე­სებს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­დი­ან, წი­ლო­სან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სურ­ვი­ლი არ აქვს ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თოს.

"არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვა­კე­თო. ეს კი­თხვა, ალ­ბათ, ბევ­რს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი იყოს სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ. თუ ვინ­მე არ­ღვევს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­მდებ­ლო­ბას თუ სხვას, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მათ მი­მართ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ზო­მე­ბი, მაგ­რამ ვე­რაფ­რით გა­ვა­მარ­თლებ კრებ­სი­თად რო­მე­ლი­მე ერის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ აგ­რე­სი­ულ, სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცველ გან­ცხა­დე­ბებს.

ტერ­მი­ნი [რუ­სუ­ლი ექ­სპან­სია] თქვე­ნი მო­გო­ნი­ლია. არა­ფე­რი და ვე­რა­ფე­რი ვერ და­ა­დას­ტუ­რებს რუ­სულ ექ­სპან­სი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში," - გა­ნა­ცხა­და წი­ლო­სან­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაის რუსული უნივერსიტეტი
0

რუსული რედაქციით უნდა ასწავლონ?!

საქართველოს დამოუკიდებლობა შეცდომა იყო და ასევე ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში და "სამხრეთ ოსეთში"რუსეთის ფედერაციის კანონიერი სადამსჯელო უფლებაა?!

რომ ჩვენ ქართველებმა გადავღებეთ თვითმფრინავები და დავბობეთ ქართული სოფლები (გრაჩოვის განცხადებით)

რუსულ ფულებზე დაგეშილი ფულის ტომრები
0

რას ერჩით? რუსუ;ლ ექსპანსიასაც ვერ ხედავს, ეს ჩვენი მოგონილი ტერმინია თურმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებაზე საუბარი არასერიოზულია" - ნინო წილოსანი თბილისში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე

"დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებაზე საუბარი არასერიოზულია" - ნინო წილოსანი თბილისში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე

მესმის, რომ ზაფხულია და მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი. არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება - საქართველოში მოწესრიგებულია საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას და აკრედიტაციას კარგად არეგულირებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისში რუსეთი რუსულ- ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას გეგმავს და შესაფერის ადგილს უკვე ეძებენ.

მისივე თქმით, ვერ ხვდება მიზეზს, რატომ უნდა იმსჯელოს ვიღაცის მოსაზრებებზე. წილოსანი აცხადებს, რომ თუ ეს რაიმე ფორმით ფაქტს დაემსგავსება, კომენტარს შემდეგ გააკეთებს.

"თუ ეს რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ გავაკეთო კომენტარი. ამ ეტაპზე არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება.

მე მესმის, რომ ზაფხულია და უფრო მეტად მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი, თეორიულად, ჭორაობის დონეზე რა და როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, შეგვიძლია სხვა ფორმატში ვისაუბროთ. არ მგონია, რომ სატელევიზიო კომენტარი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რა რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს.

ზოგადად საკანონმდებლო დონეზე საქართველოში მოწესრიგებულია ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას, აკრედიტაციას კარგად არეგულირებს, მათ შორის, ეს კანონმდებლობა შემუშავებულ იქნა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. თუ რომელიმე კანონის მუხლზე გაქვთ პრობლემა, რომელიც აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ არასწორი ღირებულებების უნივერსიტეტი ან საგანმანათლებლო დაწესებულებები დააარსონ, მზად ვართ განვიხილოთ ეს საკანონმდებლო ორგანოში. არსებობს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, აკრედიტაციის მიღების წესები, სახელმწიფო ფუნქციონირებს მყარად განსაზღვრულო ჩარჩოთი და ვერ იფუნქციონირებს ემოციებით. ემოციებით შეიძლება ვიღაცებმა აკეთონ კომენტარი, მე ვარ პარლამენტის წევრი და შევეცდები ის პოლიტიკა, რაც ჩვენი მმართველობის ფარგლებშია და ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მის საკანონმდებლო ჩარჩოს, იყოს დაცული," - განაცხადა წილოსანმა.

რაც შეეხება კითხვას, უწყობს თუ არა "ქართული ოცნება" ხელს რუსულ ექსპანსიას, როცა შეზღუდვებს არ უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან, წილოსანმა აღნიშნა, რომ სურვილი არ აქვს ქსენოფობიური განცხადებები აკეთოს.

"არანაირი სურვილი არ მაქვს ქსენოფობიური განცხადებები ვაკეთო. ეს კითხვა, ალბათ, ბევრს მისცემს საშუალებას ქსენოფობიური იყოს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თუ ვინმე არღვევს კანონმდებლობას, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონმდებლობას თუ სხვას, რა თქმა უნდა, იქნება გამოყენებული მათ მიმართ ინდივიდუალური ზომები, მაგრამ ვერაფრით გავამართლებ კრებსითად რომელიმე ერის წარმომადგენლის მიმართ აგრესიულ, სიძულვილის შემცველ განცხადებებს.

ტერმინი [რუსული ექსპანსია] თქვენი მოგონილია. არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში," - განაცხადა წილოსანმა.