პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, განცხადებების მიღება დაიწყო
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, განცხადებების მიღება დაიწყო

ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, უცხო­ე­თის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად, გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყო.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტოს ცნო­ბით, პროგ­რა­მის პარტნი­ო­რი კლი­ნი­კე­ბია: თურ­ქე­თის "ანა­დო­ლუს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი“, ეს­პა­ნე­თის "ქი­რონ სა­ლუ­დის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი“ და ის­რა­ე­ლის "იხი­ლო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი“. პა­კე­ტი მო­ი­ცავს დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს: ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, სხი­ვურ თე­რა­პი­ას, ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას. ასე­ვე - პრო­ტო­ნო­თე­რა­პი­ას, პა­ცი­ენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს 18 წლამ­დე, ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე (და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ცი­ის (ICD) კო­დით) პირი. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, მშო­ბელ­მა ან ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უნდა მი­მარ­თოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიმ­ღებს და ად­გილ­ზე გა­ა­კე­თოს გა­ნა­ცხა­დი, რის­თვი­საც სა­ჭი­როა:

შე­ივ­სოს გა­ნა­ცხა­დის ფორ­მა (ფორ­მას, შე­სავ­სე­ბად და ხელ­მო­სა­წე­რად, განმცხა­დე­ბე­ლი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ი­ღებს); ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის და გა­ნა­ცხა­დის წარმდგე­ნის პი­რა­დო­ბის (და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა/პას­პორ­ტი) და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი; ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბა - ფორ­მა N IV–100/ა, შე­სა­ბა­მი­სი ICD–10 და/ან NCSP კო­დე­ბის მი­თი­თე­ბით (ნა­თარ­გმნი ინ­გლი­სურ ენა­ზე, ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი); არ­სე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბი (მორ­ფო­ლო­გია, CT. და ა.შ) (ნა­თარ­გმნი ინ­გლი­სურ ენა­ზე, ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი),

პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა კლი­ნი­კებ­ში მოხ­დე­ბა მათი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, კლი­ნი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის არ­ჩე­ვა­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე - 15 05.

სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მა გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პია სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის გახ­სნამ­დე, სა­დაც ერთ სივ­რცე­ში, სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის სრუ­ლი სპექტრი იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­ურ სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ძალიან გამიხარდა. თვითონ ონკოპაციენტი ვარ და ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ყველაფერი. ეს დიდი შვება იქნება პაციენტებისთვის და მათი საახლობლოსთვის.

უღრმესი მადლობა ამ უდიდესი იმედისთვის. წარმატებები ამ პროგრამას.

Qeto
3

საცოდავი მშობლები! რამოდენიმეს მისცემენ იმედს წინასაარჩევნოდ და მერე მიაგდებენ, როგორც ჩვევია ამ მავნე მთავრობას!

ავტორი:

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტოს ცნობით, პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის "ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის "ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის "იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

"პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა:

შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი, ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს); ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული); არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული),

პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით. პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05.

საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.