ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლა-გიმნაზიის სახურავი ჩამოინგრა. შემთხვევა კვირას, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, სახურავის ჩამონგრევის შედეგად სკოლის სპორტული დარბაზის ნანგრევებში 19 ადამიანი მოყვა. თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, რომ დაღუპულთაგან ბევრი ბავშვია, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
პოლიციამ შენობაზე პასუხისმგებელი ერთი პირი დააკავა, ოთხმა მათგანმა კი გაქცევა მოახერხა. ნანგრევებიდან ამოყვანილი 15 ადამიანიდან მხოლოდ ოთხი გადარჩა.