მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ "ვო­სო­რი­ტი­დის" თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე.

რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს.

"აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ "ვო­სო­რი­ტი­დის" თა­ო­ბა­ზე გაც­ნო­ბებთ, რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუფ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, პრო­ტო­კო­ლის პრო­ექ­ტი მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზი­სა და შე­თან­ხმე­ბის­თვის, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის ეროვ­ნულ საბ­ჭოს, მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ნისს გა­ეგ­ზავ­ნა.

"გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს წევ­რე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი, ასე­ვე მწარ­მო­ებ­ლის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის­თვის, მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის, მრა­ვალ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე დამ­ყო­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კი­თხე­ბი გან­ხი­ლულ იქნა 3 ივ­ლისს ჩა­ტა­რე­ბულ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭო­ზე, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი. საბ­ჭო­ზე და­ით­ქვა სა­ვა­რა­უ­დო ვადა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის (15-20 ივ­ლი­სი). პრო­ტო­კო­ლის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, მ.შ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტთან, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნეს 19 ივ­ლისს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, ამა­ვე დღეს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, წე­რი­ლო­ბით, მი­ე­წო­და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რს, მათ შო­რის - მშობ­ლებს.

გარ­და ამი­სა, მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი მუდ­მივ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყო სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის­მგე­ბელ თა­ნამ­შრო­მელ­თან, პრო­ტო­კო­ლის მომ­ზა­დე­ბის სტა­ტუ­სის თა­ო­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ყვე­ლა შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე მშო­ბელ­თა ჯგუ­ფი და შუქ­დე­ბო­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ "გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს გან­ხილ­ვი­სა და ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის უნდა ჰქონ­დეს გო­ნივ­რუ­ლი ვადა - ამ­დე­ნად, საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღი­ნიშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს.

საბ­ჭოს წევ­რე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი დას­ტუ­რის შემ­დეგ, პრო­ტო­კო­ლი დამ­ტკიც­დე­ბა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით. პა­რა­ლე­ლუ­რად, გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კომ­პა­ნია "ბი­ო­მა­რინ­თან”, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით.

სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს მზა­ო­ბას იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს პრო­ცე­სის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ყვე­ლა ჩარ­თულ და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 19 ივ­ლისს, იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს წევ­რებ­თან, მათ შო­რის მშობ­ლებ­თან, ამა­ვე დღეს გაგ­ზავ­ნილ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს:

"საბ­ჭოს პა­ტივ­ცე­მუ­ლო წევ­რე­ბო, მო­გე­სალ­მე­ბით!

წარ­მო­გიდ­გენთ 2023 წლის 03 ივ­ლისს გა­მარ­თუ­ლი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის შემ­დგომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას:

პრო­ტო­კო­ლის სა­მუ­შაო ჯგუფ­მა, 2023 წლის 19 ივ­ლისს, სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "აქონ­დროპ­ლა­ზი­ის და ჰი­პო­ქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მარ­თვა 0-18 წლის ასაკ­ში’’ კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტი (პრო­ტო­კო­ლი);

პრო­ტო­კო­ლი გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რედ­გი­ნა გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს. პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს ეთხო­ვა მო­საზ­რე­ბე­ბის წარ­დგე­ნა 2023 წლის 24 ივ­ლი­სის დღის ბო­ლომ­დე;

გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა კომ­პა­ნია ბი­ო­მა­რინ­თან.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ჩა­ტა­რე­ბის თა­რიღს გაც­ნო­ბებთ და­მა­ტე­ბით.

და­ნარ­თი სა­ხით გიგ­ზავ­ნით სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს 2023 წლის 03 ივ­ლი­სის შეხ­ვედ­რის ოქმს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდის" თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს.

"აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდის" თაობაზე გაცნობებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის მოსამზადებლად, ექსპერტების ჯგუფმა, ინტენსიური მუშაობის პირობებში, პროტოკოლის პროექტი მოამზადა, რომელიც ექსპერტიზისა და შეთანხმებისთვის, გაიდლაინების ეროვნულ საბჭოს, მიმდინარე წლის 27 ივნისს გაეგზავნა.

"გაიდლაინების“ საბჭოს წევრების შენიშვნები, ასევე მწარმოებლის მიერ დაყენებული მოთხოვნები, ქვეყანაში მედიკამენტის დანერგვისთვის, მულტიპროფილური კლინიკის, მრავალდისციპლინური გუნდისა და მკურნალობაზე დამყოლობის თაობაზე საკითხები განხილულ იქნა 3 ივლისს ჩატარებულ იშვიათი დაავადებების საბჭოზე, რომელსაც ესწრებოდა მშობლების ჯგუფი. საბჭოზე დაითქვა სავარაუდო ვადა განახლებული პროტოკოლის დამტკიცებისთვის (15-20 ივლისი). პროტოკოლის ჯგუფის წევრებმა, დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობის გამო, მ.შ. საერთაშორისო ექსპერტთან, განახლებული პროტოკოლი სამინისტროში წარმოადგინეს 19 ივლისს. აღნიშნულის შესახებ, ამავე დღეს, განახლებული ინფორმაცია, წერილობით, მიეწოდა იშვიათი დაავადებების საბჭოს ყველა წევრს, მათ შორის - მშობლებს.

გარდა ამისა, მშობლების ჯგუფი მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციაში იყო სამინისტროს პასუხისმგებელ თანამშრომელთან, პროტოკოლის მომზადების სტატუსის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოს ყველა შეხვედრას ესწრებოდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობელთა ჯგუფი და შუქდებოდა მედიასაშუალების მიერ.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ "გაიდლაინების“ საბჭოს განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილებისთვის უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა - ამდენად, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს.

საბჭოს წევრების წერილობითი დასტურის შემდეგ, პროტოკოლი დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები კომპანია "ბიომარინთან”, ხელშეკრულების პირობების დაზუსტების მიზნით.

სამინისტრო გამოხატავს მზაობას იშვიათი დაავადებების საბჭოს რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებასთან დაკავშირებით. მედიკამენტის დანერგვის პროცესი წარიმართება საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

სამინისტრო გააგრძელებს პროცესის კოორდინაციას ყველა ჩართულ და დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო 19 ივლისს, იშვიათი დაავადებების საბჭოს წევრებთან, მათ შორის მშობლებთან, ამავე დღეს გაგზავნილ წერილს აქვეყნებს:

"საბჭოს პატივცემულო წევრებო, მოგესალმებით!

წარმოგიდგენთ 2023 წლის 03 ივლისს გამართული საბჭოს შეხვედრის შემდგომ მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებულ ინფორმაციას:

პროტოკოლის სამუშაო ჯგუფმა, 2023 წლის 19 ივლისს, სამინისტროში წარმოადგინა განახლებული ,,აქონდროპლაზიის და ჰიპოქონდროპლაზიის დიაგნოსტირება და მართვა 0-18 წლის ასაკში’’ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი);

პროტოკოლი განსახილველად წარედგინა გაიდლაინების საბჭოს. პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გაიდლაინების საბჭოს ეთხოვა მოსაზრებების წარდგენა 2023 წლის 24 ივლისის დღის ბოლომდე;

გრძელდება მოლაპარაკება კომპანია ბიომარინთან.

საკოორდინაციო საბჭოს ჩატარების თარიღს გაცნობებთ დამატებით.

დანართი სახით გიგზავნით საკოორდინაციო საბჭოს 2023 წლის 03 ივლისის შეხვედრის ოქმს“.