საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰორიზონტზე ნავიც გამოჩნდა. ყველამ ერთხმად შევკივლეთ..." - რას ჰყვება თამარ ბარბლიშვილი, რომელიც ჩასაძირად განწირული კავკასიძეების ციხისა და ეკლესიის სანახავად იმყოფებოდა
"ჰორიზონტზე  ნავიც გამოჩნდა. ყველამ ერთხმად შევკივლეთ..." - რას ჰყვება თამარ ბარბლიშვილი, რომელიც ჩასაძირად განწირული კავკასიძეების ციხისა და ეკლესიის სანახავად იმყოფებოდა

"ცურ­ვა არ ვიცი, რამე რომ მომ­ხდა­რი­ყო, დამ­ცა­ვი ჟი­ლე­ტის იმე­დად ვი­ყა­ვი. თუმ­ცა იმ წუთ­ში ში­შის მო­მენ­ტი არ მქონ­და, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო იქ მის­ვლის სურ­ვი­ლი, ყვე­ლა სხვა ემო­ცია უკა­ნა პლან­ზე გა­და­ვი­და... და­ახ­ლო­ე­ბით, ორ სა­ათს მოგ­ვი­წია იქ ყოფ­ნამ. წვი­მის გამო თავი ეკ­ლე­სი­ას შე­ვა­ფა­რეთ. რა­ღაც მო­მენ­ტში ში­შის მომ­გვრე­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამინ­დის გა­ფუ­ჭე­ბაც ხელს უწყობ­და სა­შიშ ფიქ­რებს...", - ამ­ბობს თა­მარ ბარბლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჩა­სა­ძი­რად გან­წი­რუ­ლი კავ­კა­სი­ძე­ე­ბის ცი­ხის და ტაძ­რის სა­ნა­ხა­ვად რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა.

თა­მარ ბარბლიშ­ვი­ლი ტა­ო­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს:

თა­მარ ბარბლი­ში­ლი:

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ემო­ცი­ე­ბის ქა­ო­სი მქონ­და. გუ­ლის სიღ­რმე­ში ძა­ლი­ან მტკი­ო­და იმ ცი­ხის ბოლო გაბ­რძო­ლე­ბის ხილ­ვა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მე­დი­დუ­რად გად­მომ­ყუ­რებ­და. რა­ღაც­ნა­ი­რად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა ეტა­პი გა­მახ­სენ­და, რო­დე­საც დი­დძალ დამ­პყრო­ბელს ვერ უმკლავ­დე­ბა, მაგ­რამ ქედს არ ხრის, ძვე­ლი სი­დი­ა­დით სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე ფეხ­ზე დგას.

ამ სევ­დის და გუ­ლის ტკი­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მქონ­და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდაც, რომ ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ფეხი და­მედ­გა იმ მი­წა­ზე, სა­დაც მრა­ვა­ლი წელი ფეხი არა­ვის და­უდ­გამს. ჩემ­თვის ეს დარ­ჩე­ბა დიდ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მე ცურ­ვა არ ვიცი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ­გვა­რი ხი­ფა­თის გა­რე­შე მი­მიშ­ვა ეკ­ლე­სი­ამ თა­ვის­თან, რათა გვე­ნა­ხა და გა­მოვ­თხო­ვე­ბო­დით მას. თვი­თონ იმ ად­გი­ლას მე, პი­რა­დად, სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დის გან­ცდა და­მე­უფ­ლა.

ჩვე­ნი სტუმ­რო­ბის დროს ცი­ხის ქვე­და ნა­წი­ლი უკვე და­ფა­რუ­ლი იყო წყლით, ხოლო ეკ­ლე­სი­ა­ში რომ შე­სუ­ლი­ყო წყა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მეტ­რის სი­მაღ­ლე­ღა აკ­ლდა.

- ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­თან რო­გორ მი­ცუ­რეთ?

- ჯო­მარ­დო­ბის გა­სა­ბე­რი ნა­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვი­ცუ­რეთ. ნიჩ­ბებს თურქ გამ­ყოლ­თან ერ­თად ჩვენც ვუს­ვამ­დით. მე ცურ­ვა არ ვიცი, რამე რომ მომ­ხდა­რი­ყო დამ­ცა­ვი ჟი­ლე­ტის იმე­დად ვი­ყა­ვი. თუმ­ცა იმ წუთ­ში ში­შის მო­მენ­ტი არ მქონ­და. იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო იქ მის­ვლის სურ­ვი­ლი, ყვე­ლა სხვა ემო­ცია უკა­ნა პლან­ზე გა­და­ვი­და.

სა­ნამ ის ნავი უკან დაბ­რუნ­დე­ბო­და და ჯგუ­ფის მე­ო­რე ნა­წილს გად­მო­იყ­ვან­და, დრო მქონ­და ყვე­ლა კუ­თხე­ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მე­ნა­ხა, გა­და­მე­ღო.

სა­ნამ უკან დავ­ბრუნ­დე­ბო­დით, წვი­მა წა­მო­ვი­და, ნის­ლი ჩა­მოწ­ვა, მე­ო­რე ნა­კა­დის გად­მოყ­ვა­ნა შე­ფერ­ხდა, ნავს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა. სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რით, რო­მე­ლიც ხან იჭერ­და, ხან - არა, გვი­თხრეს, რომ დრო­ე­ბით ვერ გად­მო­დი­ან და ჩვენც რო­ბინ­ზონ კრუ­ზო­ე­ბი­ვით ჩავ­რჩით იმ კუნ­ძულ­ზე. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რეთ, რომ გვე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ხუმ­რო­ბა არ აღ­მოჩ­ნდა. და­ახ­ლო­ე­ბით, ორ სა­ათს მოგ­ვი­წია იქ ყოფ­ნამ. წვი­მის გამო თავი ეკ­ლე­სი­ას შე­ვა­ფა­რეთ. რა­ღაც მო­მენ­ტში ში­შის მომ­გვრე­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამინ­დის გა­ფუ­ჭე­ბაც ხელს უწყობ­და სა­შიშ ფიქ­რებს.

ჩვენს მოგ­ზა­უ­რო­ბას მშვი­დო­ბი­ა­ნი და­სას­რუ­ლი ეწე­რა, დრო­ე­ბი­თი ავ­და­რი გა­და­ვი­და. ნის­ლი გა­ი­ფან­ტა, წვი­მაც შე­თხელ­და და, ჰო­რი­ზონტზე მო­ტივ­ტი­ვე ნა­ვიც გა­მოჩ­ნდა. ყვე­ლამ ერ­თხმად შევ­კივ­ლეთ სი­ხა­რუ­ლის­გან ... წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იონა
4

იესო ქრისტეს ჯვარცმის მადლით თავად ადამიანი გახდა სული წმინდის ტაძარი ვინც ძე ღვთისა მიიღო, ვინც ამას არ იღებს თავად ჩაიძირებით და ვერ გიშველით ხელით ქმნული ტაძრები!

გურამი
7

თურქების რა გიკვირთ,ქართველებმა ჟინვალის მშენებლობის დროს რამდენი ეკლესია ჩაძირეს და კიდევ რამდენს ჩაძირავენ.......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ჰორიზონტზე ნავიც გამოჩნდა. ყველამ ერთხმად შევკივლეთ..." - რას ჰყვება თამარ ბარბლიშვილი, რომელიც ჩასაძირად განწირული კავკასიძეების ციხისა და ეკლესიის სანახავად იმყოფებოდა

"ჰორიზონტზე  ნავიც გამოჩნდა. ყველამ ერთხმად შევკივლეთ..." - რას ჰყვება თამარ ბარბლიშვილი, რომელიც ჩასაძირად განწირული კავკასიძეების ციხისა და ეკლესიის სანახავად იმყოფებოდა

"ცურვა არ ვიცი, რამე რომ მომხდარიყო, დამცავი ჟილეტის იმედად ვიყავი. თუმცა იმ წუთში შიშის მომენტი არ მქონდა, იმდენად ძლიერი იყო იქ მისვლის სურვილი, ყველა სხვა ემოცია უკანა პლანზე გადავიდა... დაახლოებით, ორ საათს მოგვიწია იქ ყოფნამ. წვიმის გამო თავი ეკლესიას შევაფარეთ. რაღაც მომენტში შიშის მომგვრელი იყო ეს ყველაფერი, ამინდის გაფუჭებაც ხელს უწყობდა საშიშ ფიქრებს...", - ამბობს თამარ ბარბლიშვილი, რომელმაც ჩასაძირად განწირული კავკასიძეების ციხის და ტაძრის სანახავად რთული გზა გაიარა.

თამარ ბარბლიშვილი ტაოში ყოფნის შესახებ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

თამარ ბარბლიშილი:

- შეიძლება ითქვას, ემოციების ქაოსი მქონდა. გულის სიღრმეში ძალიან მტკიოდა იმ ციხის ბოლო გაბრძოლების ხილვა, რომელიც წლების წინ მედიდურად გადმომყურებდა. რაღაცნაირად საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპი გამახსენდა, როდესაც დიდძალ დამპყრობელს ვერ უმკლავდება, მაგრამ ქედს არ ხრის, ძველი სიდიადით სისხლის ბოლო წვეთამდე ფეხზე დგას.

ამ სევდის და გულის ტკივილის პარალელურად, მქონდა დიდი ბედნიერების განცდაც, რომ ვერც ვიფიქრებდი, ისე მოულოდნელად მომეცა საშუალება, ფეხი დამედგა იმ მიწაზე, სადაც მრავალი წელი ფეხი არავის დაუდგამს. ჩემთვის ეს დარჩება დიდ ისტორიულ მოვლენად ჩემს ცხოვრებაში. მე ცურვა არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველგვარი ხიფათის გარეშე მიმიშვა ეკლესიამ თავისთან, რათა გვენახა და გამოვთხოვებოდით მას. თვითონ იმ ადგილას მე, პირადად, საოცარი სიმშვიდის განცდა დამეუფლა.

ჩვენი სტუმრობის დროს ციხის ქვედა ნაწილი უკვე დაფარული იყო წყლით, ხოლო ეკლესიაში რომ შესულიყო წყალი, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეღა აკლდა.

- ისტორიულ ძეგლებთან როგორ მიცურეთ?

- ჯომარდობის გასაბერი ნავით, დაახლოებით, ნახევარი საათი ვიცურეთ. ნიჩბებს თურქ გამყოლთან ერთად ჩვენც ვუსვამდით. მე ცურვა არ ვიცი, რამე რომ მომხდარიყო დამცავი ჟილეტის იმედად ვიყავი. თუმცა იმ წუთში შიშის მომენტი არ მქონდა. იმდენად ძლიერი იყო იქ მისვლის სურვილი, ყველა სხვა ემოცია უკანა პლანზე გადავიდა.

სანამ ის ნავი უკან დაბრუნდებოდა და ჯგუფის მეორე ნაწილს გადმოიყვანდა, დრო მქონდა ყველა კუთხეში მივსულიყავი, მენახა, გადამეღო.

სანამ უკან დავბრუნდებოდით, წვიმა წამოვიდა, ნისლი ჩამოწვა, მეორე ნაკადის გადმოყვანა შეფერხდა, ნავს პრობლემა შეექმნა. სატელეფონო კავშირით, რომელიც ხან იჭერდა, ხან - არა, გვითხრეს, რომ დროებით ვერ გადმოდიან და ჩვენც რობინზონ კრუზოებივით ჩავრჩით იმ კუნძულზე. თავიდან ვიფიქრეთ, რომ გვეხუმრებოდნენ, თუმცა ხუმრობა არ აღმოჩნდა. დაახლოებით, ორ საათს მოგვიწია იქ ყოფნამ. წვიმის გამო თავი ეკლესიას შევაფარეთ. რაღაც მომენტში შიშის მომგვრელი იყო ეს ყველაფერი, ამინდის გაფუჭებაც ხელს უწყობდა საშიშ ფიქრებს.

ჩვენს მოგზაურობას მშვიდობიანი დასასრული ეწერა, დროებითი ავდარი გადავიდა. ნისლი გაიფანტა, წვიმაც შეთხელდა და, ჰორიზონტზე მოტივტივე ნავიც გამოჩნდა. ყველამ ერთხმად შევკივლეთ სიხარულისგან ... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად