დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და ახალგაზრდული მოძრაობა "ამრას“ წარმომადგენელია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და თბილისში ცხოვრობს. ბუავა ევროპარლამენტში გამართულ პანელზე "მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ სიტყვით გამოვიდა.
შეხვედრის მონაწილეებს ის აფხაზურად მიესალმა და შემდეგ კი აფხაზეთსა და კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"ამ კონფლიქტმა აფხაზეთის მოსახლეობა, აფხაზი ახალგაზრდობა, 30 წელია სიბნელეში დატოვა, მწირი ინფორმაციაა. ბავშვობიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერიაო. მე აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე და ბევრი რამ გავიგე. მე მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია შეტანილი და გათანაბრებულია ქართულ ენასთან, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები კარგად არ არიან ინფორმირებულები. და ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც პრინციპში, 30 წლის წინ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა - ეს იყო რუსეთი“, - თქვა ბუავამ.
ბლოგერი მიუღებლად მიიჩნევს, რომ "21-ე საუკუნეში ქართველები და აფხაზები, ორი ხალხი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ იყვნენ და საერთო ისტორიას ქმნიდნენ, ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ".
ცნობისთვის, დაურ ბუავა 2021 წელს საცხოვრობლად თბილისში გადმოვიდა. 2022 წლის ზაფხულში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სოხუმში აცხადებენ, რომ "ტიკტოკში" გამოქვეყნებული მისი ვიდეოები ზიანს აყენებს აფხაზეთის "სუვერენიტეტს და ტერიტორიულ ხელშეუხებლობას“. გასული წლის დეკემბერში დაურ ბუავამ, გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
ავტორი: ანრი კურტანიძე
აკაკი-ს:მოდით შევხედოთ სიტუაციას საერთაშორისო კანონმდებლობის კუთხიდან. კონფედერაცია ნიშნავს კავშირს თანასწორ სუბიექტებს შორის ანუ იგივეა რაც კავშირი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის (დაახლოებით რაც დსთ-ია). ესე იგი ჩვენ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი ერთეული (იმავე სტატუსით როგორც დანარჩენი საქართველო),რომელიც ამ კონფედერაციაში გაწევრიანდება. როგორც კი ეს მოხდება, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, აფსუები მაშინვე გამოაცხადებენ ამ კონფედერაციიდან გასვლას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. და აი მაშინ იურიდიულადაც (დღეს დე-ფაქტოდ "დამოუკიდებლები" არიან მაგრამ არა დე-იურედ) დამოუკიდებლები იქნებიან და რაც არ უნდა ვამტკიცოთ რომ ის საქართველოს ნაწილია, საერთაშორისო თვალსაზრისით ის დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვცანით აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი ერთეული კონფედერაციაში გაერთიანებისას. ამიტომ არის კონფედერაცია მიუღებელი. მაქსიმუმ ექნებათ (როგორც კონსტიტუციაშია გაწერილი) ავტონომია, ანუ ფედერალური სუბიექტის სტატუსი
ამ ბიჭის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, იმედია გულწრფელია თავის ინიციატივებში. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ის რელობა გარკევული სამეცნიერომუშა ჯგუფით რომლიტაც დავჯდებით აფსუებთან,ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და თუ უნდათ რუსებიც მოიწვიონ და მეცნიერულად დავამტკიცებთ რომ აფსუებს არანაირი საერთო არ აქვთ ისტორიულ აფხაზეთთან.ეხლა მე არ ვამბობ რომ ავტონომიის გაუქმების საკიტხი დავაყენოთ პირიქით, ერთია ისტორიული წარსულ და მეორე არელაობა, ამ რეალობით აფსუებს ქონდათ ავტონომია და აღარ უნდა გავამწვაოტ მისი გაუქმებით ვითარება უბრალოდ უნდა იცოდნენ მათ რომ ავტონომია მათ არაფერში არ ეკუთვნით მაგრამ ესაა ჩევნი კეთილი ნება და რალობის გათავლისწინება თუკი ისინი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით დაუბრუნდებიან საქართველსო. აქ ბევრი საკითხის ცაშლა შეიძლება კიდევ რა შეიძლება რომ შევთავაზოთ, მაგალითდ შეგვიძლია შევთავაზოთ რომ იქნება სრულიად დემილიტარიზებული ზონა ანუ იქ ქრთული ბაზები არ განლაგდება და იქნება მხოლოდ სამოქალქო პოლიციური კონტროლი. მოკლედ მუდმივის აუბრებია საჭირო და რაც მტავარია სრულაი ნდობა უნდა მოვიპოვოთ რო არანაირად თვიტ რუსეთიც რომ ვეღარ იყოს ხელისშემშლელი ცვენ იარაღის ძალით არ მოვახდენთ აფხაზეთის შემოერთებას და რომ ჩვენი მიზანია მხოლოდ ნდობით და ურთიერთპატივისცემით აღვადგინოთ ერთიანი სახელმწიფო სადაც უკებლივ დაბრუნდება ყველა დევნილი და აფხაზეთის ავტონომიას ექნება სრულ ეკონომიკური თავისუფლება, საერთო იქნეაბ ფული, ჯარი სახელმწიფო დროშა ჰიმნი ენა ( ნუ ავტონომიას ექნება თავის ატრიბუტიკა). ბევრი აფსუა ახალგაზრდა უნდა მოვიწვიოთ თბილისი უნივერსიტეტბში სასაწავლებლად და დავაინტერესოდ. ზოგაადაც საქარტველო უნდა გახდეს გაანთლების ჯანდაცვის და მრავალმხრივი განვიტარების ჰაბი მტელი კავკასიისათვის და პირველ რიგში ჩრდილოკავკასიელებსიათვის რომლების 15-საუკუნის ბოლომდე ჩვენთან იდგენე ახლოს კულტურული და რელიგიური კუტხით ვიდრე არ ცაყლაპა თურქულმა ექსპანსიამ.