ავტორი:

ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული? - რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს  2023 წლის ზაფხულის უპრეცედენტო სიცხეს

ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული? - რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს  2023 წლის ზაფხულის უპრეცედენტო სიცხეს

მსოფლიოში უპრეცედენტო სიცხეა - ივლისში ტემპერატურის მრავალი ჩანაწერი განახლდა და ეს წელი შესაძლოა, ყველაზე ცხელიც გახდეს ისტორიაში.

"ეს ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე ცხელი თვე იქნება დედამიწაზე ასობით თუ არა, ათასობით წლის განმავლობაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს NASA-ს გოდარდის კოსმოსური კვლევის ცენტრის დირექტორმა გევინ შმიდტმა 20 ივლისს.

შმიდტის ვარაუდით, სიცხის გახანგრძლივებული ტალღა ზრდის შანსებს, რომ 2023 წელი რეკორდულად ცხელი იქნება, მაგრამ მომავალი წელი შეიძლება კიდევ უფრო ცხელი იყოს.

არსებობს მოვლენების განვითარების რბილი და მძიმე სცენარები: თუ კაცობრიობა ხელს არ შეუშლის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდას. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, გრენლანდიის ყინული თითქმის დნება, რაც ზღვის დონეს 4-7 მ-ით ამაღლებს, ეს კი ბევრ სანაპირო ზოლს შეცვლის. წაიკითხეთ ვრცლად