საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფლუენსერი" და "დისნეის" ფიგურების კოლექციონერი, რომელიც მაყურებელმა ახალი სერიალით გაიცნო - ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც გინესის რეკორდის დამყარებას აპირებს
"ინფლუენსერი" და "დისნეის" ფიგურების კოლექციონერი, რომელიც მაყურებელმა ახალი სერიალით გაიცნო - ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც გინესის რეკორდის დამყარებას აპირებს

მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი მთლი­ა­ნად სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას უკავ­შირ­დე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დის­თვის ვემ­ზა­დე­ბიო. იმე­დი აქვს, რომ სირ­თუ­ლე­ებს დაძ­ლევს და მოხ­ვდე­ბა სა­სურ­ველ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ამე­რი­კა­ში ან ირ­ლან­დი­ა­ში, რად­გა­ნაც ამ ორ ქვე­ყა­ნას გა­ნი­ხი­ლავს.

სა­უ­ბა­რია 17 წლის ტი­კტო­კერ“ ნიკა ღე­ლა­ღუ­ტაშ­ვილ­ზე, რომ­ლის ახ­ლოს გაც­ნო­ბა­საც ახლა ვა­პი­რებთ. ნიკა აქ­ტი­უ­რი და მრა­ვალ­მხრი­ვი ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლექ­ცი­ის პატ­რო­ნი­ცაა, დის­ნე­ის გმი­რე­ბის ფი­გუ­რებს აგ­რო­ვებს და გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას თავს რომ მო­უყ­რის, გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბას აპი­რებს.

- ნიკა, რო­გორ და­ი­წყო შენი ამ ფი­გუ­რე­ბით გა­ტა­ცე­ბა?

- ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ძა­ლი­ან მი­ტა­ცებ­და დის­ნე­ის სხვა­დას­ხვა ანი­მა­ცია. მინ­დო­და, რომ მათ­თან ახლო შე­ხე­ბა მქო­ნო­და. მა­შინ­ვე გა­ვი­აზ­რე, რომ ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი "დის­ნე­ი­ლენდში" წას­ვლა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო და ამი­ტომ ხელ­მი­საწ­ვდო­მის ძი­ე­ბა და­ვი­წყე...

ჩემი საყ­ვა­რე­ლი ანი­მა­ცია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონ­და, "ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­შია", მაგ­რამ ალი­სას და სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბის ფი­გუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ დრო­ის­თვის არ იშო­ვე­ბო­და. მერე ჩემ­მა ოჯახ­მა ჩემ­თვის სი­ურპრი­ზის მო­წყო­ბა გა­და­წყვი­ტა. ამე­რი­კი­დან ასე­თი ფი­გუ­რე­ბის ნაკ­რე­ბი გა­მო­მი­წე­რეს. ნაკ­რე­ბი რომ ჩა­მო­ვი­და, უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი. დღე­საც მახ­სოვს ის წა­მე­ბი, რო­გორ მიყ­ვარ­და თი­თო­ე­უ­ლი ფი­გუ­რა...

თა­ვი­დან ოჯა­ხი მეხ­მა­რე­ბო­და შე­ძე­ნა­ში, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით მაქვს ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო. ასე­ვე უღ­რმე­სი მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დო ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს. რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ მსოფ­ლიო გი­ნე­სის რე­კორ­დის­თვის ვიბ­რძვი, კო­ლექ­ცი­ის­თვის სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­მო­მიგ­ზავ­ნეს სა­ჭი­რო ფი­გუ­რე­ბი. ჩემი სურ­ვი­ლია, მსოფ­ლიო გი­ნე­სე­ბის რე­კორ­დებ­ში მო­ვი­პო­ვო პირ­ვე­ლი ად­გი­ლი. უკვე შე­ვაგ­რო­ვე 8.000-მდე ფი­გუ­რა და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის კი­დევ 2000-2500 მჭირ­დე­ბა. აქ სა­უ­ბა­რია კონ­კრე­ტულ კო­ლექ­ცი­ა­ზე და დის­ნე­ის კონ­კრე­ტულ ფი­გუ­რებ­ზე.

- ალ­ბათ თა­რო­ზე ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა...

- საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვაა. ამას ბევ­რი მე­კი­თხე­ბა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, ყვე­ლა ბრენ­დი თა­ვი­სე­ბურ გაწ­მენ­დას მო­ი­თხოვს. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ჯე­ბი, ხსნა­რე­ბი და ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა ერთი თვეც გაგ­რძელ­დეს. შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი - ბე­ბია, დედა, მამა და და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ვუმკლავ­დე­ბით...

- რო­გორც ვიცი, პა­რი­ზის "დის­ნე­ი­ლენდში" იყა­ვი და ოც­ნე­ბაც აიხ­დი­ნე. რო­გო­რი იყო შენი ემო­ცი­ე­ბი იქ?

- 13 წლის ვი­ყა­ვი ეს ოც­ნე­ბა რომ ამიხ­და. ოჯა­ხის სი­ურპრი­ზი იყო. მა­მამ მი­თხრა, რომ ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი ჰქონ­და. გული მიგ­რძნობ­და, რომ "დის­ნე­ი­ლენ­დის" საგ­ზუ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჰოდა, წიგ­ნი რომ მო­მა­წო­და, გა­დავ­შა­ლე და ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი და­ვი­ნა­ხე... პა­რი­ზის "დის­ნე­ი­ლენ­დი" არის ად­გი­ლი, სა­დაც თავს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. ეს არის ულა­მა­ზე­სი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა ზღაპ­რის გმირს შეხ­ვდე­ბა. ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რე­ბი არი­ან. ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე დის­ნე­ის თე­მა­ტი­კი­თაა შე­ფუ­თუ­ლი. იქ შე­მიძ­ლია, წლე­ბი გავ­ჩერ­დე.

წელ­საც ვი­ყა­ვი პა­რი­ზის "დის­ნე­ი­ლენდში", სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ჩემი ფი­ნან­სე­ბით მო­ვა­ხერ­ხე. კი­დევ ვა­პი­რებ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წას­ვლას.

- აქ­ტი­უ­რი "ტი­კტო­კე­რი“ ხარ, მოგ­ვი­ყე­ვი ამის შე­სა­ხებ, რო­გორ შე­მო­ვი­და ეს პლატ­ფორ­მა შენს ცხოვ­რე­ბა­ში და რა ად­გილს იკა­ვებს დღეს?

- "ტი­კტოკს“ თა­ვი­დან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ ვი­აზ­რებ­დი, რომ თუ კარ­გად წა­ვი­დო­და საქ­მე, ადრე თუ გვი­ან ამას სე­რი­ო­ზულ ფორ­მას მივ­ცემ­დი. 10-12 წლის ასაკ­ში მქონ­და ჩემი "იუ­თუბ“ გვერ­დი, სა­დაც ვი­ღებ­დი გა­სარ­თობ კონ­ტენტს და იქი­და­ნაც იყო გარ­კვე­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. "ტი­კტო­კე­რო­ბა“ კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყე, პირ­ვე­ლი­ვე ვი­დე­ოს 100.000-მდე ნახ­ვა ჰქონ­და. მერე მო­მე­ცა სტი­მუ­ლი და გა­ვაგ­რძე­ლე. სა­ხა­ლი­სო კონ­ტენტს ვი­ღებ­დი, - ეს იყო ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პა­რო­დი­ე­ბი. ასე­ვე მქონ­და ჩემი პი­რა­დი კონ­ტენ­ტი, თით­ქოს­და მათ მე ვუ­ღებ­დი, მერე მონ­ტაჟ­დე­ბო­და და საკ­მა­ოდ კარ­გი ნახ­ვა ჰქონ­და. ექ­სპრომ­ტად გა­და­ვი­ღე ბე­ბი­აც, როცა ის ია­ტაკს გვი­და. მე კი მა­გი­და­ზე ავე­დი და ცეკ­ვა და­ვი­წყე, ვი­დე­ო­ში ბე­ბი­ას გა­ო­ცე­ბუ­ლი რე­აქ­ცია და­ფიქ­სირ­და. მოკ­ლედ, ამას მოჰ­ყვა ექ­სპრომ­ტი ვი­დე­ო­ე­ბის სე­რია. ახლა შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის უკვე სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი. ვთა­ნამ­შრომ­ლობ, ასო­ბით კომ­პა­ნი­ას­თან, მაქვს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ამ სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ მე, ბე­ბია და ჩემი და.

- ე.ი. ინფლუ­ენ­სე­რი ხარ...

- ბევ­რს ჰგო­ნია, რომ იყო ინფლუ­ენ­სე­რი, არის მარ­ტი­ვი საქ­მე. რო­დე­საც სხვა ადა­მი­ან­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენ, საკ­მა­ოდ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაქვს. ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, რუ­ტი­ნუ­ლად უზი­ა­რო აუ­დი­ტო­რი­ას ხა­რის­ხი­ა­ნი კონ­ტენ­ტი, როცა ბიზ­ნეს-შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბია, ამას სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა უყუ­რო. ჯამ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხეს იღებს და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- მსა­ხი­ო­ბო­ბის ინ­ტე­რე­სი რო­გორ გა­გიჩ­ნდა?

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემ­თვის პრო­ფე­სი­აა, რო­მელ­საც აქვს სა­არ­სე­ბო მნიშ­ვნე­ლო­ბა. რო­დე­საც ჩემი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ, თავს სრულ­ფა­სო­ვან ადა­მი­ა­ნად ვგრძნობ. და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლი­დან გა­დავ­წყვი­ტე, რომ ვიყო მსა­ხი­ო­ბი. ყო­ველ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს, ბაღ­ში გარ­კვე­უ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი რომ იდ­გმე­ბო­და, სხვა ბავ­შვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი და ვი­ღებ­დი იმ ყვე­ლა­ფერს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი.

ახლა 17 წლის ვარ, პრო­ფე­სია არ­ჩე­უ­ლი მაქვს და ვა­ბა­რებ კინო-სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე. 10 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი კინო-სე­რი­ა­ლე­ბის კას­ტინ­გში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში 90% სამ­წუ­ხა­როდ კრა­ხით დას­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­ტი­ვა­ცია არ და­მი­კარ­გავს, რად­გან დღე­საც დიდი შე­მარ­თე­ბით ვარ და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი.

- ისე, დის­ნე­ის პროგ­რა­მი­დან მოწ­ვე­ვაც მი­ი­ღე, გა­მოც­და გაქვს იქაც ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი?

- ასე ხმა­მაღ­ლა ვერ ვი­ტყვი, რომ მოვხდი, დის­ნეი "ქო­ლე­ჯპ­როგ­რამ­ში“, რად­გან არ­სე­ბობს ეტა­პე­ბი სხვა­დას­ხვა ტი­პის დაბ­რკო­ლე­ბე­ბი. ვფიქ­რობ, უნდა გა­ვუმკლავ­დე, რად­გან ბევ­რს ვმუ­შა­ობ და სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მარ­თე­ბით ვარ.

- ახალ ქარ­თულ სე­რი­ალ­ში "ცვა­ლე­ბად ნიშ­ნებ­ში“ თა­მა­შობ. რო­გორ მოხ­ვდი და რა როლი გაქვს?

- ახა­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი "ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბი“ ჩემი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პია. მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში, ეს კი სრულ­ფა­სო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლია, პერ­სო­ნა­ჟი მათე. მა­თე­სა და შა­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა კი, ჩემი აზ­რით, ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თია სე­რი­ალ­ში.

იშ­ვი­ა­თად ვა­მოწ­მებ ჩემს პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და ერთხე­ლაც მა­ი­კო სი­ხა­რუ­ლი­ძის შე­ტყო­ბი­ნე­ბა დამ­ხვდა. ის სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რია. მთა­ვა­ზობ­დნენ სე­რი­ა­ლის სოცქსე­ლე­ბის მარ­თვას. ამას­თან, მი­ზე­რუ­ლი შან­სიც არ­სე­ბობ­და, რომ სე­რი­ალ­შიც მი­მე­ღო როლი, მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზულ­თან და დიდ პრო­ექტთან მქონ­და შე­ხე­ბა. კას­ტინ­გებს თა­ვად სოსო ბლი­ა­ძეს­თან გავ­დი­ო­დი, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სო­რია. 10-15 დღე­ში მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რომ ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დნენ და იმ­დე­ნად, რომ გა­და­წყვი­ტეს სრუ­ლი­ად ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი შე­ექ­მნათ, მათე, რო­მე­ლიც შა­კოს ასის­ტენ­ტი იქ­ნე­ბო­და. მომ­წონს მათე და მის ტყავ­ში ყოფ­ნა, მა­ყუ­რე­ბე­ლი მალე გა­ეც­ნო­ბა მას. მა­თეს და შა­კოს სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გა­დახ­დე­ბათ. ცხა­დია, სე­რი­ალ­ში უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ხდე­ბა კი­დევ.

სოსო ბლი­ა­ძე - რე­ჟი­სო­რი კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა, ნი­ჭი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მას­თან მუ­შა­ო­ბა კა­რი­ე­რუ­ლად მზრდის, ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ. ტაში მინ­და და­ვუკ­რა სცე­ნა­რის­ტებ­საც. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს, შა­კოს როლს სან­დრო სამ­ხა­რა­ძე თა­მა­შობს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ. სა­ო­ცა­რი პარტნი­ო­რია, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, დახ­ვე­წი­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბით.

- რა რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა შე­გიძ­ლია თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის?

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოთ წრფე­ლე­ბი, არა "ფე­ი­კი“ ადა­მი­ა­ნე­ბი. უნდა შექ­მნათ სა­ინ­ტე­რე­სო ორი­გი­ნა­ლუ­რი კონ­ტენ­ტი, არ უნდა იყოს პლა­გი­ა­ტი. შე­დე­გად ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლა­ფე­რი მოვა და ყვე­ლა­ფერს უნდა მის­ცეთ სე­რი­ო­ზუ­ლი სახე, პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ი­ნა­ხოთ. საქ­მე ხა­რის­ხი­ა­ნად უნდა აკე­თოთ და გიყ­ვარ­დეთ. მე ინფლუ­ენ­სე­რო­ბა პრო­ფე­სი­ად მი­მაჩ­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ინფლუენსერი" და "დისნეის" ფიგურების კოლექციონერი, რომელიც მაყურებელმა ახალი სერიალით გაიცნო - ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც გინესის რეკორდის დამყარებას აპირებს

"ინფლუენსერი" და "დისნეის" ფიგურების კოლექციონერი, რომელიც მაყურებელმა ახალი სერიალით გაიცნო - ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც გინესის რეკორდის დამყარებას აპირებს

მისი სამომავლო გეგმები მთლიანად სამსახიობო კარიერას უკავშირდება. საერთაშორისო გამოცდისთვის ვემზადებიო. იმედი აქვს, რომ სირთულეებს დაძლევს და მოხვდება სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ამერიკაში ან ირლანდიაში, რადგანაც ამ ორ ქვეყანას განიხილავს.

საუბარია 17 წლის ტიკტოკერ“ ნიკა ღელაღუტაშვილზე, რომლის ახლოს გაცნობასაც ახლა ვაპირებთ. ნიკა აქტიური და მრავალმხრივი ადამიანია. ყველაფერთან ერთად, საინტერესო კოლექციის პატრონიცაა, დისნეის გმირების ფიგურებს აგროვებს და გარკვეულ რაოდენობას თავს რომ მოუყრის, გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს.

- ნიკა, როგორ დაიწყო შენი ამ ფიგურებით გატაცება?

- ადრეული ასაკიდან ძალიან მიტაცებდა დისნეის სხვადასხვა ანიმაცია. მინდოდა, რომ მათთან ახლო შეხება მქონოდა. მაშინვე გავიაზრე, რომ ამისთვის საუკეთესო გამოსავალი "დისნეილენდში" წასვლა იქნებოდა, მაგრამ ძვირი სიამოვნება იყო და ამიტომ ხელმისაწვდომის ძიება დავიწყე...

ჩემი საყვარელი ანიმაცია, რომელიც ძალიან მომწონდა, "ალისა საოცრებათა ქვეყანაშია", მაგრამ ალისას და სხვა პერსონაჟების ფიგურები საქართველოში იმ დროისთვის არ იშოვებოდა. მერე ჩემმა ოჯახმა ჩემთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა. ამერიკიდან ასეთი ფიგურების ნაკრები გამომიწერეს. ნაკრები რომ ჩამოვიდა, უბედნიერესი ვიყავი. დღესაც მახსოვს ის წამები, როგორ მიყვარდა თითოეული ფიგურა...

თავიდან ოჯახი მეხმარებოდა შეძენაში, მაგრამ დღესდღეობით მაქვს ჩემი შემოსავლის წყარო. ასევე უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადო ქართველ ემიგრანტებს. როდესაც გაიგეს, რომ მსოფლიო გინესის რეკორდისთვის ვიბრძვი, კოლექციისთვის სრულიად უსასყიდლოდ გამომიგზავნეს საჭირო ფიგურები. ჩემი სურვილია, მსოფლიო გინესების რეკორდებში მოვიპოვო პირველი ადგილი. უკვე შევაგროვე 8.000-მდე ფიგურა და გამარჯვებისთვის კიდევ 2000-2500 მჭირდება. აქ საუბარია კონკრეტულ კოლექციაზე და დისნეის კონკრეტულ ფიგურებზე.

- ალბათ თაროზე ჩამწკრივებული ფიგურების დასუფთავებას გარკვეული დრო სჭირდება...

- საკმაოდ აქტუალური კითხვაა. ამას ბევრი მეკითხება. საკმაოდ რთული პროცესია, ყველა ბრენდი თავისებურ გაწმენდას მოითხოვს. არსებობს სპეციალური ფუნჯები, ხსნარები და ეს პროცესი შეიძლება ერთი თვეც გაგრძელდეს. შრომატევადი საქმეა, რომელშიც ჩართულია მთელი ჩემი ოჯახი - ბებია, დედა, მამა და და ერთობლივი ძალებით ვუმკლავდებით...

- როგორც ვიცი, პარიზის "დისნეილენდში" იყავი და ოცნებაც აიხდინე. როგორი იყო შენი ემოციები იქ?

- 13 წლის ვიყავი ეს ოცნება რომ ამიხდა. ოჯახის სიურპრიზი იყო. მამამ მითხრა, რომ ჩემთვის საჩუქარი ჰქონდა. გული მიგრძნობდა, რომ "დისნეილენდის" საგზური უნდა ყოფილიყო. ჰოდა, წიგნი რომ მომაწოდა, გადავშალე და ავიაბილეთები დავინახე... პარიზის "დისნეილენდი" არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ეს არის ულამაზესი ტერიტორია, სადაც ადამიანი სხვადასხვა ზღაპრის გმირს შეხვდება. ძალიან რეალურები არიან. ატრაქციონები და ყველაფერი თავიდან ბოლომდე დისნეის თემატიკითაა შეფუთული. იქ შემიძლია, წლები გავჩერდე.

წელსაც ვიყავი პარიზის "დისნეილენდში", სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი ფინანსებით მოვახერხე. კიდევ ვაპირებ დაბადების დღეზე წასვლას.

- აქტიური "ტიკტოკერი“ ხარ, მოგვიყევი ამის შესახებ, როგორ შემოვიდა ეს პლატფორმა შენს ცხოვრებაში და რა ადგილს იკავებს დღეს?

- "ტიკტოკს“ თავიდან არასერიოზულად ვუყურებდი, მაგრამ ვიაზრებდი, რომ თუ კარგად წავიდოდა საქმე, ადრე თუ გვიან ამას სერიოზულ ფორმას მივცემდი. 10-12 წლის ასაკში მქონდა ჩემი "იუთუბ“ გვერდი, სადაც ვიღებდი გასართობ კონტენტს და იქიდანაც იყო გარკვეული შემოსავალი. "ტიკტოკერობა“ კარანტინის პერიოდში დავიწყე, პირველივე ვიდეოს 100.000-მდე ნახვა ჰქონდა. მერე მომეცა სტიმული და გავაგრძელე. სახალისო კონტენტს ვიღებდი, - ეს იყო ცნობილი ადამიანების პაროდიები. ასევე მქონდა ჩემი პირადი კონტენტი, თითქოსდა მათ მე ვუღებდი, მერე მონტაჟდებოდა და საკმაოდ კარგი ნახვა ჰქონდა. ექსპრომტად გადავიღე ბებიაც, როცა ის იატაკს გვიდა. მე კი მაგიდაზე ავედი და ცეკვა დავიწყე, ვიდეოში ბებიას გაოცებული რეაქცია დაფიქსირდა. მოკლედ, ამას მოჰყვა ექსპრომტი ვიდეოების სერია. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის უკვე საოჯახო ბიზნესი. ვთანამშრომლობ, ასობით კომპანიასთან, მაქვს წარმატებული ხელშეკრულებები. ამ საოჯახო ბიზნესში ჩართულები ვართ მე, ბებია და ჩემი და.

- ე.ი. ინფლუენსერი ხარ...

- ბევრს ჰგონია, რომ იყო ინფლუენსერი, არის მარტივი საქმე. როდესაც სხვა ადამიანზე გავლენას ახდენ, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. ასევე ვალდებული ხარ, რუტინულად უზიარო აუდიტორიას ხარისხიანი კონტენტი, როცა ბიზნეს-შემოთავაზებებია, ამას სერიოზულად უნდა უყურო. ჯამში ეს ყველაფერი საინტერესო სახეს იღებს და გარკვეული სახის სირთულეებთან არის დაკავშირებული.

- მსახიობობის ინტერესი როგორ გაგიჩნდა?

- მსახიობობა ჩემთვის პროფესიაა, რომელსაც აქვს საარსებო მნიშვნელობა. როდესაც ჩემი პროფესიით ვმუშაობ, თავს სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ. დაახლოებით 5 წლიდან გადავწყვიტე, რომ ვიყო მსახიობი. ყოველთვის სერიოზულად ვუყურებდი ამ ყველაფერს, ბაღში გარკვეული სპექტაკლები რომ იდგმებოდა, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მე უფრო სერიოზულად ვუყურებდი და ვიღებდი იმ ყველაფერს. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

ახლა 17 წლის ვარ, პროფესია არჩეული მაქვს და ვაბარებ კინო-სამსახიობო ფაკულტეტზე. 10 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ქართული კინო-სერიალების კასტინგში, მაგრამ საქართველოში 90% სამწუხაროდ კრახით დასრულდა. მიუხედავად ამისა, მოტივაცია არ დამიკარგავს, რადგან დღესაც დიდი შემართებით ვარ და საერთაშორისო გამოცდებისთვის ვემზადები.

- ისე, დისნეის პროგრამიდან მოწვევაც მიიღე, გამოცდა გაქვს იქაც ჩასაბარებელი?

- ასე ხმამაღლა ვერ ვიტყვი, რომ მოვხდი, დისნეი "ქოლეჯპროგრამში“, რადგან არსებობს ეტაპები სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებები. ვფიქრობ, უნდა გავუმკლავდე, რადგან ბევრს ვმუშაობ და სერიოზული შემართებით ვარ.

- ახალ ქართულ სერიალში "ცვალებად ნიშნებში“ თამაშობ. როგორ მოხვდი და რა როლი გაქვს?

- ახალი ქართული სერიალი "ცვალებადი ნიშნები“ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია. მიმიღია მონაწილეობა მასობრივ სცენებში, ეს კი სრულფასოვანი, საინტერესო როლია, პერსონაჟი მათე. მათესა და შაკოს ურთიერთობა კი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთია სერიალში.

იშვიათად ვამოწმებ ჩემს პირად შეტყობინებებს და ერთხელაც მაიკო სიხარულიძის შეტყობინება დამხვდა. ის სერიალის ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერია. მთავაზობდნენ სერიალის სოცქსელების მართვას. ამასთან, მიზერული შანსიც არსებობდა, რომ სერიალშიც მიმეღო როლი, მალევე მივხვდი, რომ რაღაც სერიოზულთან და დიდ პროექტთან მქონდა შეხება. კასტინგებს თავად სოსო ბლიაძესთან გავდიოდი, რომელიც სერიალის რეჟისორია. 10-15 დღეში მივიღე პასუხი, რომ ჩემით დაინტერესდნენ და იმდენად, რომ გადაწყვიტეს სრულიად ახალი პერსონაჟი შეექმნათ, მათე, რომელიც შაკოს ასისტენტი იქნებოდა. მომწონს მათე და მის ტყავში ყოფნა, მაყურებელი მალე გაეცნობა მას. მათეს და შაკოს საინტერესო თავგადასავლები გადახდებათ. ცხადია, სერიალში უამრავი საინტერესო რამ ხდება კიდევ.

სოსო ბლიაძე - რეჟისორი კარგი პიროვნებაა, ნიჭიერი, წარმატებული, მასთან მუშაობა კარიერულად მზრდის, ბევრ რამეს ვსწავლობ. ტაში მინდა დავუკრა სცენარისტებსაც. ბევრი საინტერესო მსახიობი მონაწილეობს, შაკოს როლს სანდრო სამხარაძე თამაშობს, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. საოცარი პარტნიორია, ძალიან კომფორტული, ნიჭიერი, დახვეწილი სამსახიობო მონაცემებით.

- რა რჩევების მიცემა შეგიძლია თანატოლებისთვის?

- აუცილებლად უნდა იყოთ წრფელები, არა "ფეიკი“ ადამიანები. უნდა შექმნათ საინტერესო ორიგინალური კონტენტი, არ უნდა იყოს პლაგიატი. შედეგად ადრე თუ გვიან, ყველაფერი მოვა და ყველაფერს უნდა მისცეთ სერიოზული სახე, პოტენციალი დაინახოთ. საქმე ხარისხიანად უნდა აკეთოთ და გიყვარდეთ. მე ინფლუენსერობა პროფესიად მიმაჩნია.