მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ... პროცესი კულუარული თამაშებით მიმდინარეობს" - ვის და რატომ შეიძლება აწყობდეს ომის გახანგრძლივება და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგზე
"ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ... პროცესი კულუარული თამაშებით მიმდინარეობს" - ვის და რატომ შეიძლება აწყობდეს ომის გახანგრძლივება და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგზე

"გა­დამ­წყვეტ უპი­რა­ტე­სო­ბას ვერც ერთი მხა­რე ვერ აღ­წევს, პრო­ცე­სი მდო­რედ, კუ­ლუ­ა­რუ­ლი თა­მა­შე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვი­ღა­ცებს ომის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა აწყობთ" - ასე აფა­სებს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის ხაზ­ზე დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მა­მუ­კა არე­ში­ძე და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მსგავ­სი რამ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ არ მომ­ხდა­რა. ვის და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა აწყობ­დეს ომის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა და რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ეს პრო­ცე­სი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის დღის წეს­რიგ­ზე, ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა არე­ში­ძე ვრცლად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სამ­წუ­ხა­როდ, გარ­კვე­უ­ლი პა­რი­ტე­ტი შე­იქ­მნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნას და­სავ­ლე­თი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ია­რაღს აწ­ვდის (თუმ­ცა არის უხა­რის­ხო ია­რა­ღის გა­და­ცე­მის ფაქ­ტე­ბი, სამ­ხრეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან), ეს ია­რა­ღი არაა საკ­მა­რი­სი. უკ­რა­ი­ნას აკ­ლია ავი­ა­ცია. არა­და, ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ტაქ­ტი­კურ ავი­ა­ცი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკ­რა­ი­ნას ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. ლო­კა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლია და აქვს კი­დეც, მა­გა­ლი­თად, ზა­პო­რო­ჟი­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, ამით რა­ი­მე გა­დამ­წყვე­ტის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამ ომის გაგ­რძე­ლე­ბა რუ­სეთ­საც აწყობს და უკ­რა­ი­ნის უკან მდგომ ძა­ლებ­საც.

- რუ­სეთს რა­ტომ უნდა აწყობ­დეს?

- რუ­სე­თი ომს ვერ იგებს. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა თა­ვად რუსი ექ­სპერ­ტე­ბის­თვი­საც კი გა­უ­გე­ბა­რია. მა­გა­ლი­თად, არა­ნა­ირ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა ის ფაქ­ტი, რომ რუ­სე­თი ბომ­ბავს მშვი­დო­ბი­ან უკ­რა­ი­ნელ მო­სახ­ლე­ო­ბას, მაგ­რამ არ ბომ­ბავს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხებს - რკი­ნიგ­ზის ხა­ზე­ბი, ხი­დე­ბი... არ ნად­გურ­დე­ბა ის გზე­ბი, სა­ი­და­ნაც და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღი შე­მო­დის და ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი შე­მოჰ­ყავთ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სულ პრე­სა­ში და­ის­ვა ასე­თი კი­თხვა - რა­ტომ არ იბომ­ბე­ბა კი­ე­ვის აე­რო­პორ­ტი, სა­ი­და­ნაც სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­მო­დი­ან უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი?! კრემლში ამას იმით ხსნი­ან, რომ ეს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, შე­ტე­ვის დროს ჩვენ­ვე დაგ­ვჭირ­დე­ბაო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს მხო­ლოდ თა­ვის მარ­თლე­ბაა, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ასე­თი რამ უკვე გა­მო­რი­ცხუ­ლია. ადრე ნამ­დვი­ლად ფიქ­რობ­დნენ უკ­რა­ი­ნის დიდი ნა­წი­ლის და­კა­ვე­ბას, მაგ­რამ ახლა იმას­ღა ცდი­ლო­ბენ, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. ახლა თა­ვად მოს­კოვ­შიც ძა­ლი­ან რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, რუსი ლი­დე­რე­ბი პრი­გო­ჟი­ნის ჯან­ყის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრის პრო­ცეს­ში არი­ან. არა­ერ­თი გე­ნე­რა­ლია გამ­ქრა­ლი, მათ შო­რის - სუ­რო­ვი­კი­ნიც. კაც­მა არ იცის, სად არი­ან. ერ­თობ არა­ჯან­სა­ღი პრო­ცე­სია ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში, ერ­თმა­ნეთ­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ... ქა­ო­სუ­რი ვი­თა­რე­ბაა პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­შიც. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ში­და­საქ­მე­ე­ბის და­ლა­გე­ბა და ფრონ­ტის ხაზ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა აწყობს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს, გა­დამ­წყვე­ტი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ შე­უძ­ლია. სხვა­თა შო­რის, ასე­თი ჩი­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს. რე­მარ­კმა და­წე­რა კი­დეც ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი - "და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია". მა­ში­ნაც, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, გრძელ­დე­ბო­და პო­ზი­ცი­უ­რი ომი. მარ­თა­ლია, ახლა ტი­პუ­რი პო­ზი­ცი­უ­რი ომი არ არის, მაგ­რამ გა­დამ­წყვეტ უპი­რა­ტე­სო­ბას ვერც ერთი მხა­რე ვერ აღ­წევს, პრო­ცე­სი მდო­რედ, კუ­ლუ­ა­რუ­ლი თა­მა­შე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის აღ­წე­რა, მაგ­რამ ბევ­რი რამ არის ისე­თი, რაც ეჭვს ბა­დებს, რომ ვი­ღა­ცას ომის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რე­გი­ო­ნის დღის წეს­რიგს სწო­რედ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის ხაზი გა­ნა­პი­რო­ბებს, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ტი­პის თა­მა­შის წე­სებს კარ­ნა­ხობს ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს და ვინ რა სტრა­ტე­გი­ას ირ­ჩევს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბი­სას?

- სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვის თვალ­საზ­რი­სით, ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ვერც ერთი ქვე­ყა­ნა ვერ და­იკ­ვეხ­ნის. ერ­თა­დერ­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მეტ-ნაკ­ლე­ბად არ­თმევს თავს ამ რთულ მო­ცე­მუ­ლო­ბას. ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ურ­თუ­ლე­სია, თით­ქმის ყვე­ლა ტაქ­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი ახლო მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თიც. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად შე­ფას­დეს რუ­სე­თის მიერ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სომ­ხეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა. რუსი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი ახლა ამ­ბო­ბენ, რომ ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფა იყო ის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა კავ­კა­სი­ა­ში გა­ა­ტა­რა, რომ ეს დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა მათ­თვის. მათი აზ­რით, სა­ჭი­როა, ამ პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა. დღეს ბევ­რი რამ ამო­ტივ­ტივ­და ზე­და­პირ­ზე. მოს­კოვ­ში უკვე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ რუ­სეთ­მა სომ­ხე­თი გა­ყი­და. სომ­ხე­თი და რუ­სე­თი მხო­ლოდ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ("ოდე­კა­ბეს") ფორ­მატ­ში კი არ თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, ცალ­კე სხვა დო­კუ­მენ­ტიც ჰქონ­დათ, 1997 წელს ხელ­მო­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბას სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში. დღეს რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად აკ­რი­ტი­კე­ბენ კავ­კა­სი­ა­ში და, ზო­გა­დად, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში გა­ტა­რე­ბულ არა­ე­ფექ­ტი­ან პო­ლი­ტი­კას. ამ ქა­ო­სურ ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია სწო­რი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა და სწო­რად მა­ნევ­რი­რე­ბა. დღეს სი­ტუ­ა­ცი­ის ზე­და­პი­რუ­ლი შე­ფა­სე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზია სა­ჭი­რო. მოს­კოვ­ში აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ მათი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი და უვარ­გი­სი, სა­ქარ­თვე­ლოს­თან არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბის გამო - მათი თქმით, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის და­კა­ვე­ბის გამო და­კარ­გეს პლაც­დარ­მი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, რომ თურ­ქეთს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, ერთი მხრივ, გას­წო­რე­ბოდ­ნენ სომ­ხებს და, მე­ო­რე მხრივ, სომ­ხე­ბი გა­ეყ­ვა­ნათ რუ­სე­თის ორ­ბი­ტი­დან და რუ­სე­თის გავ­ლე­ნე­ბი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მი­ნი­მუ­მამ­დე და­სუ­ლი­ყო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვატო
9

მამუკა, რატომ აღარ იძებნება ინტერნეტში თქვენი „კავკასიური აქცენტები"? ინტერესით ვუსმენდი ობიექტურ და კომპეტენტურ ანალიზს.

ბადრი
22

არ მიაწოდონ იარაღი უკრაინას ამერიკამ და დასავლეთმა და ომი ერთ კვირაში დამთავრდება. ე.ი. ვის არ აწყობს ომის დამთავრება? მიზეზიც იოლი მისახვედრია, სამხედრო სამრეწველო კორპორაციებს არ აწყობთ. 

ავტორი:

"ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ... პროცესი კულუარული თამაშებით მიმდინარეობს" - ვის და რატომ შეიძლება აწყობდეს ომის გახანგრძლივება და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგზე

"ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ... პროცესი კულუარული თამაშებით მიმდინარეობს" - ვის და რატომ შეიძლება აწყობდეს ომის გახანგრძლივება და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგზე

"გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს, პროცესი მდორედ, კულუარული თამაშებით მიმდინარეობს, ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ" - ასე აფასებს რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე დღეს არსებულ ვითარებას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე და ირწმუნება, რომ მსგავსი რამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ვის და რატომ შეიძლება აწყობდეს ომის გაჭიანურება და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგზე, ამის შესახებ მამუკა არეშიძე ვრცლად გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, გარკვეული პარიტეტი შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას დასავლეთი მაღალი ხარისხის იარაღს აწვდის (თუმცა არის უხარისხო იარაღის გადაცემის ფაქტები, სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან), ეს იარაღი არაა საკმარისი. უკრაინას აკლია ავიაცია. არადა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ტაქტიკურ ავიაციას. აქედან გამომდინარე, უკრაინას ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების დაწყების საშუალება არ აქვს. ლოკალური წარმატებების მიღწევა შეუძლია და აქვს კიდეც, მაგალითად, ზაპოროჟიეს მიმართულებით. თუმცა, ამით რაიმე გადამწყვეტის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ომის გაგრძელება რუსეთსაც აწყობს და უკრაინის უკან მდგომ ძალებსაც.

- რუსეთს რატომ უნდა აწყობდეს?

- რუსეთი ომს ვერ იგებს. რუსეთის ხელისუფლების მოქმედება თავად რუსი ექსპერტებისთვისაც კი გაუგებარია. მაგალითად, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ის ფაქტი, რომ რუსეთი ბომბავს მშვიდობიან უკრაინელ მოსახლეობას, მაგრამ არ ბომბავს საკომუნიკაციო არხებს - რკინიგზის ხაზები, ხიდები... არ ნადგურდება ის გზები, საიდანაც დასავლური იარაღი შემოდის და ინსტრუქტორები შემოჰყავთ. რამდენიმე დღის წინ რუსულ პრესაში დაისვა ასეთი კითხვა - რატომ არ იბომბება კიევის აეროპორტი, საიდანაც სისტემატურად ჩამოდიან უცხოელი სტუმრები?! კრემლში ამას იმით ხსნიან, რომ ეს საკომუნიკაციო საშუალებები, შეტევის დროს ჩვენვე დაგვჭირდებაო. სინამდვილეში, ეს მხოლოდ თავის მართლებაა, ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი რამ უკვე გამორიცხულია. ადრე ნამდვილად ფიქრობდნენ უკრაინის დიდი ნაწილის დაკავებას, მაგრამ ახლა იმასღა ცდილობენ, აღმოსავლეთ უკრაინა მაინც შეინარჩუნონ. ახლა თავად მოსკოვშიც ძალიან რთული ვითარებაა, რუსი ლიდერები პრიგოჟინის ჯანყის შედეგების აღმოფხვრის პროცესში არიან. არაერთი გენერალია გამქრალი, მათ შორის - სუროვიკინიც. კაცმა არ იცის, სად არიან. ერთობ არაჯანსაღი პროცესია ძალოვან სტრუქტურებში, ერთმანეთზე ეჭვიანობენ... ქაოსური ვითარებაა პოლიტიკურ ელიტაშიც. შესაბამისად, ახლა რუსეთის ხელისუფლებას შიდასაქმეების დალაგება და ფრონტის ხაზზე სიტუაციის შენარჩუნება აწყობს, ამ მდგომარეობაში მყოფს, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ნამდვილად არ შეუძლია. სხვათა შორის, ასეთი ჩიხური სიტუაცია იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. რემარკმა დაწერა კიდეც ცნობილი რომანი - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია". მაშინაც, დიდი ხნის განმავლობაში, გრძელდებოდა პოზიციური ომი. მართალია, ახლა ტიპური პოზიციური ომი არ არის, მაგრამ გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს, პროცესი მდორედ, კულუარული თამაშებით მიმდინარეობს. ძალიან რთულია ამის აღწერა, მაგრამ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ეჭვს ბადებს, რომ ვიღაცას ომის გაჭიანურება სჭირდება.

- იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონის დღის წესრიგს სწორედ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზი განაპირობებს, საინტერესოა, რა ტიპის თამაშის წესებს კარნახობს ეს მოცემულობა რეგიონის ქვეყნებს და ვინ რა სტრატეგიას ირჩევს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებისას?

- სტრატეგიული დაგეგმვის თვალსაზრისით, ჩვენი რეგიონის ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ერთადერთი, აზერბაიჯანი მეტ-ნაკლებად ართმევს თავს ამ რთულ მოცემულობას. ვითარება იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება ურთულესია, თითქმის ყველა ტაქტიკური ნაბიჯის გადადგმაზეა ორიენტირებული, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ახლო მეზობელი სომხეთიც. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს რუსეთის მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთში გატარებული პოლიტიკა. რუსი კონსერვატორები ახლა ამბობენ, რომ ნამდვილი კატასტროფა იყო ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთმა კავკასიაში გაატარა, რომ ეს დამღუპველი აღმოჩნდა მათთვის. მათი აზრით, საჭიროა, ამ პოლიტიკის შეცვლა. დღეს ბევრი რამ ამოტივტივდა ზედაპირზე. მოსკოვში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ რუსეთმა სომხეთი გაყიდა. სომხეთი და რუსეთი მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების ("ოდეკაბეს") ფორმატში კი არ თანამშრომლობდნენ, ცალკე სხვა დოკუმენტიც ჰქონდათ, 1997 წელს ხელმოწერილი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდახმარებას სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. დღეს რუსი ოპოზიციონერები სერიოზულად აკრიტიკებენ კავკასიაში და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში გატარებულ არაეფექტიან პოლიტიკას. ამ ქაოსურ ვითარებაში ძალიან რთულია სწორი აქცენტის გაკეთება და სწორად მანევრირება. დღეს სიტუაციის ზედაპირული შეფასება არ შეიძლება, სიღრმისეული ანალიზია საჭირო. მოსკოვში აქტიურად ლაპარაკობენ, რომ მათი პოლიტიკა საქართველოში იყო არაპროდუქტიული და უვარგისი, საქართველოსთან არასწორი მიდგომების გამო - მათი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის დაკავების გამო დაკარგეს პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში, რომ თურქეთს საშუალება მისცეს, ერთი მხრივ, გასწორებოდნენ სომხებს და, მეორე მხრივ, სომხები გაეყვანათ რუსეთის ორბიტიდან და რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში მინიმუმამდე დასულიყო. განაგრძეთ კითხვა