ავტორი:

ლიტერატურული ტერნეს ფარგლებში, ბესტსელერი წიგნების ავტორები თათული ღვინიანიძე და ირაკლი არიშვილი ამჯერად მკითხველს ზუგდიდში შეხვდებიან

ლიტერატურული ტერნეს ფარგლებში, ბესტსელერი წიგნების ავტორები თათული ღვინიანიძე და ირაკლი არიშვილი ამჯერად მკითხველს ზუგდიდში შეხვდებიან

22 ივლისს „დიდი ლიტერატურული ტურნეს“ ფარგლებში თათული ღვინიანიძე და ირაკლი არიშვილი მკითხველებს ქალაქ ზუგდიდში შეხვდებიან. „დიდი ლიტერატურული ტურნე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ქართველი ავტორები მკითხველს ხვდებიან არაფორმალურ გარემოში და მათთან საუბრის, შეკითხვებზე პასუხის, ფოტოების გადაღებისა და ავტოგრაფების დარიგების შესაძლებლობა ეძლევათ.

შეხვედრები სხვადასხვა ავტორის მონაწილეობით უკვე არაერთ ქალაქში ჩატარდა. ზუგდიდს კი ორი ბესტსელერი წიგნის ავტორი თათული ღვინიანიძე და ასევე ბესტსელერი რომანის ავტორი ირაკლი არიშვილი შეხვდებიან.

თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“ და „ერთი კვირა ერთ ოთახში“ ის წიგნებია, რომლებიც დღეს ახალგაზრდებში განსაკუთრებული პოპულარობის სარგებლობს.

„აღიარება ხელისგულზე“ არის ჩემეული პროტესტი 21-ე საუკუნის მიმართ და იმ მანკიერებათა მიუღებლობა, რომელიც საზოგადოებაში სენივით გავრცელდა. მორალისა და პროფესიის ჭიდილი... კითხვებზე პასუხი: სად გადის ზღვარი პროფესიონალიზმსა და ამორალურობას შორის, როდის ვემსახურებით ჩვენს საქმეს და როდის ვიყენებთ საქმიანობას პირადი ინტერესებისთვის“, - ასე ახასიათებს თათული თავის პირველ რომანს.

„მეორე წიგნს მშობლებს ვუძღვნი, მათ შორის საკუთარსაც. მშობლებსა და შვილებს შორის, ჩვეულებრივ, ძალიან რთული, ჩახლართული ურთიერთობა ყალიბდება. მაშინაც კი, თუ ერთმანეთთან ახლოს არიან, აუცილებლად დგება მომენტი, როცა განხეთქილების ვაშლი ჩამოვარდება, რაც ხშირად იმითაა განპირობებული, რომ მშობელს შვილისთვის ხელის გაშვება უჭირს და მას დამოუკიდებელ პერსონად ვერ აღიქვამს. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი და ცოტა არ იყოს ეგოისტური მიდგომაა. მეორე მხრივ, შვილი ვერ აცნობიერებს, რომ როგორც მეცნიერულად, ასევე ეზოთერიკულად 50%-ით დედაა და 50%-ით მამა; მათი სიმბიოზით რაღაც ინდივიდუალური და დამოუკიდებელი იქმნება, თუმცაღა მაინც ორივე მშობლის „შემცველია“; ამიტომ საკუთარი თავის შესაყვარებლად და მისი სრული პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საჭიროა ორივე მხარე მიიღოს, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით“, - ეს თათული მეორე რომანია.

რაც შეეხება ირაკლი არიშვილის, ის კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულია. მისი სადებიუტო რომანი „დასაწყისის დასასრული“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც ერთ ჩვეულებრივ დღეს, დილით აღმოაჩენს, რომ გამქრალია და ვეღარავინ ხედავს. მთავარი გმირი იწყებს პასუხების ძიებას და ამ პროცესში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა გადახდება თავს.

ზუგდიდში მკითხველთან შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში გაიმართება. მკითხველების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, ის 12:00 საათზე დაიწყება და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრაზე დიდი ფასდაკლებით გაყიდება ავტორების წიგნებიც.

R