საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"77 წლის ვარ და დაახლოებით 40 წელია ზარს ვამბობ, წინაპრებმა მასწავლეს..." - რას ჰყვება სვანურ ზარზე ელმასორ ცალანი?
"77 წლის ვარ და დაახლოებით 40 წელია ზარს ვამბობ, წინაპრებმა მასწავლეს..." -  რას ჰყვება სვანურ ზარზე ელმასორ ცალანი?

სვა­ნუ­რი ზარი სამ­გლო­ვი­ა­რო გუნ­დუ­რი სიმ­ღე­რა - მოთ­ქმაა (კა­ცე­ბის და­ტი­რე­ბა), რო­მე­ლიც სვა­ნე­თის ეთ­ნოგ­რა­ფი­ის ყო­ფამ დღემ­დე სა­ხე­უც­ვლე­ლად შე­მო­ი­ნა­ხა. მომ­ღე­რალ­თა გუნ­დი ზარს დაკ­რძალ­ვის დღეს ოჯახ­ში, შემ­დეგ სა­საფ­ლა­ო­ზე ას­რუ­ლებს.

ვი­ნა­ი­დან სვა­ნუ­რი ზა­რის ტრა­დი­ცი­ას გაქ­რო­ბის საფრ­თხე და­ე­მუქ­რა, მას არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, რაც მის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.

სვა­ნუ­რი ზარი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და სხვა კუ­თხის სამ­გლო­ვი­ა­რო სიმ­ღე­რე­ბის­გან და ამი­ტო­მაც შე­მორ­ჩა დღემ­დე. გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლე­ბიც სვა­ნე­თის სხვადსხვა თემ­ში ცხოვ­რო­ბენ, მოჰ­ყავთ ზა­რის შემ­სრუ­ლე­ბელ­თა გუნ­დე­ბი.

სვა­ნუ­რი ზა­რის ტრა­დი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ელ­მა­სორ ცა­ლანს, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბე­ჩოს თე­მის სო­ფელ ტვე­ბი­შის მკვიდრს, რო­მე­ლიც თით­ქმის 40 წე­ლია მომ­ღე­რალ­თა გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და თა­ვის ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბას ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­საც გა­დას­ცემს.

ელ­მა­სორ ცა­ლა­ნი:

- სვა­ნე­ბის­თვის ზარს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ძვე­ლად სვა­ნუ­რი წყევ­ლა იყო ასე­თი - უზა­როდ დაკ­რძა­ლუ­ლი­ყა­ვიო, ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. ზარი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და არის მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის. ამ ტრა­დი­ცი­ას გაქ­რო­ბა და­ე­მუქ­რა, იყო ამის სა­შიშ­რო­ე­ბა, მაგ­რამ დი­დე­ბა ღმერ­თს, გა­და­ვარ­ჩი­ნეთ - სვა­ნურ სოფ­ლებ­ში არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც გა­უღ­ვივ­დათ ინ­ტე­რე­სი და ვას­წავ­ლეთ ზარი. ამ საქ­მეს ინ­ტე­რე­სის გარ­და, დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბა. ბე­ჩო­ში უკვე 10-მდე ყმაწ­ვი­ლია, რო­მელ­თაც აქვთ ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნა, მათ სიმ­ღე­რის და­წყე­ბაც შე­უძ­ლი­ათ და აყო­ლაც. ზარს სა­ერ­თოდ ერთი სო­ლის­ტი იწყებს და მას და­ნარ­ჩე­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან, გუნდში 7-8 კა­ცია. ხდე­ბა ისეც, ყვე­ლა არ არის ად­გილ­ზე და ზარს 5-6 კა­ციც ას­რუ­ლებს. მოთ­ქმა სამ­ხმი­ა­ნია და უბა­სოდ არ გა­მო­ვა, ძა­ლი­ან რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. ბალს ზე­მო­უ­რი და ბალ­სქვე­მო­უ­რი ზარი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. მაგ. მუ­ლახ­ში სულ სხვა ტო­ნით ამ­ბო­ბენ ზარს, ჩვენ - სხვა, ზო­გა­დად, ყვე­ლა სოფ­ლის ზარი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა.

ვინ იცის, ზარს რო­დის ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, მას ძა­ლი­ან დიდი ის­ტო­რია აქვს. ჩემი ბა­ბუა 115 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა და მისი ბა­ბუ­აც ამ­ბობ­და ზარს. ჩვე­ნი გუნ­დი ქა­ლე­ბის დაკ­რძალ­ვა­ზეც მი­დი­ან და მა­მა­კა­ცე­ბი­საც, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად ით­ქმის ზარი. გას­ვე­ნე­ბა­ში, როცა მიც­ვა­ლე­ბულს სახ­ლი­დან ვა­ცი­ლებთ, ზარ­თან ერ­თად სრულ­დე­ბა გა­ლო­ბა - "წმინ­და­იო“. გა­ლო­ბა სულ სხვაა, მას სულ სხვა ტო­ნა­ლო­ბა აქვს. წმინ­და­იო ოჯა­ხი­დან გა­მოს­ვე­ნე­ბის დროს სრულ­დე­ბა, ამ გა­ლო­ბით ვა­ცი­ლებთ სა­საფ­ლა­ომ­დე. მას და ზარს სხვა­დას­ხვა ტექ­სტი აქვს, სა­ერ­თოდ არ ჰგავს ერ­თმა­ნეთს. ზა­რის ტექ­სტი უძ­ვე­ლე­სია, მას სა­ხეც­ვლი­ლე­ბა არ გა­ნუც­დია.

ჩვენს გუნდში ასა­კოვ­ნე­ბიც არი­ან და ახალ­გაზ­რდე­ბიც. ზა­რის მთქმელს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სმე­ნა უნდა ჰქონ­დეს და ხმა, ისე არა­ფე­რი გა­მო­ვა. გარ­და ამი­სა, ის ემო­ცი­უ­რად შეს­რუ­ლე­ბას მო­ი­თხოვს. სიმ­ღე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ზარს სულ სხვა ხმა უნდა - დახ­ვე­წი­ლი, მა­ღა­ლი. ზა­რის თქმა სა­დღაც 15 წუთს გრძელ­დე­ბა. ის ძა­ლი­ან დიდ ემო­ცი­ას და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, ამი­ტო­მაა რთუ­ლი. საკ­მა­რი­სია, ერთი პა­ტა­რა შეც­დო­მა და კონ­ტექ­სტი­დან ვარ­დე­ბი, მას ყვე­ლა ვერ ას­რუ­ლებს.

ტვე­ბიშ­ში და­ვი­ბა­დე, მერე თბი­ლის­ში წა­ვე­დი, ცოტ-ცოტა ვის­წავ­ლე - სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კუ­მი და­ვამ­თავ­რე, მერე შუა აზი­ა­ში გა­მიწ­ვი­ეს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში. ჯარი და­ვას­რუ­ლე და ლენ­ჯე­რე­ლი ქალი მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად. სამი ვაჟ­კა­ცი მყავს, არც ერ­თმა არ მო­ინ­დო­მა ზა­რის სწავ­ლა.

77 წლის ვარ და და­ახ­ლო­ე­ბით 40 წე­ლია ზარს ვამ­ბობ, წი­ნაპ­რებ­მა მას­წავ­ლეს, მათ დაგ­ვი­ტო­ვეს ტრა­დი­ცია. ინი­ცი­ა­ტი­ვა კი იყო მათი, მაგ­რამ მეც მქონ­და ამის სურ­ვი­ლი. მონ­დო­მე­ბა თუ არ გაქვს, მას ვერ ის­წავ­ლი. ზარი ისე­თი სა­თუ­თია, ერთ ად­გი­ლას რამე რომ შეგ­ცდეს, იმის გა­მოს­წო­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია, ვერც გა­მო­ას­წო­რებ. მას მერე ყვე­ლა დაკ­რძალ­ვა­ზე ვყო­ფილ­ვარ არა მარ­ტო სვა­ნე­თის ფარ­გლებ­ში - მი­ვუწ­ვე­ვი­ვართ თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში... რომ არ წახ­ვი­დე, დამ­თავ­რე­ბუ­ლია, უარს ვე­რა­ვის ვე­ტყვი. შემ­ცვლე­ლი უკვე მყავს, ასე რომ, გაგ­რძელ­დე­ბა ეს საქ­მე. ჩვე­ნი დიდი მონ­დო­მე­ბა რომ არა, დღეს ზარი აღარ გვექ­ნე­ბო­და, ვცდი­ლობთ, ეს ტრა­დი­ცია არ და­ვუ­კარ­გოთ ჩვენს კუ­თხეს და თა­ო­ბებს გა­დავ­ცეთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
PIPINIA
60

აუ ზარი არ დავკარგოთ თორე ქართველობას საფრთხე დაემუქრება

დემე
4

სამგლოვიარო რიტუალები ერთერთი ყველაზე უცვლელად სვანეთშია შემორჩენილი.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"77 წლის ვარ და დაახლოებით 40 წელია ზარს ვამბობ, წინაპრებმა მასწავლეს..." - რას ჰყვება სვანურ ზარზე ელმასორ ცალანი?

"77 წლის ვარ და დაახლოებით 40 წელია ზარს ვამბობ, წინაპრებმა მასწავლეს..." -  რას ჰყვება სვანურ ზარზე ელმასორ ცალანი?

სვანური ზარი სამგლოვიარო გუნდური სიმღერა - მოთქმაა (კაცების დატირება), რომელიც სვანეთის ეთნოგრაფიის ყოფამ დღემდე სახეუცვლელად შემოინახა. მომღერალთა გუნდი ზარს დაკრძალვის დღეს ოჯახში, შემდეგ სასაფლაოზე ასრულებს.

ვინაიდან სვანური ზარის ტრადიციას გაქრობის საფრთხე დაემუქრა, მას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც მის იდენტიფიკაციას, ახალგაზრდა თაობისათვის გადაცემასა და საერთაშორისო მასშტაბით მის პოპულარიზაციას გულისხმობს.

სვანური ზარი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა კუთხის სამგლოვიარო სიმღერებისგან და ამიტომაც შემორჩა დღემდე. გარდაცვლილის ნათესავებს, რომლებიც სვანეთის სხვადსხვა თემში ცხოვრობენ, მოჰყავთ ზარის შემსრულებელთა გუნდები.

სვანური ზარის ტრადიციის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის ელმასორ ცალანს, მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემის სოფელ ტვებიშის მკვიდრს, რომელიც თითქმის 40 წელია მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობს და თავის ცოდნა-გამოცდილებას ახალგაზრდა თაობასაც გადასცემს.

ელმასორ ცალანი:

- სვანებისთვის ზარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძველად სვანური წყევლა იყო ასეთი - უზაროდ დაკრძალულიყავიო, ამით ყველაფერია ნათქვამი. ზარი მნიშვნელოვანი იყო და არის მიცვალებულისთვის. ამ ტრადიციას გაქრობა დაემუქრა, იყო ამის საშიშროება, მაგრამ დიდება ღმერთს, გადავარჩინეთ - სვანურ სოფლებში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც გაუღვივდათ ინტერესი და ვასწავლეთ ზარი. ამ საქმეს ინტერესის გარდა, დიდი შრომა სჭირდება. ბეჩოში უკვე 10-მდე ყმაწვილია, რომელთაც აქვთ ზარზე წარმოდგენა, მათ სიმღერის დაწყებაც შეუძლიათ და აყოლაც. ზარს საერთოდ ერთი სოლისტი იწყებს და მას დანარჩენები ჰყვებიან, გუნდში 7-8 კაცია. ხდება ისეც, ყველა არ არის ადგილზე და ზარს 5-6 კაციც ასრულებს. მოთქმა სამხმიანია და უბასოდ არ გამოვა, ძალიან რთული შესასრულებელია. ბალს ზემოური და ბალსქვემოური ზარი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგ. მულახში სულ სხვა ტონით ამბობენ ზარს, ჩვენ - სხვა, ზოგადად, ყველა სოფლის ზარი ერთმანეთისგან განსხვავდება.

ვინ იცის, ზარს როდის ჩაეყარა საფუძველი, მას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ჩემი ბაბუა 115 წლისა გარდაიცვალა და მისი ბაბუაც ამბობდა ზარს. ჩვენი გუნდი ქალების დაკრძალვაზეც მიდიან და მამაკაცებისაც, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე ერთნაირად ითქმის ზარი. გასვენებაში, როცა მიცვალებულს სახლიდან ვაცილებთ, ზართან ერთად სრულდება გალობა - "წმინდაიო“. გალობა სულ სხვაა, მას სულ სხვა ტონალობა აქვს. წმინდაიო ოჯახიდან გამოსვენების დროს სრულდება, ამ გალობით ვაცილებთ სასაფლაომდე. მას და ზარს სხვადასხვა ტექსტი აქვს, საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს. ზარის ტექსტი უძველესია, მას სახეცვლილება არ განუცდია.

ჩვენს გუნდში ასაკოვნებიც არიან და ახალგაზრდებიც. ზარის მთქმელს, რასაკვირველია, სმენა უნდა ჰქონდეს და ხმა, ისე არაფერი გამოვა. გარდა ამისა, ის ემოციურად შესრულებას მოითხოვს. სიმღერისგან განსხვავებით, ზარს სულ სხვა ხმა უნდა - დახვეწილი, მაღალი. ზარის თქმა სადღაც 15 წუთს გრძელდება. ის ძალიან დიდ ემოციას და ენერგიას მოითხოვს, ამიტომაა რთული. საკმარისია, ერთი პატარა შეცდომა და კონტექსტიდან ვარდები, მას ყველა ვერ ასრულებს.

ტვებიშში დავიბადე, მერე თბილისში წავედი, ცოტ-ცოტა ვისწავლე - სამშენებლო ტექნიკუმი დავამთავრე, მერე შუა აზიაში გამიწვიეს სამხედრო სამსახურში. ჯარი დავასრულე და ლენჯერელი ქალი მოვიყვანე ცოლად. სამი ვაჟკაცი მყავს, არც ერთმა არ მოინდომა ზარის სწავლა.

77 წლის ვარ და დაახლოებით 40 წელია ზარს ვამბობ, წინაპრებმა მასწავლეს, მათ დაგვიტოვეს ტრადიცია. ინიციატივა კი იყო მათი, მაგრამ მეც მქონდა ამის სურვილი. მონდომება თუ არ გაქვს, მას ვერ ისწავლი. ზარი ისეთი სათუთია, ერთ ადგილას რამე რომ შეგცდეს, იმის გამოსწორება ძალიან ძნელია, ვერც გამოასწორებ. მას მერე ყველა დაკრძალვაზე ვყოფილვარ არა მარტო სვანეთის ფარგლებში - მივუწვევივართ თბილისში, ქუთაისში, სამეგრელოში... რომ არ წახვიდე, დამთავრებულია, უარს ვერავის ვეტყვი. შემცვლელი უკვე მყავს, ასე რომ, გაგრძელდება ეს საქმე. ჩვენი დიდი მონდომება რომ არა, დღეს ზარი აღარ გვექნებოდა, ვცდილობთ, ეს ტრადიცია არ დავუკარგოთ ჩვენს კუთხეს და თაობებს გადავცეთ.