სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანი, რომელმაც უამრავ განსაცდელს გაუძლო, ახლა სხვების დახმარებას ცდილობს - ჩვენც შეგვიძლია მისი მხარდაჭერა
ადამიანი, რომელმაც უამრავ განსაცდელს გაუძლო, ახლა სხვების დახმარებას ცდილობს -  ჩვენც შეგვიძლია მისი მხარდაჭერა

ცნო­ბილ­მა მწე­რალ­მა მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­ულ­მა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "სა­ბას“ მფლო­ბელ­მა, რო­მე­ლიც ხში­რად "სა­ნ­ა­თას“ ფსევ­დო­ნი­მით წერს და რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ხვა­რამ­ზე­საც კი ვუ­წო­დებთ ხოლ­მე, ფე­ის­ბუკ­ში პოს­ტი-მო­წო­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თვი­საც ერთი სი­ცო­ცხლე, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ცო­ტაა და ხან­მოკ­ლეა. ასეთ ადა­მი­ა­ნებს ღმერ­თი გა­მო­არ­ჩევს ხოლ­მე და ბედ­საც, გან­საც­დელ­საც და საქ­მე-სა­კე­თე­ბელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბულს, გა­მორ­ჩე­ულს და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვანს აძ­ლევს!

ერთი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალი, ქეთი შარ­მი­აშ­ვი­ლი ცხოვ­რობს სი­ონ­შიც.

ქალი მო­ა­რუ­ლი სიმ­ღე­რა და ხა­ლი­სი. სი­ონ­სა და თი­ა­ნეთ­ში მრა­ვა­ლი ზე­ი­მის მო­თა­ვე და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ქალი. ქალი რო­მე­ლიც იმ­დენ ადა­მი­ან­ში გა­ნა­წილ­და, რამ­დე­ნი ბავ­შვიც მუ­სი­კის სას­წა­ულს აზი­ა­რა და აამ­ღე­რა. უკვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი თეო ქუმ­სი­აშ­ვი­ლის აღ­მომ­ჩე­ნი და პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ქალი, რო­მელ­მაც უკა­ნას­კნე­ლი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტკი­ვი­ლი, უამ­რა­ვი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა და არ გა­ტყდა, სი­ცო­ცხლის გა­ნუ­ზო­მე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლით უკურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა!

ქალი, რო­მე­ლიც მე­ო­რე სი­ცო­ცხლეს ცო­ცხლობს და კვლავ თა­ვის საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რძობს - და­ე­ძებს და პო­უ­ლობს ნი­ჭი­ერ ბავ­შვებს სიმ­ღე­რის სას­წავ­ლებ­ლად. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბით ნა­ხე­ვა­რი წლის წინ აღ­დგა ან­სამ­ბლი "სი­ო­ნის ზა­რე­ბი".

ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ქე­თის თავ­და­პირ­ვე­ლად ჩა­უ­ფიქ­რე­ბია, რო­გორც მისი ყო­ფი­ლი და დღე­ვან­დე­ლი აღ­საზ­რდე­ლე­ბის კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი და ამ მოს­წავ­ლე­ე­ბის სი­ა­მოვ­ნე­ბი­სათ­ვის. ნელ-ნელა იდეა და­იხ­ვე­წა, გა­ფარ­თოვ­და და ქველ­მოქ­მე­დე­ბის უაღ­რე­სად კე­თი­ლი მუხ­ტით და ში­ნა­არ­სით შე­ივ­სო - აჩუ­ქოს ერთი იმე­დი­ა­ნი, ლა­მა­ზი დღე­სას­წა­უ­ლი თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შშმ ბავ­შვებს და ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით თუნ­დაც ერთი წამ­ლის საკ­მა­რი თან­ხით და­ეხ­მა­როს მათ ოჯა­ხებს.

2023 წლის 22 ივ­ლისს, 15.00 სთ. თი­ა­ნე­თის კულ­ტუ­რის სახ­ლის დარ­ბაზ­ში გიწ­ვევთ დიდ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვი­ლის სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის აღ­საზ­რდე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით“...

"ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რი­ცაა და მისი ცხოვ­რე­ბის მძი­მე ეტა­პე­ბის თან­მხლებ-თა­ნა­ზი­ა­რი მეც გავ­ხდი. იგი მარ­თლაც სი­კე­თის გა­სამ­რავ­ლებ­ლად და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და მუ­დამ მის გვერ­დით დგას მე­ო­რე უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი და ქველ­მოქ­მე­დი ქალ­ბა­ტო­ნი - მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლი. ისი­ნი დო­ბი­ლე­ბი­ვით არი­ან და ბევრ კარ­გი საქ­მე გა­უ­კე­თე­ბი­ათ თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი თი­ა­ნე­თის­თვის, სი­ო­ნის­თვის, და არა მარ­ტო თი­ა­ნე­თი­სა და სი­ო­ნის­თვის. ახლა ამ ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბას აპი­რე­ბენ და მათი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა გა­დამ­დე­ბია. სი­კე­თის ქმნა კი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს იმა­ზე უკე­თე­სე­ბად გვაქ­ცევს, ვიდ­რე დღეს ვართ. უფრო ზუს­ტად, ეს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი შან­სია - და­ვეხ­მა­როთ სხვებს და ამით, ვფიქ­რობ - სა­კუ­თარ თავ­საც. მეს­მის, ყვე­ლას დახ­მა­რე­ბას ვერ შევ­ძლებთ, მაგ­რამ თუნ­დაც 1 ლა­რით რომ შე­ვე­წი­ოთ ამ ბავ­შვებს, ვინ იცის, რა სა­სი­კე­თოთ შე­იც­ვა­ლოს მათი ცხოვ­რე­ბა!

ასე რომ, 22 ივ­ლისს, 15.00 სა­ათ­ზე თი­ა­ნე­თის კულ­ტუ­რის სახ­ლში გიწ­ვევთ შშმ ბავ­შვთა და­სახ­მა­რებ­ლად გა­მარ­თულ საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე "და სი­კე­თის­თვის შე­იქ­მნა ადა­მი­ა­ნი...“

სი­კე­თის საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჩვე­ნი ფშა­ვი“, რო­მელ­საც თა­ვად მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ვი­მე­დოვ­ნებთ სი­ხა­რუ­ლით შე­მო­უ­ერ­თდე­ბით ჩვენს საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მოს და თქვენს წვლილს შე­ი­ტანთ თი­ა­ნე­თე­ლი პა­ტა­რე­ბის სი­ხა­რულ­ში.

ბავ­შვე­ბი­სათ­ვის და­სახ­მა­რებ­ლად თან­ხა შე­გიძ­ლი­ათ გა­და­რი­ცხოთ ა(ა)იპ "ჩვე­ნი ფშა­ვის“ ან­გა­რიშ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი GE95BG0000000982812800GEL

და­ნიშ­ნუ­ლე­ბა "თი­ა­ნე­თის შშმ ბავ­შვე­ბი­სათ­ვის“!

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ადამიანი, რომელმაც უამრავ განსაცდელს გაუძლო, ახლა სხვების დახმარებას ცდილობს - ჩვენც შეგვიძლია მისი მხარდაჭერა

ადამიანი, რომელმაც უამრავ განსაცდელს გაუძლო, ახლა სხვების დახმარებას ცდილობს -  ჩვენც შეგვიძლია მისი მხარდაჭერა

ცნობილმა მწერალმა მარიამ ხუცურაულმა, ლიტერატურული პრემია "საბას“ მფლობელმა, რომელიც ხშირად "სანათას“ ფსევდონიმით წერს და რომელსაც თანამედროვე ხვარამზესაც კი ვუწოდებთ ხოლმე, ფეისბუკში პოსტი-მოწოდება გამოაქვეყნა:

"არიან ადამიანები, ვისთვისაც ერთი სიცოცხლე, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება ცოტაა და ხანმოკლეა. ასეთ ადამიანებს ღმერთი გამოარჩევს ხოლმე და ბედსაც, განსაცდელსაც და საქმე-საკეთებელსაც განსაკუთრებულს, გამორჩეულს და ძალიან მნიშვნელოვანს აძლევს!

ერთი ასეთი გამორჩეული ქალი, ქეთი შარმიაშვილი ცხოვრობს სიონშიც.

ქალი მოარული სიმღერა და ხალისი. სიონსა და თიანეთში მრავალი ზეიმის მოთავე და ორგანიზატორი ქალი. ქალი რომელიც იმდენ ადამიანში განაწილდა, რამდენი ბავშვიც მუსიკის სასწაულს აზიარა და აამღერა. უკვე ლეგენდად ქცეული თეო ქუმსიაშვილის აღმომჩენი და პირველი მასწავლებელი.

ქალი, რომელმაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ტკივილი, უამრავი ოპერაცია გადაიტანა და არ გატყდა, სიცოცხლის განუზომელი სიყვარულის ძალით უკურნებელი დაავადება დაამარცხა!

ქალი, რომელიც მეორე სიცოცხლეს ცოცხლობს და კვლავ თავის საყვარელ საქმიანობას განაგრძობს - დაეძებს და პოულობს ნიჭიერ ბავშვებს სიმღერის სასწავლებლად. მისი დამსახურებით და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ნახევარი წლის წინ აღდგა ანსამბლი "სიონის ზარები".

ეს ღონისძიება ქეთის თავდაპირველად ჩაუფიქრებია, როგორც მისი ყოფილი და დღევანდელი აღსაზრდელების კონცერტი თავისი და ამ მოსწავლეების სიამოვნებისათვის. ნელ-ნელა იდეა დაიხვეწა, გაფართოვდა და ქველმოქმედების უაღრესად კეთილი მუხტით და შინაარსით შეივსო - აჩუქოს ერთი იმედიანი, ლამაზი დღესასწაული თიანეთის მუნიციპალიტეტის შშმ ბავშვებს და ღონისძიებიდან მიღებული შემოსავლით თუნდაც ერთი წამლის საკმარი თანხით დაეხმაროს მათ ოჯახებს.

2023 წლის 22 ივლისს, 15.00 სთ. თიანეთის კულტურის სახლის დარბაზში გიწვევთ დიდ საქველმოქმედო კონცერტზე ქეთევან შარმიაშვილის სხვადასხვა თაობის აღსაზრდელების მონაწილეობით“...

"ქეთევან შარმიაშვილი ჩემი მეგობარიცაა და მისი ცხოვრების მძიმე ეტაპების თანმხლებ-თანაზიარი მეც გავხდი. იგი მართლაც სიკეთის გასამრავლებლად დაბადებული ადამიანია და მუდამ მის გვერდით დგას მეორე უკეთილშობილესი და ქველმოქმედი ქალბატონი - მარიამ ხუცურაული. ისინი დობილებივით არიან და ბევრ კარგი საქმე გაუკეთებიათ თავისი საყვარელი თიანეთისთვის, სიონისთვის, და არა მარტო თიანეთისა და სიონისთვის. ახლა ამ ბავშვების დახმარებას აპირებენ და მათი კეთილშობილება გადამდებია. სიკეთის ქმნა კი, დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს იმაზე უკეთესებად გვაქცევს, ვიდრე დღეს ვართ. უფრო ზუსტად, ეს ჩვენი ცხოვრებისეული შანსია - დავეხმაროთ სხვებს და ამით, ვფიქრობ - საკუთარ თავსაც. მესმის, ყველას დახმარებას ვერ შევძლებთ, მაგრამ თუნდაც 1 ლარით რომ შევეწიოთ ამ ბავშვებს, ვინ იცის, რა სასიკეთოთ შეიცვალოს მათი ცხოვრება!

ასე რომ, 22 ივლისს, 15.00 საათზე თიანეთის კულტურის სახლში გიწვევთ შშმ ბავშვთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოზე "და სიკეთისთვის შეიქმნა ადამიანი...“

სიკეთის საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია ორგანიზაცია "ჩვენი ფშავი“, რომელსაც თავად მარიამ ხუცურაული ხელმძღვანელობს.

ვიმედოვნებთ სიხარულით შემოუერთდებით ჩვენს საქველმოქმედო საღამოს და თქვენს წვლილს შეიტანთ თიანეთელი პატარების სიხარულში.

ბავშვებისათვის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ა(ა)იპ "ჩვენი ფშავის“ ანგარიშზე, საქართველოს ბანკი GE95BG0000000982812800GEL

დანიშნულება "თიანეთის შშმ ბავშვებისათვის“!

ირმა ხარშილაძე