მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში გარდაცვლილი მარიკუნა მიქატაძე სამშობლოში ჩამოასვენეს - "დე, გემშვიდობები..."
საბერძნეთში გარდაცვლილი მარიკუნა მიქატაძე სამშობლოში ჩამოასვენეს - "დე, გემშვიდობები..."

14 ივ­ლისს სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი, მსა­ხი­ობ გია ფე­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს. მა­რი­კუ­ნას შვილი ირი­ნა ქი­ქო­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ გარ­დაც­ვლილ ქალს კვი­რას, ამაღ­ლე­ბის ტაძ­რი­დან გა­ას­ვე­ნე­ბენ.

"დე, გემ­შვი­დო­ბე­ბი, თუმ­ცა ამას ვე­რა­სო­დეს ვერ შევ­ძლებ“, - წერს ირი­ნა ქი­ქო­ძე.

"მა­რი­კუ­ნას პა­ნაშ­ვი­დე­ბი: პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი. მი­სა­მარ­თი, შარ­ტა­ვას 18 ბ დაკ­რძალ­ვა კვი­რას, ამაღ­ლე­ბის (გაზ­დე­ლი­ა­ნის) ეკ­ლე­სი­ი­დან. 15:00 სა­ათ­ზე“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­რი­კუ­ნას მე­გო­ბა­რი იყო.

მა­რი­კუ­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს სა­ბერ­ძნეთ­ში. გა­მო­ძი­ე­ბის თით­ქმის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ის მო­ტო­ციკლზე დაჯ­დო­მას ცდი­ლობ­და, როცა მო­ა­ჯი­რი­დან ჩა­ვარ­და და ხერ­ხემ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ეს სა­ბო­ლოო ვერ­სი­აა და სა­ბერ­ძნე­თის მხა­რემ, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს პი­რა­დად და­უ­დას­ტუ­რა.

მსა­ხი­ობ გია ფე­რა­ძეს ოთხი შვი­ლი ჰყავ­და. მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე მას მე­სა­მე მე­უღ­ლის­გან, ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა. მა­რი­კუ­ნა მცი­რე­წლო­ვა­ნი იყო, რო­დე­საც დე­დის გა­რე­შე დარ­ჩა, რის მე­რეც ბა­ბუ­ამ და ბე­ბი­ამ - ჯუნა მი­ქა­ტა­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ მა­რი­კა საყ­ვა­რე­ლი­ძემ შვი­ლად აიყ­ვა­ნეს და გა­ზარ­დეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
0

სევდიან მონიკა ბელუჩს მაგონებს

ნინო
1

 რა მნიშვნელობა აქვს რითი მოკვდება ადამიანი ფაქტია რომ აღარ არის ნათელი სასუფეველი მის სულს😭😭😭

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საბერძნეთში გარდაცვლილი მარიკუნა მიქატაძე სამშობლოში ჩამოასვენეს - "დე, გემშვიდობები..."

საბერძნეთში გარდაცვლილი მარიკუნა მიქატაძე სამშობლოში ჩამოასვენეს - "დე, გემშვიდობები..."

14 ივლისს საბერძნეთში გარდაცვლილი, მსახიობ გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. მარიკუნას შვილი ირინა ქიქოძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გარდაცვლილ ქალს კვირას, ამაღლების ტაძრიდან გაასვენებენ.

"დე, გემშვიდობები, თუმცა ამას ვერასოდეს ვერ შევძლებ“, - წერს ირინა ქიქოძე.

"მარიკუნას პანაშვიდები: პარასკევი, შაბათი. მისამართი, შარტავას 18 ბ დაკრძალვა კვირას, ამაღლების (გაზდელიანის) ეკლესიიდან. 15:00 საათზე“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მარიკუნას მეგობარი იყო.

მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში. გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა. როგორც ambebi.ge-სთან საუბარში ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ეს საბოლოო ვერსიაა და საბერძნეთის მხარემ, საქართველოს ელჩს პირადად დაუდასტურა.

მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა. მარიკუნა მიქატაძე მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა. მარიკუნა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა, რის მერეც ბაბუამ და ბებიამ - ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

წაიკითხეთ ასევე: