ავტორი:

აშშ-ში, ტორნადომ Pfizer-ის ფარმაცევტული ქარხანა დააზიანა - ვარაუდობენ, რომ შემთხვევა მედიკამენტების დეფიციტს გამოიწვევს

აშშ-ში, ტორნადომ Pfizer-ის ფარმაცევტული ქარხანა დააზიანა - ვარაუდობენ, რომ შემთხვევა მედიკამენტების დეფიციტს გამოიწვევს

გუშინ, ჩრდილოეთ კაროლინაში, ტორნადომ ძლიერ Pfizer-ის მთავარი ფარმაცევტული ქარხანა დააზიანა . კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა თანამშრომლის ევაკუაცია უსაფრთხოდ მოხდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Pfizer - ის ქარხანა აწარმოებს საანესთეზიო პრეპარატებსა და სხვა წამლებს, ისევე როგორც ყველა სტერილური საინიექციო მედიკამენტების თითქმის 25%-ს, რომლებიც აშშ-ის საავადმყოფოებში გამოიყენება.

ერინ ფოქსმა, იუტას ჯანმრთელობის უნივერსიტეტის აფთიაქის უფროსმა დირექტორმა, განმარტა, რომ ზიანი, "სავარაუდოდ, წამლების ხანგრძლივ დეფიციტს გამოიწვევს“.

Pfizer-ის გარდა ტორნადომ დააზიანა ან მთლიანად გაანადგურა ათობით სახლი და შენობა. შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.