სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა: პომპეის გათხრებისას არქეოლოგებმა ახალ არტეფაქტებს მიაკვლიეს -"უძველესი პიცა", პურის საცხობი ღუმელი და შთამბეჭდავი კედლის მხატვრობა
უნიკალური აღმოჩენა: პომპეის გათხრებისას არქეოლოგებმა ახალ არტეფაქტებს მიაკვლიეს -"უძველესი პიცა", პურის საცხობი ღუმელი და შთამბეჭდავი კედლის მხატვრობა

პომ­პე­ი­ში გა­თხრე­ბის დროს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მდიდ­რუ­ლი სახ­ლი, საკ­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფრეს­კე­ბი, უნი­კა­ლუ­რი კედ­ლის მხატ­ვრო­ბა და ორი ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მათი აზ­რით, ვე­ზუ­ვის ამოფრქვე­ვამ­დე აქ შეძ­ლე­ბულ ოჯახს უნდა ეცხოვ­რა.

ძვე­ლი რო­მა­უ­ლი ქა­ლა­ქი პომ­პეი 79 წელს, ვულ­კან ვე­ზუ­ვის ამოფრქვე­ვის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ, თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქე­ო­ლო­გე­ბის აზ­რით, ქა­ლა­ქის მე­სა­მე­დი ჯერ კი­დევ ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლის ფე­ნის ქვე­შაა.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ქა­ლაქს ცხრა რა­ი­ო­ნად ყო­ფენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია IX რა­ი­ონ­ზე, რო­მე­ლიც 3 ათას კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობს მო­ი­ცავს.

  • მდიდ­რუ­ლი სახ­ლი

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სახ­ლი ვია დი ნო­ლა­ზე, პომ­პე­ის ერთ-ერთ მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მა­თი­ვე თქმით, ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის დროს, სახ­ლში რე­მონ­ტი ტარ­დე­ბო­და. იგი პომ­პე­ი­ში აღ­მო­ჩე­ნილ სხვა მდიდ­რულ ვი­ლებს არ ჰგავს:

შე­სას­ვლე­ლის მარ­ჯვნივ ნა­პოვ­ნია უზარ­მა­ზა­რი ღუ­მე­ლი, რო­მე­ლიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და დღე­ში 100 პუ­რის გა­მო­სა­ცხო­ბად - პომ­პე­ი­ში უკვე ნა­პოვ­ნია 50-მდე თონე, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მდიდ­რუ­ლია - სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ მდი­და­რი ვა­ჭა­რი ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც მთელს ქა­ლაქს პუ­რით ამა­რა­გებ­და.

  • უძ­ვე­ლე­სი პიცა

ნან­გრე­ვებ­ში უჩ­ვე­უ­ლო ფრეს­კა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლი უც­ნო­ბი საკ­ვე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს თა­ნა­მედ­რო­ვე პი­ცას. ფრეს­კა სახ­ლის სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს, სა­დაც სა­ცხო­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ფრეს­კა­ზე მრგვა­ლი ფო­კა­ჩის პუ­რია გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მელ­საც ძველ რომ­ში სხვა­დას­ხვა ხილ­თან ერ­თად მი­ირ­თმევ­დნენ.

ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია კე­დე­ლი, რო­მე­ლიც სამ ოთახს აერ­თი­ა­ნებ­და, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მი­ვე ოთახ­ში კედ­ლის მხატ­ვრო­ბა გვხვდე­ბა, ერ­თზე ასა­ხუ­ლია აქი­ლევ­სი - ლე­გენ­და­რუ­ლი გმი­რი ქა­ლის ტან­საც­მელ­ში გა­დაც­მუ­ლი ცდი­ლობს თავი აა­რი­დოს ტრო­ას ომს. მე­ო­რე­ზე კი ტა­ძა­რი და რე­ლი­ე­ფუ­რი გვე­ლე­ბი.

  • ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხი

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სხვა არ­ტე­ფაქ­ტებ­თან ერ­თად, ორი ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სხე­უ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 55 წლის მა­მა­კა­ცებს ეკუთ­ვნო­დათ, რომ­ლე­ბიც მი­წისძვრის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

პომ­პე­ის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის დი­რექ­ტო­რის, გაბ­რი­ელ ზუხტრი­გე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კა­ცე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი არა ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლი, არა­მედ შე­ნო­ბის ჩა­მონ­გრე­ვა გახ­და. მი­სი­ვე თქმით, მათ მო­ტე­ხილ ძვლებს შო­რის კედ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პომ­პეი პირ­ვე­ლად 1748 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 1860 წლამ­დე არ და­წყე­ბუ­ლა. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ქა­ლაქ­ში 10 000-დან - 20 000-მდე მო­სახ­ლე ცხოვ­რობ­და. დღემ­დე აღ­მო­ჩე­ნი­ლია1 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ნაშ­თი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1

პომპეუსი და არა პომპეი

კარლიტო
1

😎ეეეე 😁ხინკალი ტოო 🥰 🤣🤛

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უნიკალური აღმოჩენა: პომპეის გათხრებისას არქეოლოგებმა ახალ არტეფაქტებს მიაკვლიეს -"უძველესი პიცა", პურის საცხობი ღუმელი და შთამბეჭდავი კედლის მხატვრობა

უნიკალური აღმოჩენა: პომპეის გათხრებისას არქეოლოგებმა ახალ არტეფაქტებს მიაკვლიეს -"უძველესი პიცა", პურის საცხობი ღუმელი და შთამბეჭდავი კედლის მხატვრობა

პომპეიში გათხრების დროს არქეოლოგებმა მდიდრული სახლი, საკვების ამსახველი ფრესკები, უნიკალური კედლის მხატვრობა და ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მათი აზრით, ვეზუვის ამოფრქვევამდე აქ შეძლებულ ოჯახს უნდა ეცხოვრა.

ძველი რომაული ქალაქი პომპეი 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მე-19 საუკუნიდან მიმდინარეობს, მაგრამ, თანამედროვე არქეოლოგების აზრით, ქალაქის მესამედი ჯერ კიდევ ვულკანური ფერფლის ფენის ქვეშაა.

არქეოლოგები ქალაქს ცხრა რაიონად ყოფენ, ამ შემთხვევაში საუბარია IX რაიონზე, რომელიც 3 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

  • მდიდრული სახლი

არქეოლოგებმა სახლი ვია დი ნოლაზე, პომპეის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე აღმოაჩინეს. მათივე თქმით, ვულკანის ამოფრქვევის დროს, სახლში რემონტი ტარდებოდა. იგი პომპეიში აღმოჩენილ სხვა მდიდრულ ვილებს არ ჰგავს:

შესასვლელის მარჯვნივ ნაპოვნია უზარმაზარი ღუმელი, რომელიც საკმარისი იქნებოდა დღეში 100 პურის გამოსაცხობად - პომპეიში უკვე ნაპოვნია 50-მდე თონე, მაგრამ ეს განსაკუთრებით მდიდრულია - სავარაუდოდ, აქ მდიდარი ვაჭარი ცხოვრობდა, რომელიც მთელს ქალაქს პურით ამარაგებდა.

  • უძველესი პიცა

ნანგრევებში უჩვეულო ფრესკა აღმოაჩინეს, რომელზეც გამოსახული უცნობი საკვები ძალიან ჰგავს თანამედროვე პიცას. ფრესკა სახლის სწორედ იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც საცხობი უნდა ყოფილიყო განთავსებული.

ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში, ფრესკაზე მრგვალი ფოკაჩის პურია გამოსახული, რომელსაც ძველ რომში სხვადასხვა ხილთან ერთად მიირთმევდნენ.

ასევე აღმოჩენილია კედელი, რომელიც სამ ოთახს აერთიანებდა, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

აღსანიშნავია, რომ სამივე ოთახში კედლის მხატვრობა გვხვდება, ერთზე ასახულია აქილევსი - ლეგენდარული გმირი ქალის ტანსაცმელში გადაცმული ცდილობს თავი აარიდოს ტროას ომს. მეორეზე კი ტაძარი და რელიეფური გველები.

  • ადამიანის ჩონჩხი

არქეოლოგებმა სხვა არტეფაქტებთან ერთად, ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. სხეულები, სავარაუდოდ, 55 წლის მამაკაცებს ეკუთვნოდათ, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაიღუპნენ.

პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორის, გაბრიელ ზუხტრიგელის განცხადებით, მამაკაცების სიკვდილის მიზეზი არა ვულკანური ფერფლი, არამედ შენობის ჩამონგრევა გახდა. მისივე თქმით, მათ მოტეხილ ძვლებს შორის კედლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ პომპეი პირველად 1748 წელს აღმოაჩინეს, თუმცა არქეოლოგიური სამუშაოები 1860 წლამდე არ დაწყებულა. ისტორიული წყაროების თანახმად, ქალაქში 10 000-დან - 20 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა. დღემდე აღმოჩენილია1 500-ზე მეტი ადამიანის ნაშთი.