სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა..." - თემურ ქეცბაია საქართველოს წინააღმდეგ თამაშზე, 21-წლამდელთა წარმატებასა და "კვარაზე"
"სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა..." - თემურ ქეცბაია საქართველოს წინააღმდეგ თამაშზე, 21-წლამდელთა წარმატებასა და "კვარაზე"

ლარ­ნა­კას "აეკ არე­ნა­ზე" გა­მარ­თულ ურ­თუ­ლეს შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა გუნ­დმა 2:1 და­ა­მარ­ცხა თე­მურ ქეც­ბა­ი­ას გაწ­ვრთნი­ლი კვიპ­რო­სის ნაკ­რე­ბი. ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თვე­ლოს­თან შეხ­ვედ­რა არ მინ­დო­დაო, ჯერ კი­დევ წი­ლისყ­რის შემ­დეგ თქვა თე­მურ­მა და ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ამ სი­ტყვე­ბის გულ­წრფე­ლო­ბის გა­რან­ტია ქეც­ბა­ი­ას კა­რი­ე­რა (მო­თა­მა­ში­სა და მწვრთნე­ლის) და ხა­სი­ა­თია. მას­პინ­ძელ­თა ქარ­თველ მწვრთნელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია თა­მა­შის დრო­საც ეტყო­ბო­და და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის დრო­საც. გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" თე­მურ ქეც­ბა­ი­ას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, რომ­ლი­და­ნაც ნა­წყვეტ­საც გთა­ვა­ზობთ:

- რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე, მის პო­ტენ­ცი­ალ­ზეც გვი­თხა­რით...

- ხვი­ჩა ფე­ნო­მე­ნუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლია. ერთ წე­ლი­წად­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­მაღ­ლეს მი­აღ­წია - გახ­და სე­რია "ა"-ს წლის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე! და­ამ­ტკი­ცა, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის ფეხ­ბურ­თე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თის ბუმი გა­მო­იწ­ვია, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი ცნო­ბა­დო­ბის ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა. ჯერ მხო­ლოდ 22 წლის არის, მთე­ლი კა­რი­ე­რა წინ აქვს და უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!

- კვა­რა­ცხე­ლი­ამ ძვე­ლი, "რო­მენ­ტი­კუ­ლი" ფეხ­ბურ­თი გაგ­ვახ­სე­ნაო, რომ ამ­ბო­ბენ, ფუ­რო­რის გა­მომ­წვე­ვი სე­ზო­ნი სწო­რედ მისი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი სა­თა­მა­შო სტი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, არა?

- თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურთში ფული ბევ­რია, ისე­თი მო­თა­მა­შე კი, ვი­საც რამ­დე­ნი­მე მე­ტო­ქის მო­ტყუ­ე­ბა, ერ­თდრო­უ­ლად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი და სა­სარ­გებ­ლო თა­მა­შის ჩვე­ნე­ბა შე­უძ­ლია, ძა­ლი­ან ცოტა. ამ­დე­ნი ტაქ­ტი­კუ­რი სქე­მის, კა­რის დაც­ვა­ზე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ფიქ­რის გამო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი თით­ქოს გაქ­რა ფეხ­ბურ­თი­დან... ამ დროს გა­მოჩ­ნდა კვა­რა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ისე თა­მა­ში, რო­გო­რიც მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონს. ხვი­ჩას შთამ­ბეჭ­დავ­მა თა­მაშ­მა დიდი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია ქარ­თულ ფეხ­ბურთს, სხვა ქარ­თველ მო­თა­მა­შე­ებ­საც დიდ სტი­მულს აძ­ლევს. შე­საძ­ლოა კვა­რა­ზე ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გამო შე­და­რე­ბით "ჩრდილ­ში" არი­ან მა­მარ­დაშ­ვი­ლი, და­ვი­თაშ­ვი­ლი, მი­ქა­უ­ტა­ძე და სხვე­ბი, თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან და ეს თა­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად იტყვის ხმა­მა­ღალ სი­ტყვას!

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არ ეთა­მა­შა 21-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

- სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლებს გვა­ხა­სი­ა­თებს წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე ბოღ­მა, შური და კრი­ტი­კა. ხვი­ჩას თა­მა­შის ნახ­ვა ყვე­ლას გვინ­და - ყო­ველ­დღე! მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­თვის ობი­ექ­ტუ­რად უნდა შე­ვა­ფა­სოთ - კვა­რამ არ ითა­მა­შა, სა­მა­გი­ე­როდ, სხვას მი­ე­ცა თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ­მა ნაკ­რებ­მა ძა­ლი­ან მა­გა­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა ქვეჯ­გუფ­ში, სა­დაც სა­მი­ვე მე­ტო­ქე ჩვენ­ზე ძლი­ე­რი იყო. კვა­რა­ცხე­ლი­ას რომ ეთა­მა­შა, შე­საძ­ლოა ჩვენს გუნდს სხვა­ნა­ი­რი ტაქ­ტი­კა და შე­დე­გი ჰქო­ნო­და, იქ­ნებ ვერც გა­სუ­ლი­ყო ჯგუ­ფი­დან და კრი­ტი­კა მერე გე­ნა­ხათ. ამი­ტომ ვი­ღა­ცე­ბის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბა, რომ ეთა­მა­შათ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­დო­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში და ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რიც ჩვე­ნი იქ­ნე­ბო­დაო, არას­წო­რი მგო­ნია. ტურ­ნი­რის და­წყე­ბამ­დე ვერც კი ვი­ნატ­რებ­დით შე­დეგს, რაც სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღეთ. მეს­მის, რომ "მადა ჭა­მა­ში მო­დის", მაგ­რამ ჯობს სა­ბო­ლოო შე­დე­გით გა­ვი­ხა­როთ და ჯოხს ნუ გა­დავ­ტეხთ 22 წლის ბიჭ­ზე, რო­მელ­ზეც ჯერ კი­დევ ერთი თვის წინ "მზე და მთვა­რე ამოგ­ვდი­ო­და"... ხვი­ჩას მთე­ლი კა­რი­ე­რა წინ აქვს და სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ბევ­რჯერ გა­ა­ხა­რებს! გული დაგ­ვწყდა, ჩვენ­თვის ის­ტო­რი­ულ­მა ევ­რო­პის ჩემ­პო­ნატ­მა კვა­რას გა­რე­შე რომ ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ რად­გან არ ითა­მა­შა, ყვე­ლა­ფერს ხაზი გა­და­ვუს­ვა­თო, არას­წო­რია. იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ სე­ზონ­ში უფრო კარ­გად ითა­მა­შოს, და­კარ­გუ­ლი ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა უნდა შეძ­ლოს. წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა ჰეეეე
3

რათქმა უნდა ხვიჩა ძალიან წარმატებული და ძლიერი ფხბურთელია მარა.....მაინც უბოროტოდ ვფიქრობ უნდა ეთამაშა ახალგაზრდულთან დე წაეგოთ მაგრამ გვენახა რომ საქართველოს გვერში ედგა.....აბა იტალიას რომ ვბალეშიკობთ მაგის გამო რა გონია დიდი ფანები ვართ იტალიის....?" 

NAPOLI!
7

ვინც ქეცბაიაზე ცუდი წარმოდგენის ხართ და ადისლაიკებთ, საერთოდ არათუ ფეხბურთის, საერთოდ სპორტის გარტყმაშიც არ ხართ!!!!

ავტორი:

"სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა..." - თემურ ქეცბაია საქართველოს წინააღმდეგ თამაშზე, 21-წლამდელთა წარმატებასა და "კვარაზე"

"სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა..." - თემურ ქეცბაია საქართველოს წინააღმდეგ თამაშზე, 21-წლამდელთა წარმატებასა და "კვარაზე"

ლარნაკას "აეკ არენაზე" გამართულ ურთულეს შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2:1 დაამარცხა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები. ყველაზე მეტად საქართველოსთან შეხვედრა არ მინდოდაო, ჯერ კიდევ წილისყრის შემდეგ თქვა თემურმა და ეს ის შემთხვევაა, როცა ამ სიტყვების გულწრფელობის გარანტია ქეცბაიას კარიერა (მოთამაშისა და მწვრთნელის) და ხასიათია. მასპინძელთა ქართველ მწვრთნელს განსაკუთრებული ემოცია თამაშის დროსაც ეტყობოდა და პრესკონფერენციების დროსაც. გაზეთმა "კვირის პალიტრამ" თემურ ქეცბაიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც ნაწყვეტსაც გთავაზობთ:

- რამდენიმე სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიაზე, მის პოტენციალზეც გვითხარით...

- ხვიჩა ფენომენური ფეხბურთელია. ერთ წელიწადში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელ სიმაღლეს მიაღწია - გახდა სერია "ა"-ს წლის საუკეთესო მოთამაშე! დაამტკიცა, რომ მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია, საქართველოში ფეხბურთის ბუმი გამოიწვია, ქართული ფეხბურთი ცნობადობის ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ჯერ მხოლოდ 22 წლის არის, მთელი კარიერა წინ აქვს და უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ!

- კვარაცხელიამ ძველი, "რომენტიკული" ფეხბურთი გაგვახსენაო, რომ ამბობენ, ფურორის გამომწვევი სეზონი სწორედ მისი არაორდინარული სათამაშო სტილის დამსახურებაა, არა?

- თანამედროვე ფეხბურთში ფული ბევრია, ისეთი მოთამაშე კი, ვისაც რამდენიმე მეტოქის მოტყუება, ერთდროულად სანახაობრივი და სასარგებლო თამაშის ჩვენება შეუძლია, ძალიან ცოტა. ამდენი ტაქტიკური სქემის, კარის დაცვაზე გადამეტებული ფიქრის გამო ინდივიდუალიზმი თითქოს გაქრა ფეხბურთიდან... ამ დროს გამოჩნდა კვარა, რომელსაც შეუძლია ისე თამაში, როგორიც მაყურებელს მოსწონს. ხვიჩას შთამბეჭდავმა თამაშმა დიდი სამსახური გაუწია ქართულ ფეხბურთს, სხვა ქართველ მოთამაშეებსაც დიდ სტიმულს აძლევს. შესაძლოა კვარაზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო შედარებით "ჩრდილში" არიან მამარდაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე და სხვები, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ეს თაობა აუცილებლად იტყვის ხმამაღალ სიტყვას!

- საქართველოში დიდი კრიტიკა მოჰყვა მის გადაწყვეტილებას, არ ეთამაშა 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

- სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა. ხვიჩას თამაშის ნახვა ყველას გვინდა - ყოველდღე! მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ობიექტურად უნდა შევაფასოთ - კვარამ არ ითამაშა, სამაგიეროდ, სხვას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენა ქვეჯგუფში, სადაც სამივე მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. კვარაცხელიას რომ ეთამაშა, შესაძლოა ჩვენს გუნდს სხვანაირი ტაქტიკა და შედეგი ჰქონოდა, იქნებ ვერც გასულიყო ჯგუფიდან და კრიტიკა მერე გენახათ. ამიტომ ვიღაცებისთვის გადაბრალება, რომ ეთამაშათ, აუცილებლად გავიდოდით ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ოლიმპიადის საგზურიც ჩვენი იქნებოდაო, არასწორი მგონია. ტურნირის დაწყებამდე ვერც კი ვინატრებდით შედეგს, რაც საბოლოოდ მივიღეთ. მესმის, რომ "მადა ჭამაში მოდის", მაგრამ ჯობს საბოლოო შედეგით გავიხაროთ და ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "მზე და მთვარე ამოგვდიოდა"... ხვიჩას მთელი კარიერა წინ აქვს და საქართველოს კიდევ ბევრჯერ გაახარებს! გული დაგვწყდა, ჩვენთვის ისტორიულმა ევროპის ჩემპონატმა კვარას გარეშე რომ ჩაიარა, მაგრამ რადგან არ ითამაშა, ყველაფერს ხაზი გადავუსვათო, არასწორია. იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უფრო კარგად ითამაშოს, დაკარგული ენერგიის აღდგენა უნდა შეძლოს. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად