მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის წინ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - ახალი ზელანდიის პრემიერის თქმით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
სროლა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის წინ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - ახალი ზელანდიის პრემიერის თქმით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ოკ­ლენდში, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე სრო­ლას 2 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 6 კი - და­შავ­და. პო­ლი­ცი­ის ვერ­სი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი 24 წლის მა­მა­კა­ცი იყო, რო­მელ­საც ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­და.

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, კრის ჰი­პ­კინ­სის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლი გარ­დაც­ვლი­ლია და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კი აღარ არ­სე­ბობს. მან ნა­შუ­ა­დღევს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლიც მო­ი­ნა­ხუ­ლა და და­ა­დას­ტუ­რა, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი გეგ­მის მი­ხედ­ვით ჩა­ტარ­დე­ბა და რომ ხალ­ხს თა­მა­შებ­ზე დას­წრე­ბის არ უნდა შე­ე­შინ­დეს. ჰი­პ­კინსმა თქვა, რომ სრო­ლა "ცალ­კე­უ­ლი ინ­ცი­დე­ტი" იყო და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არ უნდა და­აფრ­თხოს ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟებ­მა.

თავ­დამ­სხმელ­თან შე­ტა­კე­ბი­სას, პო­ლი­ცი­ის ოფი­ცერს ტყვია მოხ­ვდა და და­შავ­და, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. და­ნარ­ჩენ­მა და­შა­ვე­ბუ­ლებ­მა სა­შუ­ა­ლო და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

პო­ლი­ცი­ის თქმით, სრო­ლა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ 24 წლის მა­მა­კაცს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი, თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში იდე­ნის პარკში სა­მუ­შა­ოდ სი­ა­რუ­ლი შე­ეძ­ლო.

"მას ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ის­ტო­რია და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა მისი წინა და­ნა­შა­უ­ლე­ბი არ მი­უ­თი­თებ­და, რომ ამ­გვარ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და. აგ­რეთ­ვე, მას არც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვის ნე­ბარ­თვა ჰქო­ნია", - გა­ნა­ცხა­და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პო­ლი­ცი­ის კო­მი­სარ­მა, ენ­დრიუ ქოს­ტერ­მა.

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ია­რა­ღის შე­სა­ხებ კა­ნო­ნე­ბი 2019 წელს გამ­კაცრ­და. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ერთ-ერთ სა­ლო­ცავ­ში 51 მუ­სულ­მა­ნი მოკ­ლა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაქრო
7

საქართველოში ყოველმხრივ საუკეთესოდ ჩატარდა 21 წლამდე ჩემპიონატი ფეხბურთში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სროლა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის წინ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - ახალი ზელანდიის პრემიერის თქმით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

სროლა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის წინ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - ახალი ზელანდიის პრემიერის თქმით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ოკლენდში, ახალ ზელანდიაში, ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი - დაშავდა. პოლიციის ვერსიით, თავდამსხმელი 24 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც ოჯახური ძალადობის ისტორიასთან ერთად, ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრის ჰიპკინსის თქმით, თავდამსხმელი გარდაცვლილია და ეროვნული უსაფრთხოების რისკი აღარ არსებობს. მან ნაშუადღევს შემთხვევის ადგილიც მოინახულა და დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გეგმის მიხედვით ჩატარდება და რომ ხალხს თამაშებზე დასწრების არ უნდა შეეშინდეს. ჰიპკინსმა თქვა, რომ სროლა "ცალკეული ინციდეტი" იყო და გულშემატკივრები არ უნდა დააფრთხოს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის ეკიპაჟებმა.

თავდამსხმელთან შეტაკებისას, პოლიციის ოფიცერს ტყვია მოხვდა და დაშავდა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენმა დაშავებულებმა საშუალო და მძიმე დაზიანებები მიიღეს.

პოლიციის თქმით, სროლაში ეჭვმიტანილ 24 წლის მამაკაცს შინაპატიმრობის ორდერი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში იდენის პარკში სამუშაოდ სიარული შეეძლო.

"მას ოჯახური ძალადობის ისტორია და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი წინა დანაშაულები არ მიუთითებდა, რომ ამგვარ საფრთხეს წარმოადგენდა. აგრეთვე, მას არც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვა ჰქონია", - განაცხადა ახალი ზელანდიის პოლიციის კომისარმა, ენდრიუ ქოსტერმა.

ახალ ზელანდიაში იარაღის შესახებ კანონები 2019 წელს გამკაცრდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ სალოცავში 51 მუსულმანი მოკლა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა