სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა" - გიული ალასანია
"აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა" - გიული ალასანია

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, თუ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცუ­დად ყოფ­ნა­ში ეჭვი ეპა­რე­ბა, შე­უძ­ლია პი­რა­დად მო­ი­ნა­ხუ­ლოს.

რო­გორც მან კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­თან“ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ექი­მი.

„ვინ არი­ან სხვა ექი­მე­ბი? ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან გვყავ­და ექი­მი, შვე­ი­ცა­რი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან. ვინ დარ­ჩა? უსა­თუ­ოდ რუ­სე­თი­დან უნდა ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ? ყვე­ლა, ვინც სა­ჭი­რო იყო, ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, გა­სინ­ჯეს, ნა­ხეს. აქ გვყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ექი­მე­ბი და ყვე­ლამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გა­სინ­ჯოს კი­დევ. თვი­თონ გა­სინ­ჯოს მა­შინ პრე­მი­ერ­მა, მო­ვი­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მისი აზ­რით, პო­ლო­ნელ ექი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ცი­დენ­ტი პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მო­ა­წყო.

„აბა ვინ, მე მო­ვა­წყვე? პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მას ყო­ველ­თვის ეძ­ლე­ვა მი­თი­თე­ბა და ისი­ნი იმას ას­რუ­ლე­ბენ, რა­საც მი­უ­თი­თე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, პო­ლო­ნე­ლი ექი­მი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა­გან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბის გა­ტა­ნას მა­ლუ­ლად, ფეხ­საც­მლის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობ­და. უწყე­ბამ შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ო­კად­რე­ბიც გა­ავ­რცე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
2

თუ ყველამ აქ გასინჯა და თქვა, რომ პარანოია არ იკუნებაო, სად გინდა გადაყვანა? 

123
2

ვითომ გონებამახვილობს, ეს იდიოტი ქალი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა" - გიული ალასანია

"აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარება, შეუძლია პირადად მოინახულოს.

როგორც მან კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესამოწმებლად თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს ექიმი.

„ვინ არიან სხვა ექიმები? ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“, - განაცხადა ალასანიამ.

მისი აზრით, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით ინციდენტი პენიტენციურმა სამსახურმა მოაწყო.

„აბა ვინ, მე მოვაწყვე? პენიტენციურ სისტემას ყოველთვის ეძლევა მითითება და ისინი იმას ასრულებენ, რასაც მიუთითებენ“, - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.