საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს პრემიერი მორიგ ჯერზე ტყუის...  ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების“ მთავრობა" - არახამია
"საქართველოს პრემიერი მორიგ ჯერზე ტყუის...  ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების“ მთავრობა" - არახამია

თუ რამე ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ეს რუ­სე­თი და მისი გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბაა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით არა­ხა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ „უკ­რა­ი­ნა იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მი­ე­ღო".

მი­სი­ვე თქმით, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მო­რიგ ჯერ­ზე იც­რუა, რაც მიზ­ნად უკ­რა­ი­ნე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბას ისა­ხავს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მო­რიგ ჯერ­ზე ტყუ­ის და მო­რიგ ჯერ­ზე ავ­რცე­ლებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც მიზ­ნად უკ­რა­ი­ნელ და ქარ­თველ ხალ­ხს შო­რის შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბას ისა­ხავს, ეს კი მხო­ლოდ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­შია. თუ რამე ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ეს რუ­სე­თი და მისი გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნას, ჩვენ­თვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქარ­თვე­ლე­ბის ად­გი­ლი ჩვენ­თან ერ­თად, ერ­თი­ან ევ­რო­პულ ოჯახ­ში იყოს, სა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მშვი­დო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა, დე­მოკ­რა­ტია და კე­თილ­დღე­ო­ბა,“ - წერს და­ვით არა­ხა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გუ­შინ აღ­ნიშ­ნა, რომ შარ­შან უკ­რა­ი­ნა იყო ერთ-ერთი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ "ჩვენ არ მიგ­ვე­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. პრე­მი­ე­რის თქმით, ეს ბევ­რმა ევ­რო­პელ­მა ლი­დერ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

პრე­მი­ე­რის თქმით, სჯე­რა, რომ "კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი" და "მათი ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლო­ბა" დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნაა და ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა.

„გა­სა­გე­ბია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მათი მო­ტი­ვა­ცი­აც გა­სა­გე­ბია. ისიც ვიცი, რომ შარ­შან უკ­რა­ი­ნა იყო ერთ-ერთი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ჩვენ არ მიგ­ვე­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს რე­ა­ლო­ბაა. ეს ძა­ლი­ან ბევ­რმა ჩვენ­მა ევ­რო­პელ­მა ლი­დერ­მა და­მი­დას­ტუ­რა. ეს არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი. უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს მე ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ხალ­ხი. მინ­და, რომ მათ ვუ­სურ­ვო კი­დევ ერთხელ მშვი­დო­ბა, ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. მე მა­ინც მჯე­რა, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და ეს მათი ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლო­ბა არის დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა და ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
0

ამათმა რომ მართლა რამე კარგი გააკეთონ, თუნდაც თავის ქვეყნისთვის,მერე არაფერი და ვერაფერი გააჩერებს....ვაი ამათ პატრონს, თავის გაუბედურებულ ქვეყანას მიხედონ ურჩევნიათ. ჩიკორები!

 

ვაი რომ
0

ევროინტეგრაციის ფასი ქვეყნის მოსახლეობისთვის ომს და მიწასთან გასწორებას, ხოლო პოლიტელიტისთვის გამდიდრებას უდრის შექმნილ ვითარებაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საქართველოს პრემიერი მორიგ ჯერზე ტყუის...  ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების“ მთავრობა" - არახამია

"საქართველოს პრემიერი მორიგ ჯერზე ტყუის...  ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების“ მთავრობა" - არახამია

თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო".

მისივე თქმით, ღარიბაშვილმა მორიგ ჯერზე იცრუა, რაც მიზნად უკრაინელებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდებას ისახავს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას ისახავს, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად, ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა,“ - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ "ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. პრემიერის თქმით, ეს ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა.

პრემიერის თქმით, სჯერა, რომ "კონკრეტული გამოვლინებები" და "მათი ანგაჟირებულობა" დროებითი მოვლენაა და ძალიან მალე დასრულდება.

„გასაგებია ეს ყველაფერი, მათი მოტივაციაც გასაგებია. ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. უკრაინელ ხალხს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, რომ მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მე მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება", - განაცხადა პრემიერმა.