ფრანგი კინომსახიობი, სტილის სიმბოლოდ აღიარებული ჟულიეტ ბინოში 59 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. იგი ახლა საკმაოდ დაფარულად ცხოვრობს და საზოგადოებამ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის, მაგრამ თუკი რომელიმე სოციალურ ღონისძიებას ესწრება, ყველა თვალი და კამერა მისკენაა მიმართული. შესანიშნავი კარიერის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და უამრავი პრესტიჟული ჯილდოც მიიღო, თუმცა მისი სტილი ყოველთვის დახვეწილი, მარტივი და სადა იყო, რის გამოც უამრავი ქალისთვის დღემდე შთაგონებაა. საინტერესოა, რას ფიქრობს გამორჩეული მსახიობი სილამაზისა და ასაკის მატების შესახებ:
"არასოდეს მიფიქრია, რომ ლამაზი ვიყავი. ეს ბავშვობიდან მომყვება. ჩვენს სახლში სარკეები არ იყო, ამიტომ იქ ჩემი თავი არ მინახავს. არც დედაჩემს უთქვამს როდისმე, რომ ლამაზი ვარ." გააგრძელეთ კითხვა