ავტორი:

"11 ივლისის მონაცემებით, იყო 66 კილოგრამი 200 გრამი, დავაფიქსირეთ მხოლოდ - 66 - ხაჭაპურიძეს დაერიცხა და უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო" - ნინო ნადირაძე  სააკაშვილზე

"11 ივლისის მონაცემებით, იყო 66 კილოგრამი 200 გრამი, დავაფიქსირეთ მხოლოდ - 66 - ხაჭაპურიძეს დაერიცხა და უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო" - ნინო ნადირაძე  სააკაშვილზე

"ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წონა 11 ივლისის მონაცემებით, 66 კილოგრამს შეადგენს.

ნადირაძე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი 63 კილოგრამს იწონის, "ცინცხალ ტყუილში“ ადანაშაულებს.

"ხაჭაპურიძეს დაერიცხა და უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო, 11 ივლისის მონაცემებით იყო 66 კგ. 200გრ. დავაფიქსირეთ მხოლოდ 66 კგ.“, - წერს ნადირაძე "ფეისბუქზე“.

მანამდე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ბოლო მონაცემებით, მისი წონა 63 კილოგრამია.

იხილეთ ასევე: