მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისკზე წასვლა არ ღირს - "თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია
რისკზე წასვლა არ ღირს - "თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

ზა­ფხუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სე­ზო­ნია. ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქა­ლაქ­გა­რეთ გა­დის და ავ­ტო­მო­ბი­ლით შორ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი­სა თუ სხვა ექ­სცე­სე­ბის რის­კიც იმა­ტებს. გარ­და ამი­სა, ავ­ტო­მო­ბი­ლის ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­მართ საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რეა.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე თით­ქოს არ არ­სე­ბობს მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც და­სას­ვე­ნებ­ლად გამ­გზავ­რე­ბამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბას გა­დაგ­ვა­ფიქ­რე­ბი­ნებს.

თუმ­ცა ხში­რად მძღო­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის სე­ზო­ნუ­რი გა­მარ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბას ვერ აღიქ­ვა­მენ და კომ­პე­ტენ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მე­ტად მე­გობ­რე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის, ნაც­ნო­ბე­ბი­სა თუ სა­კუ­თარ მო­გო­ნილ, ყო­ველ­გვა­რი გო­ნივ­რუ­ლო­ბის­გან დაც­ლილ ვა­რა­უ­დებ­სა და "არ­გუ­მენ­ტებს“ ეყ­რდნო­ბი­ან. მაგ.: "ზა­ფხულ­ში სულ ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით დავ­დი­ვარ და არა­ფე­რი მომ­სვლია“; "ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა ზეთი ბო­ლოს 3 წლის წი­ნათ გა­მოც­ვა­ლა და კი და­დის მშვე­ნივ­რად“ და ა.შ.

სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ახა­ლი კამ­პა­ნია და ტრა­დი­ცი­უ­ლად, ავ­ტო­მო­ბი­ლის სე­ზო­ნუ­რი გა­მარ­თვის­კენ მოგ­ვი­წო­დებს.

კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ვი­დეო და პრინტსე­რია ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­გო­ნე­ბე­ბის არა­გო­ნივ­რუ­ლო­ბას წარ­მო­ა­ჩენს და ხაზს უს­ვამს, რომ ყო­ველ ჯერ­ზე, როცა მძღო­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბილს სე­ზო­ნუ­რად არ ამ­ზა­დე­ბენ და აღ­ნიშ­ნულ მი­თებს იზი­ა­რე­ბენ თუ იმი­ზე­ზე­ბენ, არა­გო­ნივ­რულ რის­კზე მი­დი­ან. რის­კზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნო და სა­ნა­ნე­ბელ მო­გო­ნე­ბად ექ­ცეთ.

ვახ­ტანგ მძი­ნა­რაშ­ვი­ლი, "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლამ­დე, ადა­მი­ა­ნებს დრო­ის დე­ფი­ცი­ტი და უამ­რა­ვი ხარ­ჯი აქვთ. ამი­ტო­მაც დრო­ის, ფი­ნან­სე­ბი­სა თუ ძა­ლის­ხმე­ვის და­ზოგ­ვის მიზ­ნით ცდი­ლო­ბენ, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბას თავი და თვა­ლი აა­რი­დონ. ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მყა­რად ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და მი­თე­ბი კი ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, არა­გო­ნივ­რულ შე­გო­ნე­ბებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი აზ­რე­ბი­თა და ფაქ­ტე­ბით დავ­პი­რის­პი­რე­ბო­დით და ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში მძღო­ლე­ბის­თვის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მო­ტი­ვა­ცია მიგ­ვე­ცა“.

"თე­გე­ტა მო­ტორ­სის­თვის“ უსაფრ­თხო­ე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. ახა­ლი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნიც ის არის, რომ მძღო­ლებს გა­მარ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დოთ.

ვახ­ტანგ მძი­ნა­რაშ­ვი­ლი, "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "გვინ­და, მძღო­ლებს იმის გა­აზ­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ, რომ გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლით უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთჯე­რა­დი გა­მარ­თლე­ბა იყოს — შე­საძ­ლოა, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ერთ მძღოლს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნა, მაგ­რამ ეს არაა იმის დას­ტუ­რი, რომ მე­ო­რე მძღო­ლის ზა­ფხუ­ლი ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის, იმი­ტომ რომ ყო­ველ ჯერ­ზე, როცა მძღო­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბილს სე­ზო­ნუ­რად არ ამ­ზა­დე­ბენ და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტურ შე­გო­ნე­ბებს იზი­ა­რე­ბენ თუ იმი­ზე­ზე­ბენ, არა­გო­ნივ­რულ რის­კზე მი­დი­ან.

ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თვა კი სწო­რედ ის სა­კი­თხია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის აზ­რე­ბი არ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და ყუ­რა­დღე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს მი­ვაქ­ცი­ოთ — იქ, სა­დაც საქ­მე უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და კომ­ფორ­ტულ გა­და­ად­გი­ლე­ბას ეხე­ბა, რის­კზე წას­ვლა არ ღირს“.

სწო­რედ ამი­ტომ "თე­გე­ტა მო­ტორსში“ გვირ­ჩე­ვენ, სხვი­სი აზ­რე­ბი­სა თუ გა­გო­ნი­ლი მი­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გამ­გზავ­რე­ბამ­დე ჩვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­თა­ნა­დოდ მო­ვამ­ზა­დოთ. საფრ­თხეს, და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­სა თუ უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებს თავი ავა­რი­დოთ — გამ­გზავ­რე­ბამ­დე შე­ვა­მოწ­მოთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შევ­ცვა­ლოთ სა­ბუ­რა­ვე­ბი, აკუ­მუ­ლა­ტო­რი, ზეთი და სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა.

მშვი­დი და უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის კი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, "თე­გე­ტა მო­ტორსში“ აღ­ნიშ­ნულ პრო­დუქ­ტებ­ზე ხელ­საყ­რე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი დაგ­ხვდე­ბათ.

--

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია "თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-ამდე სა­ცა­ლო და 35 000-ამდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. "თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ 300-ამდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

ავტორი:

რისკზე წასვლა არ ღირს - "თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

რისკზე წასვლა არ ღირს - "თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

ზაფხული ავტომობილის მოვლისთვის მნიშვნელოვანი სეზონია. ამ პერიოდში ადამიანების უმრავლესობა ქალაქგარეთ გადის და ავტომობილით შორ მანძილზე გადაადგილდება. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ სხვა ექსცესების რისკიც იმატებს. გარდა ამისა, ავტომობილის ზოგიერთი ნაწილი ტემპერატურის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა.

ამ ყველაფრის ფონზე თითქოს არ არსებობს მიზეზი, რომელიც დასასვენებლად გამგზავრებამდე ავტომობილის სათანადოდ მომზადებას გადაგვაფიქრებინებს.

თუმცა ხშირად მძღოლები ავტომობილის სეზონური გამართვის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ და კომპეტენტურ ინფორმაციაზე მეტად მეგობრების, მეზობლების, ნაცნობებისა თუ საკუთარ მოგონილ, ყოველგვარი გონივრულობისგან დაცლილ ვარაუდებსა და "არგუმენტებს“ ეყრდნობიან. მაგ.: "ზაფხულში სულ ზამთრის საბურავებით დავდივარ და არაფერი მომსვლია“; "ჩემმა მეზობელმა ზეთი ბოლოს 3 წლის წინათ გამოცვალა და კი დადის მშვენივრად“ და ა.შ.

სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება "თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და ტრადიციულად, ავტომობილის სეზონური გამართვისკენ მოგვიწოდებს.

კამპანიის მთავარი ვიდეო და პრინტსერია ავტომობილის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული შეგონებების არაგონივრულობას წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მძღოლები ავტომობილს სეზონურად არ ამზადებენ და აღნიშნულ მითებს იზიარებენ თუ იმიზეზებენ, არაგონივრულ რისკზე მიდიან. რისკზე, რომელიც შეიძლება უსიამოვნო და სანანებელ მოგონებად ექცეთ.

ვახტანგ მძინარაშვილი, "თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "ზაფხულის პერიოდში, შვებულებაში გასვლამდე, ადამიანებს დროის დეფიციტი და უამრავი ხარჯი აქვთ. ამიტომაც დროის, ფინანსებისა თუ ძალისხმევის დაზოგვის მიზნით ცდილობენ, ავტომობილის გამართვის საჭიროებას თავი და თვალი აარიდონ. ავტომობილის მოვლის შესახებ გავრცელებული, საზოგადოებაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპული მოსაზრებები და მითები კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, არაგონივრულ შეგონებებს კომპეტენტური აზრებითა და ფაქტებით დავპირისპირებოდით და ზაფხულის პერიოდში მძღოლებისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია მიგვეცა“.

"თეგეტა მოტორსისთვის“ უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ახალი კამპანიის მიზანიც ის არის, რომ მძღოლებს გამართული ავტომობილით გადაადგილებისკენ მოვუწოდოთ.

ვახტანგ მძინარაშვილი, "თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "გვინდა, მძღოლებს იმის გააზრებაში დავეხმაროთ, რომ გაუმართავი ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილება შეიძლება მხოლოდ ერთჯერადი გამართლება იყოს — შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ერთ მძღოლს მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეექმნა, მაგრამ ეს არაა იმის დასტური, რომ მეორე მძღოლის ზაფხული ექსცესების გარეშე ჩაივლის, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როცა მძღოლები ავტომობილს სეზონურად არ ამზადებენ და გარშემომყოფების არაკომპეტენტურ შეგონებებს იზიარებენ თუ იმიზეზებენ, არაგონივრულ რისკზე მიდიან.

ავტომობილის გამართვა კი სწორედ ის საკითხია, რომლის შესახებაც გარშემომყოფების აზრები არ უნდა გავითვალისწინოთ და ყურადღება პროფესიონალების რეკომენდაციებს მივაქციოთ — იქ, სადაც საქმე უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ეხება, რისკზე წასვლა არ ღირს“.

სწორედ ამიტომ "თეგეტა მოტორსში“ გვირჩევენ, სხვისი აზრებისა თუ გაგონილი მითების მიუხედავად, გამგზავრებამდე ჩვენი ავტომობილი სათანადოდ მოვამზადოთ. საფრთხეს, დამატებით ხარჯებსა თუ უსიამოვნო მოგონებებს თავი ავარიდოთ — გამგზავრებამდე შევამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ საბურავები, აკუმულატორი, ზეთი და სამუხრუჭე სისტემა.

მშვიდი და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, "თეგეტა მოტორსში“ აღნიშნულ პროდუქტებზე ხელსაყრელი შეთავაზებები დაგხვდებათ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: "თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია "თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.