სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაგნერის" მეორედ "დაბადება" ამჯერად - ბელარუსში?
"ვაგნერის" მეორედ "დაბადება" ამჯერად - ბელარუსში?
  • ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

პრი­გო­ჟი­ნის "ვაგ­ნერ­მა" ერთი თვის წინ, ერთი დღით, თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო აა­ფო­რი­ა­ქა, რო­დე­საც ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნე­ბით მოს­კო­ვის მი­სად­გო­მე­ბის­კენ მარშ-გა­დას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა...

მა­შინ კრემ­ლმა ბოლო მო­მენ­ტში მა­ინც შეძ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბა ისე, რომ რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქთან ორ­თაბ­რძო­ლა არ გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა პუ­ტი­ნი, ასე­ვე, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, არ და­ე­სა­ჯა "ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი პრი­გო­ჟი­ნი და მისი არა­ნაკ­ლებ 35, სხვა­დას­ხვა დო­ნის სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი.

და ეს მას შემ­დეგ, რაც მოს­კო­ვის­კენ "ავ­ტო­გარ­ბე­ნის" დროს "ვაგ­ნე­რე­ლებ­მა" ორი­ოდ სა­ათ­ში რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის ექ­ვსი შვე­ულმფრე­ნი და ერთი დიდი, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს, რა­საც მათი ეკი­პა­ჟე­ბი­დან ორ ათე­უ­ლამ­დე წევ­რის და­ღუპ­ვა მოჰ­ყვა.

  • თით­ქმის ერთი თვე გახ­და სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ სა­ბო­ლო­ოდ გარ­კვე­უ­ლი­ყო "ვაგ­ნე­რი­სა" და თა­ვად პრი­გო­ჟი­ნის შემ­დგო­მი ბედი.

გუ­შინ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ბე­ლა­რუს­ში "ვაგ­ნე­რის" მე­ექ­ვსე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კო­ლო­ნა გა­და­ვი­და, და­ახ­ლო­ბით, 100-120 მან­ქა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბით, წინა ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბე­ბიც არა­ნაკ­ლე­ბი გახ­ლდათ და, რო­გორც ჩანს, "ვაგ­ნე­რის" პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის დიდი ნა­წი­ლი თავს მო­იყ­რის ბე­ლა­რუ­სის მო­გი­ლე­ვის ოლ­ქის სო­ფელ ცელ­თან გაშ­ლილ სა­ვე­ლე ბა­ნაკ­ში, სა­დაც გა­ჭი­მულ 300-ზე მეტ დიდ სა­ვე­ლე კა­რავ­ში 15 ათა­სამ­დე მებ­რძო­ლის გან­თავ­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ერთ ასეთ კა­რავ­ში სა­წოლ­ზე მხო­ლოდ ტრუ­სე­ბი­სა და პე­რან­გის ამა­რა მჯდო­მი თა­ვად პრი­გო­ჟი­ნის ფოტო უკვე გავ­რცელ­და...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
3

როგორ დადგეს სპექტაკლი ბელორუსის ომში საბოლოოდ ჩასათრევად!

გიორგი
3

ჩვენმა გრანტიჭამია "ექსპერტებმა" რაო ვაგნერი პუტინს აუჯანყდა და მოსკოვი აღებას წკიპზე გადაურჩაო? :)) თუ მაგ კომბინაციით უფრო ბელორუისიიდან იხსნება მეორე ფრონტი ისე რომ ბატკას ხელები აქვს დაბანილი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ვაგნერის" მეორედ "დაბადება" ამჯერად - ბელარუსში?

"ვაგნერის" მეორედ "დაბადება" ამჯერად - ბელარუსში?
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

პრიგოჟინის "ვაგნერმა" ერთი თვის წინ, ერთი დღით, თითქმის მთელი მსოფლიო ააფორიაქა, როდესაც ჯავშანმანქანების კოლონებით მოსკოვის მისადგომებისკენ მარშ-გადასროლა განახორციელა...

მაშინ კრემლმა ბოლო მომენტში მაინც შეძლო სიტუაციის დარეგულირება ისე, რომ რუსეთის დედაქალაქთან ორთაბრძოლა არ გაიმართა, თუმცა პუტინი, ასევე, იძულებული გახდა, არ დაესაჯა "ვაგნერის" ხელმძღვანელი პრიგოჟინი და მისი არანაკლებ 35, სხვადასხვა დონის საველე მეთაური.

და ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვისკენ "ავტოგარბენის" დროს "ვაგნერელებმა" ორიოდ საათში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ექვსი შვეულმფრენი და ერთი დიდი, სპეციალიზებული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც მათი ეკიპაჟებიდან ორ ათეულამდე წევრის დაღუპვა მოჰყვა.

  • თითქმის ერთი თვე გახდა საჭირო იმისთვის, რომ საბოლოოდ გარკვეულიყო "ვაგნერისა" და თავად პრიგოჟინის შემდგომი ბედი.

გუშინ რუსეთის ტერიტორიიდან ბელარუსში "ვაგნერის" მეექვსე საავტომობილო კოლონა გადავიდა, დაახლობით, 100-120 მანქანის შემადგენლობით, წინა ავტოკოლონების შემადგენლობებიც არანაკლები გახლდათ და, როგორც ჩანს, "ვაგნერის" პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი თავს მოიყრის ბელარუსის მოგილევის ოლქის სოფელ ცელთან გაშლილ საველე ბანაკში, სადაც გაჭიმულ 300-ზე მეტ დიდ საველე კარავში 15 ათასამდე მებრძოლის განთავსება შეიძლება. ერთ ასეთ კარავში საწოლზე მხოლოდ ტრუსებისა და პერანგის ამარა მჯდომი თავად პრიგოჟინის ფოტო უკვე გავრცელდა...განაგრძეთ კითხვა