კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ცალ-ცალკე ცხოვრობენ..." - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს შორდებიან? - რას წერს მედია
"მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ცალ-ცალკე ცხოვრობენ..." - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს შორდებიან? - რას წერს მედია

რამ­დე­ნი­მე დღეა ყვი­თე­ლი პრე­სა პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ წერს. წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­როს თქმით, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლუ­რად, ჰა­რი­სა და მე­განს მარ­თლაც აქვთ პრობ­ლე­მე­ბი და ამ­ჟა­მად ცალ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, ხოლო ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით ცხოვ­რე­ბა იმი­ტომ აირ­ჩი­ეს, რომ სა­კუ­თარ თავ­ში გა­ერ­კვნენ და კავ­ში­რის აღ­დგე­ნის გზა მო­ნა­ხონ.

ამის შე­სა­ხებ RadarOnline-ი წერს. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ცე­მას ესა­უბ­რა სა­მე­ფო წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო.

"ისი­ნი ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, რამ შე­არ­ყია ურ­თი­ერ­თო­ბა. ჰარი ვერ ერ­გე­ბა მე­გა­ნის მიერ მო­წყო­ბილ სამ­ყა­როს",- გა­ნუ­ცხა­და მან გა­მო­ცე­მას.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 38 წლის ჰარი აფ­რი­კა­ში, სა­დაც დო­კუ­მენ­ტურ ფილმში უნდა გა­და­ი­ღონ, გამ­გზავ­რე­ბას ცო­ლის გა­რე­შე, მარ­ტო გეგ­მავს. ჰარი აფ­რი­კას მე­ო­რე სახ­ლად მი­იჩ­ნევს და იქ თავს კარ­გად გრძნობს.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილს უჭირს, რომ მდიდ­რუ­ლი კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რონ, რად­გან ეს დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძვი­რი უჯ­დე­ბათ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვაც.

"ამ­დენ­მა პრობ­ლე­მამ მათი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცია. დრო­ე­ბით ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა იმე­დია, და­ეხ­მა­რე­ბა მათ ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ში", - დას­ძი­ნა მან.

ასე­ვე, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილ­მა მონ­ტე­სი­ტოს სა­სახ­ლე გა­ყი­და და ჰარი სხვა ად­გი­ლას გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

სა­მე­ფო ექ­სპერ­ტი, და­ნი­ე­ლა ელ­სე­რი კი ამ­ბობს, რომ 41 წლის მარ­კლი სა­კუ­თა­რი ბრენ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და მი­ლი­ო­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას გეგ­მავს, რაც მისი თქმით, იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ისი­ნი მარ­თლაც გან­სხვა­ვე­ბულ გზებს ად­გა­ნან.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზი
1

მეორე სახლის ამბავი კი გავარკვიეთ აფრიკა ყოფილა. ახლა პირველი სახლი რომელია იმის გარკვევა ვეცდებით. 

!!!
6

ამათზეა ნათქვამი- ორშაბათს დილით შეყრილნი სამშაბათს გავიყარენითო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ცალ-ცალკე ცხოვრობენ..." - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს შორდებიან? - რას წერს მედია

"მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ცალ-ცალკე ცხოვრობენ..." - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს შორდებიან? - რას წერს მედია

რამდენიმე დღეა ყვითელი პრესა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის დაშორების შესახებ წერს. წყვილთან დაახლოებული წყაროს თქმით, მისი ინფორმაციით, რეალურად, ჰარისა და მეგანს მართლაც აქვთ პრობლემები და ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ დაშორებულები არ არიან, ხოლო ერთმანეთისგან განცალკევებით ცხოვრება იმიტომ აირჩიეს, რომ საკუთარ თავში გაერკვნენ და კავშირის აღდგენის გზა მონახონ.

ამის შესახებ RadarOnline-ი წერს. სწორედ აღნიშნულ გამოცემას ესაუბრა სამეფო წყვილთან დაახლოებული წყარო.

"ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რამ შეარყია ურთიერთობა. ჰარი ვერ ერგება მეგანის მიერ მოწყობილ სამყაროს",- განუცხადა მან გამოცემას.

საინტერესოა ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ჰარი აფრიკაში, სადაც დოკუმენტურ ფილმში უნდა გადაიღონ, გამგზავრებას ცოლის გარეშე, მარტო გეგმავს. ჰარი აფრიკას მეორე სახლად მიიჩნევს და იქ თავს კარგად გრძნობს.

წყაროს ინფორმაციით, წყვილს უჭირს, რომ მდიდრული კალიფორნიული ცხოვრებით იცხოვრონ, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძვირი უჯდებათ უსაფრთხოებაზე ზრუნვაც.

"ამდენმა პრობლემამ მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. დროებით ცალ-ცალკე ცხოვრება იმედია, დაეხმარება მათ ურთიერთობის გაგრძელებაში", - დასძინა მან.

ასევე, არსებული ინფორმაციით, წყვილმა მონტესიტოს სასახლე გაყიდა და ჰარი სხვა ადგილას გადავიდა საცხოვრებლად.

სამეფო ექსპერტი, დანიელა ელსერი კი ამბობს, რომ 41 წლის მარკლი საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბებას და მილიონების გამომუშავებას გეგმავს, რაც მისი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი მართლაც განსხვავებულ გზებს ადგანან.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა