ავტორი:

"მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ცალ-ცალკე ცხოვრობენ..." - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს შორდებიან? - რას წერს მედია

"მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ცალ-ცალკე ცხოვრობენ..." - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს შორდებიან? - რას წერს მედია

რამდენიმე დღეა ყვითელი პრესა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის დაშორების შესახებ წერს. წყვილთან დაახლოებული წყაროს თქმით, მისი ინფორმაციით, რეალურად, ჰარისა და მეგანს მართლაც აქვთ პრობლემები და ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ დაშორებულები არ არიან, ხოლო ერთმანეთისგან განცალკევებით ცხოვრება იმიტომ აირჩიეს, რომ საკუთარ თავში გაერკვნენ და კავშირის აღდგენის გზა მონახონ.

ამის შესახებ RadarOnline-ი წერს. სწორედ აღნიშნულ გამოცემას ესაუბრა სამეფო წყვილთან დაახლოებული წყარო.

"ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რამ შეარყია ურთიერთობა. ჰარი ვერ ერგება მეგანის მიერ მოწყობილ სამყაროს",- განუცხადა მან გამოცემას.

საინტერესოა ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ჰარი აფრიკაში, სადაც დოკუმენტურ ფილმში უნდა გადაიღონ, გამგზავრებას ცოლის გარეშე, მარტო გეგმავს. ჰარი აფრიკას მეორე სახლად მიიჩნევს და იქ თავს კარგად გრძნობს.

წყაროს ინფორმაციით, წყვილს უჭირს, რომ მდიდრული კალიფორნიული ცხოვრებით იცხოვრონ, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძვირი უჯდებათ უსაფრთხოებაზე ზრუნვაც.

"ამდენმა პრობლემამ მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. დროებით ცალ-ცალკე ცხოვრება იმედია, დაეხმარება მათ ურთიერთობის გაგრძელებაში", - დასძინა მან.

ასევე, არსებული ინფორმაციით, წყვილმა მონტესიტოს სასახლე გაყიდა და ჰარი სხვა ადგილას გადავიდა საცხოვრებლად.

სამეფო ექსპერტი, დანიელა ელსერი კი ამბობს, რომ 41 წლის მარკლი საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბებას და მილიონების გამომუშავებას გეგმავს, რაც მისი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი მართლაც განსხვავებულ გზებს ადგანან.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა