საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს - როგორია მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს - როგორია მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გა­მოვ­ლინ­და თა­ვის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა, კომ­პრე­სი­უ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა და სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი ზე­და­პი­რუ­ლი და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი, - ამის შე­სა­ხებ, გორ­ში, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მე-3 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი 2 წლის ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.

იგორ გე­ორ­გი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი გა­დაყ­ვა­ნი­ლია თბი­ლის­ში, ბავ­შვთა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში.

„დი­ლის სა­ა­თებ­ში მშო­ბელ­მა შე­მო­იყ­ვა­ნა სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი ორი წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­და თვალ­სა­ჩი­ნო ზე­და­პი­რუ­ლი ტრავ­მე­ბი. პა­ცი­ენტს გა­ე­წია პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, მოხ­და სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა და სტა­ბი­ლი­ზა­ცია. ჩა­ტარ­და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მოვ­ლინ­და თა­ვის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა, კომ­პრე­სი­უ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა და სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი ზე­და­პი­რუ­ლი და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი. გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იქნა რე­ფე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, პა­ცი­ენ­ტი გა­დაყ­ვა­ნი­ლია ბავ­შვთა პრო­ფი­ლურ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში. რე­ფე­რი­რე­ბის მო­მენ­ტში პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თვა­დი იყო, რაც შე­ე­ხე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­დგომ შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას, რთუ­ლია პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა იგორ გე­ორ­გი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს დი­ლით, გორ­ში, კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მშვი­დო­ბის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მე-3 სარ­თუ­ლი­დან 2 წლის გო­გო­ნა გად­მო­ვარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს - როგორია მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს - როგორია მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გამოვლინდა თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები, - ამის შესახებ, გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

იგორ გეორგიანის ინფორმაციით, მცირეწლოვანი პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

„დილის საათებში მშობელმა შემოიყვანა სიმაღლიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა თვალსაჩინო ზედაპირული ტრავმები. პაციენტს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, მოხდა სასიცოცხლო პარამეტრების ნორმალიზება და სტაბილიზაცია. ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები, რის საფუძველზეც გამოვლინდა თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები. გამოძახებული იქნა რეფერალური სამსახური, პაციენტი გადაყვანილია ბავშვთა პროფილურ სპეციალიზებულ კლინიკაში. რეფერირების მომენტში პაციენტის მდგომარეობა მართვადი იყო, რაც შეეხება მდგომარეობის შემდგომ შესაძლო განვითარებას, რთულია პროგნოზის გაკეთება“, - აღნიშნა იგორ გეორგიანმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა.