ავტორი:

ლუკა ლაცაბიძის ძებნის ოპერაციისას, თბილისის ზღვაში სხვა ადამიანის ცხედარი იპოვეს

ლუკა ლაცაბიძის ძებნის ოპერაციისას, თბილისის ზღვაში სხვა ადამიანის ცხედარი იპოვეს

უკვე მე - 4 დღეა თბილისში 21 წლის ბიჭს ლუკა ლაცაბიძეს ახლობლები და სამართალდამცავები ეძებენ.

მას მერე, რაც პოლიციამ მისი ზურგჩანთა და მობილური ტელეფონი თბილისის ზღვაზე ნახა, სამაშველო ოპერაცია დაიწყო. ზღვაში მყვინთავები მუშაობენ.

ambebi. ge - თვის ცნობილი გახდა, რომ მათ ამ ოპერაციისას ცხედარი ნახეს, თუმცა ეს ლუკა არ აღმოჩნდა. ჩვენი წყაროს თქმით, ნაპოვნი შუახნის მამაკაცია, რომელიც უცხოელი უნდა იყოს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა.