მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დააკავეს - რა მოხდა ბიტომის აუზზე და რას წერს პოლონური მედია
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დააკავეს - რა მოხდა ბიტომის აუზზე და რას წერს პოლონური მედია

პო­ლო­ნეთ­ში, ქა­ლაქ ბი­ტო­მის სა­სა­მარ­თლო­ში, დღეს, 17 ივ­ლისს ბრალს წა­რუდ­გე­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს 48 წლის მო­ქა­ლა­ქეს. მას ბრა­ლად ედე­ბა სამი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ სხვა სა­ხის სექ­სუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნა და ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, 12-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

  • ინ­ცი­დენ­ტი გა­სულ შა­ბათს, 15 ივ­ლისს ბი­ტო­მის სა­ცუ­რაო აუზ­ზე მოხ­და. აუ­ზის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს აუ­ზით მო­სარ­გებ­ლე ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას დე­დამ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მა­მა­კა­ცი მის შვილს ავიწ­რო­ებ­და. ამის შემ­დეგ აუზ­ზე მყოფ­მა კი­დევ ორმა არას­რულ­წლო­ვან­მა ბიჭ­მა უამ­ბო დაც­ვას, რომ მა­მა­კა­ცი მა­თაც ავიწ­რო­ებ­და. პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­მი­ვე მო­ზარ­დი 15 წლამ­დე ასა­კი­საა.

აუ­ზის დაც­ვამ მა­მა­კა­ცი და მისი თან­მხლე­ბი სამი პირი და­ა­კა­ვა და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა. ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბამ­დე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იკ­რი­ბა. ისი­ნი მა­მა­კა­ცის ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვ­დნენ. აქ­ცი­ის და­საშ­ლე­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­დათ.

  • "საქ­მე­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ, და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 48 წლის მო­ქა­ლა­ქე. მას ბრა­ლად ედე­ბა 15 წლამ­დე ასა­კის, სულ სამი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, სხვა სექ­სუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნა და ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია პო­ლო­ნე­თის შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქა­ლაქ ბი­ტომ­ში რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან არ აღი­ა­რა ბრალ­დე­ბა და მის­ცა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, რომ­ლის ში­ნა­არსსაც გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ საქ­მე­ზე ბრა­ლი მხო­ლოდ ერთ პირს წა­რუდ­გი­ნეს. და­ნარ­ჩე­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პირი (სა­მი­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე) მოწ­მის სა­ხით და­კი­თხეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა გან­ცხა­დე­ბით, მათ არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნი­ათ მომ­ხდარ­თან და არ არ­სე­ბობ­და მათ­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი.

წყა­რო

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
7

ერთი რომ აზერები აღმოჩნდნენ ესენი!

მეორე რომ არანარი პედოფილიის მოქმედება ვიდეოში არ აღმოჩნდა!

მესამე კიდევ ღია აუზში ვინ დებილი იზამდა საქვეყნოდ მასეტ რამეს!

ტყუილს მოკლეფეხები აქვს!

არსენა
20

ესაა პოლონელების მხრიდან საქართველოსთვის სამაგიეროს გადახდა მიშას ექსპერტ-ექიმის გაჩხრეკის გამო. ე. ი. ქართველებმა როგორ გაბედეთ ხმის ამოღება. ეხლა დავიჯერო, რომ ქართველებმა პოლონელები სექსუალური თავაშვებულობით გააკვირვეს!? სირცხვილი შოპენ-კოპერნიკს! მანდ ნეტავ რას მიკეთებს ჩვენი დომუხოვსკი!?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დააკავეს - რა მოხდა ბიტომის აუზზე და რას წერს პოლონური მედია

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დააკავეს - რა მოხდა ბიტომის აუზზე და რას წერს პოლონური მედია

პოლონეთში, ქალაქ ბიტომის სასამართლოში, დღეს, 17 ივლისს ბრალს წარუდგენენ საქართველოს 48 წლის მოქალაქეს. მას ბრალად ედება სამი არასრულწლოვნის მიმართ სხვა სახის სექსუალური ქმედებების ჩადენა და ჩადენის მცდელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

  • ინციდენტი გასულ შაბათს, 15 ივლისს ბიტომის საცურაო აუზზე მოხდა. აუზის დაცვის თანამშრომლებს აუზით მოსარგებლე ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონას დედამ შეატყობინა, რომ მამაკაცი მის შვილს ავიწროებდა. ამის შემდეგ აუზზე მყოფმა კიდევ ორმა არასრულწლოვანმა ბიჭმა უამბო დაცვას, რომ მამაკაცი მათაც ავიწროებდა. პოლონური მედიის ცნობით, სამივე მოზარდი 15 წლამდე ასაკისაა.

აუზის დაცვამ მამაკაცი და მისი თანმხლები სამი პირი დააკავა და პოლიცია გამოიძახა. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. პოლიციის გამოძახებამდე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ. აქციის დასაშლელად სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდათ.

  • "საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ, დაკავებულია საქართველოს 48 წლის მოქალაქე. მას ბრალად ედება 15 წლამდე ასაკის, სულ სამი არასრულწლოვნის მიმართ, სხვა სექსუალური ქმედებების ჩადენა და ჩადენის მცდელობა“, - ნათქვამია პოლონეთის შსს-ს განცხადებაში.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეჭვმიტანილი ქალაქ ბიტომში რამდენიმე დღეა, რაც ლეგალურად ცხოვრობს. გამოძიების ინფორმაციით, მან არ აღიარა ბრალდება და მისცა ახსნა-განმარტება, რომლის შინაარსსაც გამომძიებლები არ ასაჯაროებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე ბრალი მხოლოდ ერთ პირს წარუდგინეს. დანარჩენი დაკავებული სამი პირი (სამივე საქართველოს მოქალაქე) მოწმის სახით დაკითხეს და გაათავისუფლეს.

სამართალდამცველთა განცხადებით, მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ მომხდართან და არ არსებობდა მათთვის ბრალის წარდგენის საფუძველი.

წყარო