ავტორი:

რიკი მარტინი 6-წლიანი ქორწინების შემდეგ, მეუღლეს შორდება - "ახლა ყველაზე მეტად ის გვინდა, რომ მეგობრობა შევინარჩუნოთ"

რიკი მარტინი 6-წლიანი ქორწინების შემდეგ, მეუღლეს შორდება - "ახლა ყველაზე მეტად ის გვინდა, რომ მეგობრობა შევინარჩუნოთ"

რიკი მარტინი და მისი მეუღლე, ივან იოსეფი, 6-წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს შორდებიან. წყვილს გაყრის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. ამბობენ, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ:

"გადავწყვიტეთ, რომ შვილებზე ვიფიქროთ და ქორწინება სიყვარულით და პატივისცემით, ღირსეულად დავასრულოთ. გვინდა პატივი ვცეთ იმ გამოცდილებას, რაც ამ შესანიშნავი წლების განმავლობაში ერთად გამოვიარეთ, როგორც წყვილმა", - ამბობს პუერტო-რიკოელი სუპერვარსკვლავი და მისი ყოფილი მეუღლე ჟურნალ People-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ახლა ყველაზე მეტად ის გვინდა, რომ ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობა და მეგობრობა შევინარჩუნოთ, რათა ჩვენი შვილების ერთობლივი აღზრდა მშვიდად განვაგრძოთ. გვინდა ეს ისე გავაკეთოთ, რომ ერთმანეთის მიმართ არსებული სიყვარული და პატივისცემა არ დავკარგოთ", - აღნიშნავს რიკი მარტინი.

რიკისა და ივანს ორი შვილი ჰყავთ: ქალიშვილი ლუსია, რომელიც 2018 წელს დაიბადა და ვაჟი, რენი, რომელიც დაზე 1 წლითაა უმცროსი.

ამას გარდა, მარტინს კიდევ ტყუპი ვაჟი ჰყავს, მატეო და ვალენტინო, რომლებიც 2008 წელს სუროგატი დედისგან ეყოლა.

რიკი და ივანი შვილებთან ერთად

51 წლის მარტინი და 38 წლის იოსეფი 2015 წლიდან იცნობენ ერთმანეთს. 2016 წელს დაინიშნენ, მალე კი ოფიციალურად იქორწინეს.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა