14 ივლისს მსახიობ გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. ამ დღეების განმავლობაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა ტრაგიკული ოჯახის შესახებ, წერდნენ მარიკუნას გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი გახლდათ. რამდენიმე საათის წინ, ჟურნალისტმა საკუთარი გადაცემის გვერდზე მარიკუნას გარდაცვალების შესახებ, დადასტურებული ვერსია გამოაქვეყნა.
"მარიკუნა, გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში. გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა", - წერია "ფეისბუქგვერდზე".
როგორც გარდაცვლილის ბიძამ ილია ფერაძემ ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ქალს საქართველოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ.
წაიკითხეთ ასევე:
რა სამწუხაროა რომ ამ ოჯახში არ მთავრდება ეს ტრაგედიები😪. წავიდა თავის მშობლებთან😪
ნათელში იყოს მისი სული...მარა უკეთესი და უფრო დამაჯერებელი ვერსია შეიძლებოდა მოეგონებინა ქ. ნანულის ..უხერხულია მოტოზე ჯდებოდა და მოაჯირიდან გადავარდაო......ერთი და მთავარი ტკივილი ის არის რომ გარდაიცვალა როგორ და რანაირად ის წარსულში დარჩა..ჩვენ გული გვტკივა..