ავტორი:

წყნარ ოკეანეში ორი თვის წინ დაკარგული მეზღვაური და მისი ძაღლი მაშველებმა იპოვეს - როგორ მოახერხა მამაკაცმა უმკაცრეს პირობებში გადარჩენა

წყნარ ოკეანეში ორი თვის წინ დაკარგული მეზღვაური და მისი ძაღლი მაშველებმა იპოვეს - როგორ მოახერხა მამაკაცმა უმკაცრეს პირობებში გადარჩენა

ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ოთხფეხა მეგობარი წყნარ ოკეანეში ორი თვის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა კი მათი პოვნა მხოლოდ ახლა შეძლეს. ყველასთვის დაუჯერებელია, მაგრამ მეზღვაური ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.

მამაკაცმა თევზითა და წვიმის წყლით მოახერხა გადარჩენა.

სიდნეის მკვიდრი, 51 წლის ტიმ შედოკი და მისი ძაღლი, ბელა, მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიაში გაემგზავრნენ, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ მათი ნავი ქარიშხალმა დააზიანა და გზა დაკარგეს. მამაკაცის პოვნა მისი მოგზაურობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ მოხერხდა, მას შემდეგ, რაც მისი ნავი ვერტმფრენიდან შენიშნეს.

შედოკმა მოგზაურობა მექსიკის ქალაქ ლა პაზიდან დაიწყო, მაგრამ მალევე, ცუდი ამინდის გამო, ნავი დაზიანდა, მეზღვაურმა კი გზა დაკარგა. შედეგად მედოკი, ძაღლთან ერთად, წყნარი ოკეანის მკაცრ პირობებში აღმოჩნდა.

ტიმი და მისი ძაღლი, ბელა თავიანთი 2-თვიანი მოგზაურობის დაწყებამდე.

"რთული განსაცდელი გამოვიარე. ახლა უბრალოდ დასვენება და კარგი საკვები მჭირდება, რადგან ზღვაში მარტომ დიდი დრო გავატარე. სხვა მხრივ, ჯანმრთელი ვარ", - განაცხადა შედოკმა.

მეზღვაურმა ახსნა, რომ გადარჩენაში სათევზაო აღჭურვილობა დაეხმარა.

მეზღვაური და მისი ერთგული მეგობარი მაშველებმა მექსიკაში წაიყვანეს, რათა შემდგომი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარონ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა