პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცი და პრინცესა, ბრედ პიტი, პრიანკა ჩოპრა, ჰიუ ჯეკმენი და სხვები - ვარსკვლავთცვენა უიმბლდონის ტურნირზე (ფოტოები)
პრინცი და პრინცესა, ბრედ პიტი, პრიანკა ჩოპრა, ჰიუ ჯეკმენი და სხვები - ვარსკვლავთცვენა უიმბლდონის ტურნირზე (ფოტოები)

უიმბლდო­ნის ტურ­ნი­რი - უძ­ვე­ლე­სი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნი­რი მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც 1877 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა ლონ­დო­ნის უბან უიმბლდონ­ში და მი­იჩ­ნე­ვა ჩოგ­ბურთში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ტურ­ნი­რად.

არის ოთხი­დან ერთ-ერთი "დიდი მუ­ზა­რა­დის" ტურ­ნი­რე­ბი­დან და ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ბა­ლა­ხის სა­ფა­რის კორ­ტებ­ზე. ტრა­დი­ცი­უ­ლად იწყე­ბა ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში და ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უიმბლდო­ნი მა­მა­კაც­თა ერ­თე­უ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ რო­ჯერ ფე­დე­რერ­მა მო­ი­გო, რო­მე­ლიც 8-ჯერ გახ­და ჩემ­პი­ო­ნი, ხოლო ქა­ლებ­ში მარ­ტი­ნა ნავ­რა­ტი­ლო­ვამ 9-ჯერ იზე­ი­მა გა­მარ­ჯვე­ბა.

წელს უიმლდო­ნის ტურ­ნი­რის ვა­ჟე­ბის ფი­ნალ­ში 20 წლის კარ­ლოს ალ­კა­რას გარ­ფი­ამ ურ­თუ­ლეს და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და­ა­მარ­ცხა გა­მოც­დი­ლი ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი.

ტურ­ნირ­ზე მა­ყუ­რე­ბელ­თა შო­რის მუდ­მი­ვად თავს იყ­რი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­და სა­ჩოგ­ბურ­თო სა­ნა­ხა­ო­ბი­სა, მათი ჩაც­მუ­ლო­ბა თუ ქცე­ვა მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია.

წლე­ვან­დელ ტურ­ნირს, შვი­ლებ­თან ერ­თად, ეს­წრე­ბოდ­ნენ ინ­გლი­სუ­რი ჩოგ­ბურ­თი­სა და კრი­კე­ტის დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი - უელ­სის პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და პრინ­ცე­სა ქეით მიდლტო­ნი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ეს­წრე­ბა ყო­ველ­წლი­ურ ტურ­ნირს. ვარ­სკვლავთცვე­ნა სა­მე­ფო ოჯა­ხით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ტურ­ნირს ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ: ბრედ პიტი, ჰიუ ჯეკ­მე­ნი, არი­ა­ნა გრან­დე, დე­ვიდ ბექ­ჰე­მი, ორ­ლან­დო ბლუ­მი, რე­ი­ჩელ ვა­ი­სი, დე­ნი­ელ ქრე­გი, ტომ ჰიდლსტო­ნი, ემა ვოთ­სო­ნი, პრი­ან­კა ჩოპ­რა და სხვე­ბი..

წყა­რო: harpersbazaar

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
3

ეს პრაინკა ჩოპრა როგორ გახდა მის მსოფლიო ძალიან მიკვირს>...

ემა
2

ერთეულთა თანრიგში მარტინა ნავრატილოვას 7 ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი და არა 9 ჯერ. ასევე 7 ჯერ მოიგეს ტურნირი შტეფი გრაფმა და სერენა უილიამსმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

პრინცი და პრინცესა, ბრედ პიტი, პრიანკა ჩოპრა, ჰიუ ჯეკმენი და სხვები - ვარსკვლავთცვენა უიმბლდონის ტურნირზე (ფოტოები)

პრინცი და პრინცესა, ბრედ პიტი, პრიანკა ჩოპრა, ჰიუ ჯეკმენი და სხვები - ვარსკვლავთცვენა უიმბლდონის ტურნირზე (ფოტოები)

უიმბლდონის ტურნირი - უძველესი საჩოგბურთო ტურნირი მსოფლიოში, რომელიც 1877 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ლონდონის უბან უიმბლდონში და მიიჩნევა ჩოგბურთში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად.

არის ოთხიდან ერთ-ერთი "დიდი მუზარადის" ტურნირებიდან და ერთადერთი, რომელიც ტარდება ბალახის საფარის კორტებზე. ტრადიციულად იწყება ივლისის დასაწყისში და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უიმბლდონი მამაკაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ როჯერ ფედერერმა მოიგო, რომელიც 8-ჯერ გახდა ჩემპიონი, ხოლო ქალებში მარტინა ნავრატილოვამ 9-ჯერ იზეიმა გამარჯვება.

წელს უიმლდონის ტურნირის ვაჟების ფინალში 20 წლის კარლოს ალკარას გარფიამ ურთულეს დაპირისპირებაში დაამარცხა გამოცდილი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ტურნირზე მაყურებელთა შორის მუდმივად თავს იყრიან ცნობილი ადამიანები, შესაბამისად, გარდა საჩოგბურთო სანახაობისა, მათი ჩაცმულობა თუ ქცევა მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

წლევანდელ ტურნირს, შვილებთან ერთად, ესწრებოდნენ ინგლისური ჩოგბურთისა და კრიკეტის დიდი გულშემატკივრები - უელსის პრინცი უილიამი და პრინცესა ქეით მიდლტონი, რომელიც რეგულარულად ესწრება ყოველწლიურ ტურნირს. ვარსკვლავთცვენა სამეფო ოჯახით არ დამთავრებულა, ტურნირს ასევე ესწრებოდნენ: ბრედ პიტი, ჰიუ ჯეკმენი, არიანა გრანდე, დევიდ ბექჰემი, ორლანდო ბლუმი, რეიჩელ ვაისი, დენიელ ქრეგი, ტომ ჰიდლსტონი, ემა ვოთსონი, პრიანკა ჩოპრა და სხვები..

წყარო: harpersbazaar

მოამზადა: ანა სიბოშვილმა