საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანკინი" საქართველოში მე-80 ამერიკულ რესტორანს ხსნის
"დანკინი" საქართველოში მე-80 ამერიკულ რესტორანს ხსნის

„დან­კინ­მა“ ქ. თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ #15-ში, რი­გით მე-80 რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე ახა­ლი რეს­ტორ­ნე­ბი ბა­თუმ­ში, თე­ლავ­სა და ბა­კურ­ცი­ხე­შიც გა­იხ­სნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ „დან­კი­ნის“ ამე­რი­კულ რეს­ტორ­ნებ­ში ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად უკვე 40 000-მდე ჭიქა ყა­ვას დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­სი­ა­მოვ­ნო და კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში მი­ირ­თმევს. ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, „დან­კი­ნი“ ქვე­ყა­ნა­ში ყა­ვი­სა და ყა­ვის პრო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი რე­ა­ლი­ზა­ტო­რის პო­ზი­ცი­ებს კი­დევ უფრო იმ­ყა­რებს.

„„დან­კი­ნი­სა“ და „ვენ­დის“ ფორ­მატ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 96 (ოთხმოც­და თექ­ვსმე­ტი) ამე­რი­კუ­ლი რეს­ტო­რა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და მათი რა­ო­დე­ნო­ბა 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 150-ს მი­აღ­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რივ სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ა­ში, „ვი­სოლ ჯგუფს“ მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ლი­დე­რის პო­ზი­ცია უკა­ვია და მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პო­ზი­ცია კი­დევ უფრო გამ­ყარ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩვე­ნი ჯგუ­ფის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­და და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ სექ­ტორ­ში პო­ზი­ცი­ე­ბის შემ­დგო­მი გაძ­ლი­ე­რე­ბა ჯგუ­ფის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. „დან­კი­ნის“ ყავა მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რია და, ვფიქ­რობ, ამი­ტო­მაც შე­იყ­ვა­რა იგი მომ­ხმა­რე­ბელ­მა. ამას­თან, რო­გორც ხა­რის­ხის პა­რა­მეტ­რე­ბით, ასე­ვე გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით მას არც „ვენ­დის“, ასე­ვე იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ყავა ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხს ჩვე­ნი ჯგუ­ფის ორი­ვე სა­რეს­ტორ­ნო ქსელ­ში, აქ ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ყო­ველ­თვის იყო და მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა მომ­ხა­რებ­ლის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. ეს უკა­ნას­კნე­ლი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია და ეს არ­ჩე­ვა­ნი არა­სო­დეს არ გა­და­ი­ხე­დე­ბა. აქვე, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და­ვა­მა­ტებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს „დან­კინ­სა“ და „ვენ­დის­ში“ არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი, რეს­ტორ­ნე­ბის ერ­გო­ნო­მი­კა და შე­სა­ბა­მი­სად მომ­ხმა­რებ­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რია და მისი ანა­ლო­გი სხვა ქვეყ­ნებ­ში თით­ქმის არ მო­ი­პო­ვე­ბა“, აცხა­დებს „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პრე­ზი­დენ­ტი სოსო ფხა­კა­ძე.

“დან­კი­ნის“ რეს­ტორ­ნე­ბის მთლი­ან ქსელს ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­წარ­მო ამა­რა­გებს, რო­მე­ლიც უკვე რა­მო­დე­ნი­მე წე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. "დან­კი­ნის" ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სა­წარ­მო უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფრან­გუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი და­ნად­გა­რე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი და იგი ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი, 60-მდე სა­ხე­ო­ბის პრო­დუქ­ტით ამა­რა­გებს ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსელს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ქვა­კუ­თხე­დია ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი ხა­რის­ხის, ყო­ველ­დღი­უ­რი ახა­ლი, გა­უ­ყი­ნა­ვი პრო­დუქ­ტი შეს­თა­ვა­ზოს.

2020 წელს დან­კი­ნი 11.3 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რად „Inspire Brands Inc“ -მა შე­ის­ყი­და. “Inspire Brands Inc”-ი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და 60 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში 32,000 რეს­ტო­რანს აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენ­დე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. „Inspire Brands Inc“ -ს, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ა­ში ერთ-ერთი ლი­დე­რის პო­ზი­ცია უკა­ვია.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მორიელი
1

შეგვჭამეს ამ მილიონერებმა

მერმისი
1

რათ გინდათ მერე და რა გიხარიათ, კაპიკებზე და ვირულ შრომაზე ამუშავებენ ხალხს ფხაკაძეები მისნაირები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დანკინი" საქართველოში მე-80 ამერიკულ რესტორანს ხსნის

"დანკინი" საქართველოში მე-80 ამერიკულ რესტორანს ხსნის

„დანკინმა“ ქ. თბილისში, პეკინის გამზირ #15-ში, რიგით მე-80 რესტორანი გახსნა. მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე ახალი რესტორნები ბათუმში, თელავსა და ბაკურციხეშიც გაიხსნება. საქართველოში არსებულ „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებში ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად უკვე 40 000-მდე ჭიქა ყავას დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში მიირთმევს. ქსელის განვითარების კვალდაკვალ, „დანკინი“ ქვეყანაში ყავისა და ყავის პროდუქტების ყველაზე მსხვილი რეალიზატორის პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს.

„„დანკინისა“ და „ვენდის“ ფორმატში საქართველოში უკვე 96 (ოთხმოცდა თექვსმეტი) ამერიკული რესტორანი ფუნქციონირებს და მათი რაოდენობა 3-4 წლის განმავლობაში 150-ს მიაღწევს. შესაბამისად, ადგილობრივ სარესტორნო ინდუსტრიაში, „ვისოლ ჯგუფს“ მკვეთრად გამოხატული ლიდერის პოზიცია უკავია და მომავალი წლების განმავლობაში ეს პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება. აღნიშნული მიმართულება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფინანსური კუთხით საინტერესო მიმართულება გახდა და, აქედან გამომდინარე, ამ სექტორში პოზიციების შემდგომი გაძლიერება ჯგუფის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. „დანკინის“ ყავა მართლაც გამორჩეული და უნიკალურია და, ვფიქრობ, ამიტომაც შეიყვარა იგი მომხმარებელმა. ამასთან, როგორც ხარისხის პარამეტრებით, ასევე გემოვნური თვისებებით მას არც „ვენდის“, ასევე იტალიური წარმოშობის ყავა ჩამოუვარდება. რაც შეეხება პროდუქციის ხარისხს ჩვენი ჯგუფის ორივე სარესტორნო ქსელში, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო და მუდმივად იქნება მომხარებლისთვის ყოველდღიურად ახალი, საქართველოში დამზადებული კერძებისა და პროდუქტების შეთავაზება. ეს უკანასკნელი ჩვენი სტრატეგიული არჩევანია და ეს არჩევანი არასოდეს არ გადაიხედება. აქვე, მოკრძალებულად დავამატებ, რომ საქართველოს „დანკინსა“ და „ვენდისში“ არსებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რესტორნების ერგონომიკა და შესაბამისად მომხმარებლის მიერ მიღებული გამოცდილება სრულიად უნიკალურია და მისი ანალოგი სხვა ქვეყნებში თითქმის არ მოიპოვება“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

“დანკინის“ რესტორნების მთლიან ქსელს ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია წარმატებულად ფუნქციონირებს. "დანკინის" ავტომატიზებული საწარმო უმაღლესი ხარისხის ფრანგული და გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი და იგი ყოველდღიურად ახალი, 60-მდე სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საქმიანობის ქვაკუთხედია ერთგულ მომხმარებლებს გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და გამორჩეული ხარისხის, ყოველდღიური ახალი, გაუყინავი პროდუქტი შესთავაზოს.

2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი. „Inspire Brands Inc“ -ს, მსოფლიოს მასშტაბით, სარესტორნო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უკავია.

R