საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება
საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება

სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნოე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 4 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 4 ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და რუს­თავ­ში გზებ­ზე გა­მო­ნა­ბოლ­ქვის ინ­სპექ­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა და­ი­წყე­ბა.

რო­გორც ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რას“ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქუ­ჩებ­ში იმოძ­რა­ვე­ბენ და რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლის ზედ­მეტ გა­მო­ნა­ბოლ­ქვს ვი­ზუ­ა­ლუ­რად შე­ამ­ჩნე­ვენ, მას გა­ა­ჩე­რე­ბენ, რის შემ­დე­გაც შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით შე­ა­მოწ­მე­ბენ.

მი­სი­ვე თქმით, ზღვრუ­ლი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებს გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

"ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მა, რა თქმა უნდა, გვაქვს. ძი­რი­თა­დად, ეს უმ­სხვი­ლეს ქა­ლა­ქებ­ში ხდე­ბა. და­ბინ­ძუ­რე­ბა ორ ძი­რი­თად ნა­წი­ლად იყო­ფა - მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის და აზო­ტის დი­ოქ­სი­დის პრობ­ლე­მა. ამ უკა­ნას­კნე­ლის მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტია. მყარ ნა­წი­ლა­კებს რაც შე­ე­ხე­ბა, მას შემ­დეგ, რაც სამ­რეწ­ვე­ლო სექ­ტო­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­ვა­რე­გუ­ლი­რეთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა გვაქვს. რაც კომ­პა­ნი­ებ­მა თვით­კონ­ტრო­ლი და­ი­წყეს, მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბა შემ­ცირ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით რუს­თავ­ში.

აზო­ტის დი­ოქ­სი­დის პრობ­ლე­მა გა­მოწ­ვე­უ­ლია მან­ქა­ნე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბით და არა საწ­ვა­ვის ხა­რის­ხით. ჩვე­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი საწ­ვა­ვის ხა­რისხს ყო­ველ­წლი­უ­რად ამოწ­მებს და ბენ­ზინ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ფიქ­სირ­დე­ბა, ხოლო დი­ზე­ლის პრობ­ლე­მა, ძი­რი­თა­დად, გო­გირდთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია, რაც გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს.

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია. ამის­თვის შე­მო­ვი­ღეთ პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვხე­დავთ, რომ გვყავს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის დღის­თვის აწეს­რი­გე­ბენ მან­ქა­ნას. ამ მავ­ნე პრაქ­ტი­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად, სა­ჭი­როა, რომ გზებ­ზე გა­მო­ნა­ბოლ­ქვი შე­ვა­მოწ­მოთ და ამით უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მძღო­ლე­ბი ვა­ი­ძუ­ლოთ, რომ მათი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მუდ­მი­ვად მწყობ­რში იყოს.

ოთხ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და რუს­თავ­ში, ჩვე­ნი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ და რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლის ზედ­მეტ გა­მო­ნა­ბოლ­ქვს ვი­ზუ­ა­ლუ­რად შე­ამ­ჩნე­ვენ, მას გა­ა­ჩე­რე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით შე­ა­მოწ­მე­ბენ. ეს კა­ნო­ნი ძა­ლა­ში 4 სექ­ტემ­ბრი­დან შევა.

ზღვრუ­ლი ნორ­მე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, იარ­სე­ბებს სან­ქცი­ე­ბი. ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის პირ­ველ ჯერ­ზე ეს 100 ლარი იქ­ნე­ბა, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 300 ლარი, ხოლო მე­სა­მე და­ფიქ­სი­რე­ბი­სას, ჯა­რი­მა 600 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რი­მა 500 ლა­რი­დან იწყე­ბა და 3000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა, - აღ­ნიშ­ნა ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ტექ-ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­უვ­ლე­ლო­ბის გამო გან­მე­ო­რე­ბი­თი ჯა­რი­მე­ბიც შე­დის, რათა მძღო­ლებ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კურ შე­მოწ­მე­ბის თავი აღარ აა­რი­დონ.

"გარ­და ამი­სა, ჩვენ ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­უვ­ლე­ლო­ბის გამო გან­მე­ო­რე­ბი­თი ჯა­რი­მე­ბიც შე­მო­ვი­ღეთ, რათა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც 40 ლა­რის გა­დახ­დით ინ­სპექ­ტი­რე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ, ვა­ი­ძუ­ლოთ მან­ქა­ნე­ბი შე­მოწ­მე­ბა­ზე მი­იყ­ვა­ნონ.

ყვე­ლა ეს ქმე­დე­ბა, რა თქმა უნდა, და­დე­ბით შე­დეგს მოგ­ვცემს, თუმ­ცა ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა 1 თვე­სა და თუნ­დაც 1 წე­ლი­წად­ში ვერ მოხ­დე­ბა. შე­დე­გე­ბი მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა ხელ­შე­სა­ხებ, ალ­ბათ, 5 წე­ლი­წად­ში გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება

საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება.

როგორც ნოე მეგრელიშვილმა მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ქუჩებში იმოძრავებენ და როდესაც ავტომობილის ზედმეტ გამონაბოლქვს ვიზუალურად შეამჩნევენ, მას გააჩერებენ, რის შემდეგაც შესაბამისი ტექნიკით შეამოწმებენ.

მისივე თქმით, ზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გარკვეული ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

"ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რა თქმა უნდა, გვაქვს. ძირითადად, ეს უმსხვილეს ქალაქებში ხდება. დაბინძურება ორ ძირითად ნაწილად იყოფა - მყარი ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის პრობლემა. ამ უკანასკნელის მთავარი გამომწვევი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქალაქში, ავტოტრანსპორტია. მყარ ნაწილაკებს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც სამრეწველო სექტორი კანონმდებლობით დავარეგულირეთ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. რაც კომპანიებმა თვითკონტროლი დაიწყეს, მყარი ნაწილაკებით დაბინძურება შემცირდა, განსაკუთრებით რუსთავში.

აზოტის დიოქსიდის პრობლემა გამოწვეულია მანქანების გაუმართაობით და არა საწვავის ხარისხით. ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწვავის ხარისხს ყოველწლიურად ამოწმებს და ბენზინთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება, ხოლო დიზელის პრობლემა, ძირითადად, გოგირდთან დაკავშირებულია, რაც გამონაბოლქვზე გავლენას არ ახდენს.

ავტომობილების ტექნიკური გამართულობა მავნე ნივთიერებებთან პირდაპირ დაკავშირებულია. ამისთვის შემოვიღეთ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ გვყავს უპასუხისმგებლო მძღოლები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკური ინსპექტირების დღისთვის აწესრიგებენ მანქანას. ამ მავნე პრაქტიკის შესამცირებლად, საჭიროა, რომ გზებზე გამონაბოლქვი შევამოწმოთ და ამით უპასუხისმგებლო მძღოლები ვაიძულოთ, რომ მათი ავტომობილები მუდმივად მწყობრში იყოს.

ოთხ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, ჩვენი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები იმოძრავებენ და როდესაც ავტომობილის ზედმეტ გამონაბოლქვს ვიზუალურად შეამჩნევენ, მას გააჩერებენ და შესაბამისი ტექნიკით შეამოწმებენ. ეს კანონი ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.

ზღვრული ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში, ბუნებრივია, იარსებებს სანქციები. ფიზიკური პირებისთვის პირველ ჯერზე ეს 100 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში - 300 ლარი, ხოლო მესამე დაფიქსირებისას, ჯარიმა 600 ლარამდე გაიზრდება.

იურიდიული პირების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე იზრდება, - აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში ტექ-ინსპექტირების გაუვლელობის გამო განმეორებითი ჯარიმებიც შედის, რათა მძღოლებმა ავტომობილების ტექნიკურ შემოწმების თავი აღარ აარიდონ.

"გარდა ამისა, ჩვენ ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო განმეორებითი ჯარიმებიც შემოვიღეთ, რათა ის ადამიანები, რომლებსაც 40 ლარის გადახდით ინსპექტირებისთვის თავის არიდება ურჩევნიათ, ვაიძულოთ მანქანები შემოწმებაზე მიიყვანონ.

ყველა ეს ქმედება, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს მოგვცემს, თუმცა ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესება 1 თვესა და თუნდაც 1 წელიწადში ვერ მოხდება. შედეგები მალევე გამოჩნდება, თუმცა ხელშესახებ, ალბათ, 5 წელიწადში გახდება“, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.