სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის უსაფრთხოების უწყება ყირიმის ხიდის კოლაფსს ლექსად ეხმაურება - რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი კი აცხადებს, რომ ეს იყო თავდასხმა საზღვაო დრონებით
უკრაინის უსაფრთხოების უწყება ყირიმის ხიდის კოლაფსს ლექსად ეხმაურება - რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი კი აცხადებს, რომ ეს იყო თავდასხმა საზღვაო დრონებით

რუ­სე­თის ეროვ­ნულ­მა ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ­მა კო­მი­ტეტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 17 ივ­ლისს, გვი­ან ღა­მით, ყი­რი­მის ხიდ­ზე მოხ­და თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნუ­ლი, ე.წ. წყალ­ზე­და დრო­ნე­ბით. უფრო ადრე ამის თა­ო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ და­წე­რა. მათი თქმით, სპე­ცო­პე­რა­ცია უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლებ­მა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

"ღა­მის 3:05 წუთ­ზე, უკ­რა­ი­ნის უპი­ლო­ტო წყალ­ზე­და აპა­რა­ტე­ბით მოხ­და თავ­დას­ხმა ყი­რი­მის ხიდ­ზე", - გა­ნა­ცხა­დეს რუ­სე­თის ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ კო­მი­ტეტ­ში. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ შე­ტე­ვის შე­დე­გად და­ზი­ან­და ხი­დის ავ­ტო­საგ­ზაო ნა­წი­ლი. მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მუხ­ლით.

უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უწყე­ბის ექა­უნ­თებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის ლექ­სი:

"ბულ­ბუ­ლო, ღვიძ­ლო ძმაო, ხიდ­მა კვლავ "და­ი­ძი­ნა". პ.ს. მუ­სი­კა - სა­ხალ­ხო, ტექ­სტი - უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი". ("Соловей, родной брат, Снова мост пошел „поспать“» с припиской «P. S. Музыка - народная. Слова - უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი".

შე­გახ­სე­ნებთ, ყი­რი­მის ხიდი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, რო­გორც რუ­სუ­ლი მხა­რე თავ­და­პირ­ვე­ლად აცხა­დებ­და, ამის მი­ზე­ზი "სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვა" გახ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით კი, გვი­ან ღა­მით ხიდ­ზე ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და.

რუ­სე­თის ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მომ­ხდა­რის შე­დე­გად, ყი­რი­მის ხიდ­ზე და­ი­ღუ­პა ცოლ-ქმა­რი, მათი შვი­ლი კი და­შავ­და.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
8

ეჰ, ნეტა ჩვენ გვქონდეს როკის გვირაბის აფეთქების თავი...

ასეა
5

ხომ ხედავთ არ აჩერებენ ამ ხიდს ასეიგი არც არის საჭირო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

უკრაინის უსაფრთხოების უწყება ყირიმის ხიდის კოლაფსს ლექსად ეხმაურება - რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი კი აცხადებს, რომ ეს იყო თავდასხმა საზღვაო დრონებით

უკრაინის უსაფრთხოების უწყება ყირიმის ხიდის კოლაფსს ლექსად ეხმაურება - რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი კი აცხადებს, რომ ეს იყო თავდასხმა საზღვაო დრონებით

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ 17 ივლისს, გვიან ღამით, ყირიმის ხიდზე მოხდა თავდასხმა უკრაინული, ე.წ. წყალზედა დრონებით. უფრო ადრე ამის თაობაზე უკრაინულმა მედიამ დაწერა. მათი თქმით, სპეცოპერაცია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

"ღამის 3:05 წუთზე, უკრაინის უპილოტო წყალზედა აპარატებით მოხდა თავდასხმა ყირიმის ხიდზე", - განაცხადეს რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში. მათი ინფორმაციით, ამ შეტევის შედეგად დაზიანდა ხიდის ავტოსაგზაო ნაწილი. მათივე ცნობით, გამოძიება დაიწყო ტერორისტული აქტის მუხლით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა სოციალურ ქსელებში უწყების ექაუნთებზე გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის ლექსი:

"ბულბულო, ღვიძლო ძმაო, ხიდმა კვლავ "დაიძინა". პ.ს. მუსიკა - სახალხო, ტექსტი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური". ("Соловей, родной брат, Снова мост пошел „поспать“» с припиской «P. S. Музыка - народная. Слова - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური".

შეგახსენებთ, ყირიმის ხიდი პარალიზებულია, როგორც რუსული მხარე თავდაპირველად აცხადებდა, ამის მიზეზი "საგანგებო შემთხვევა" გახდა. ადგილობრივი წყაროების განცხადებით კი, გვიან ღამით ხიდზე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ მომხდარის შედეგად, ყირიმის ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი შვილი კი დაშავდა.