პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 თვეში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში, რეადმისიის ფარგლებში, 1112 პირის დაბრუნების თანხმობა გაიცა - ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ბრუნდებიან სამშობლოში
3 თვეში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში, რეადმისიის ფარგლებში, 1112 პირის დაბრუნების თანხმობა გაიცა - ძირითადად  რომელი ქვეყნებიდან ბრუნდებიან სამშობლოში

მიმ­დი­ნა­რე წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში (აპ­რი­ლი, მა­ი­სი, ივ­ნი­სი) რე­ად­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ თან­ხმო­ბა 1112 პირ­ზე გა­ი­ცა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ სამ თვე­ში რე­ად­მი­სი­ის სულ 1117 გან­ცხა­დე­ბაა გან­ხი­ლუ­ლი, სა­ი­და­ნაც 1112-ზე თან­ხმო­ბა გა­ი­ცა, 5-ზე კი - უარი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა­ზე მეტი - 714 მო­ქა­ლა­ქის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში მი­ი­ღეს. შემ­დეგ მო­დის საფ­რან­გე­თი (182), სა­ბერ­ძნე­თი (45), შვე­ი­ცა­რია (45); იტა­ლია (30); ეს­პა­ნე­თი (23); პო­ლო­ნე­თი (19).

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის „უნე­ბარ­თვოდ მცხოვ­რებ პირ­თა რე­ად­მი­სი­ის შე­სა­ხებ“ შე­თან­ხმე­ბა 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქ­მედ­და. შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. შე­თან­ხმე­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­თან­ხმე­ბით დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რე­ად­მი­სი­ა­სა და ტრან­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სატ­რან­სპორ­ტო ხარჯს სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრამ­დე აა­ნა­ზღა­უ­რებს მო­თხოვ­ნის წარმდგე­ნი სა­ხელ­მწი­ფო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

3 თვეში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში, რეადმისიის ფარგლებში, 1112 პირის დაბრუნების თანხმობა გაიცა - ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ბრუნდებიან სამშობლოში

3 თვეში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში, რეადმისიის ფარგლებში, 1112 პირის დაბრუნების თანხმობა გაიცა - ძირითადად  რომელი ქვეყნებიდან ბრუნდებიან სამშობლოში

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1112 პირზე გაიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 1117 განცხადებაა განხილული, საიდანაც 1112-ზე თანხმობა გაიცა, 5-ზე კი - უარი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 714 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (182), საბერძნეთი (45), შვეიცარია (45); იტალია (30); ესპანეთი (23); პოლონეთი (19).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.