სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესის ამერიკული ცხოვრება იწყება - კლუბში, რომლის თანამფლობელიც დევიდ ბექჰემია: "ლეო, ძალიან ვამაყობთ!.."
მესის ამერიკული ცხოვრება იწყება - კლუბში, რომლის თანამფლობელიც დევიდ ბექჰემია: "ლეო, ძალიან ვამაყობთ!.."

"ინ­ტერ მა­ი­ა­მის" DRV PNK სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ გულ­შე­მატ­კივ­რებს ამე­რი­კუ­ლი კლუ­ბის ახა­ლი წევ­რი, ლი­ო­ნელ მესი წა­რუდ­გი­ნეს. 20 000-მდე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი წვი­მა­სა და ჭექა-ქუ­ხილ­ში მო­უთ­მენ­ლად ელო­და "ოქ­როს ბურ­თის" შვიდგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მო­ჩე­ნას. არ­გენ­ტი­ნე­ლი ფორ­ვარ­დი კლუბ­ში 2025 წლის ბო­ლომ­დე ითა­მა­შებს. მას "ბარ­სე­ლო­ნას" ყო­ფი­ლი საყ­რდე­ნი ნა­ხე­ვარმცვე­ლი სერ­ხიო ბუს­კე­ცი შე­უ­ერ­თდე­ბა. მა­ნაც, მე­სის მსგავ­სად, ამე­რი­კულ კლუბ­თან კონ­ტრაქ­ტი 2025 წლამ­დე გა­ა­ფორ­მა.

მესი მო­ე­დან­ზე წა­რად­გი­ნეს, რო­გორც "ამე­რი­კის 10 ნო­მე­რი და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო 10 ნო­მე­რი". აშშ-ში ჩა­სულ ფეხ­ბურ­თელს სუ­პერ-ბო­უ­ლის შვიდგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ტომ ბრე­დი და NBA-ს ოთხგზის ჩემ­პი­ო­ნი სტი­ვენ კარი ვი­დეო მი­მარ­თვით შე­ე­გებ­ნენ.

36 წლის ფეხ­ბურ­თელ­მა შეკ­რე­ბილ ხალ­ხს ეს­პა­ნურ ენა­ზე მი­მარ­თა:

"ძა­ლი­ან მინ­და ვარ­ჯი­შის და ას­პა­რე­ზო­ბის და­წყე­ბა. კვლავ ის სურ­ვი­ლი მა­მოძ­რა­ვებს, რაც ყო­ველ­თვის - კონ­კუ­რენ­ცია, გა­მარ­ჯვე­ბის წყურ­ვი­ლი და კლუ­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა", - თქვა მე­სიმ.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს ოჯახ­თან ერ­თად სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში გა­დავ­წყვი­ტე სა­თა­მა­შოდ ჩა­მოს­ვლა. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო პე­რი­ო­დი გვე­ლის წინ. კარგ დროს გა­ვა­ტა­რებთ და ბევ­რი კარ­გი რამ მოხ­დე­ბა", - დას­ძი­ნა ფეხ­ბურ­თელ­მა.

დე­ვიდ ბექ­ჰემ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლი­ო­ნელ მე­სის პორ­ტრე­ტის და­ხატ­ვა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლიც შე­ი­ტა­ნა.

"ინ­ტერ მა­ი­ა­მის" თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, დე­ვიდ ბექ­ჰე­მი სი­ხა­რუ­ლით მი­ე­სალ­მა მე­სის და ამას "ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა" უწო­და:

"ლეო, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, რომ შენი კა­რი­ე­რის მომ­დევ­ნო ეტა­პის­თვის ჩვე­ნი კლუ­ბი აირ­ჩიე", - მი­მარ­თა დე­ვიდ­მა.

მე­სიმ არა­ევ­რო­პულ კლუბ­ში თა­მა­შის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად მი­ი­ღო. ფეხ­ბურ­თელ­მა საფ­რან­გე­თის "პარი სენ-ჟერ­მე­ნი" 2022-23 წლე­ბის სე­ზო­ნის ბო­ლოს და­ტო­ვა. მან ორ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, 75 მატჩში 32 გოლი გა­ი­ტა­ნა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბელის
3

დაგუგლე მაინც ამერიკული ფეხბურთი რა არის

ბელი
14

უკვე ცოტა ძალიან ზედმეტად ცანცარებენ. რა მაიამის ინტერი, ამერიკაში ფეხბურთს საერთოდ სხვა სახელი ქვია. ფეხბურთს ამერიკულ ფეხბურთს ეძახიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მესის ამერიკული ცხოვრება იწყება - კლუბში, რომლის თანამფლობელიც დევიდ ბექჰემია: "ლეო, ძალიან ვამაყობთ!.."

მესის ამერიკული ცხოვრება იწყება - კლუბში, რომლის თანამფლობელიც დევიდ ბექჰემია: "ლეო, ძალიან ვამაყობთ!.."

"ინტერ მაიამის" DRV PNK სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს ამერიკული კლუბის ახალი წევრი, ლიონელ მესი წარუდგინეს. 20 000-მდე გულშემატკივარი წვიმასა და ჭექა-ქუხილში მოუთმენლად ელოდა "ოქროს ბურთის" შვიდგზის გამარჯვებულის გამოჩენას. არგენტინელი ფორვარდი კლუბში 2025 წლის ბოლომდე ითამაშებს. მას "ბარსელონას" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეცი შეუერთდება. მანაც, მესის მსგავსად, ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

მესი მოედანზე წარადგინეს, როგორც "ამერიკის 10 ნომერი და მსოფლიოს საუკეთესო 10 ნომერი". აშშ-ში ჩასულ ფეხბურთელს სუპერ-ბოულის შვიდგზის გამარჯვებული ტომ ბრედი და NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი სტივენ კარი ვიდეო მიმართვით შეეგებნენ.

36 წლის ფეხბურთელმა შეკრებილ ხალხს ესპანურ ენაზე მიმართა:

"ძალიან მინდა ვარჯიშის და ასპარეზობის დაწყება. კვლავ ის სურვილი მამოძრავებს, რაც ყოველთვის - კონკურენცია, გამარჯვების წყურვილი და კლუბის განვითარებაში დახმარება", - თქვა მესიმ.

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან ერთად სწორედ ამ ქალაქში გადავწყვიტე სათამაშოდ ჩამოსვლა. ეჭვიც არ მეპარება, რომ სასიამოვნო პერიოდი გველის წინ. კარგ დროს გავატარებთ და ბევრი კარგი რამ მოხდება", - დასძინა ფეხბურთელმა.

დევიდ ბექჰემმა რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესის პორტრეტის დახატვაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.

"ინტერ მაიამის" თანამფლობელი, დევიდ ბექჰემი სიხარულით მიესალმა მესის და ამას "ახდენილი ოცნება" უწოდა:

"ლეო, ძალიან ვამაყობთ, რომ შენი კარიერის მომდევნო ეტაპისთვის ჩვენი კლუბი აირჩიე", - მიმართა დევიდმა.

მესიმ არაევროპულ კლუბში თამაშის გადაწყვეტილება კარიერის განმავლობაში პირველად მიიღო. ფეხბურთელმა საფრანგეთის "პარი სენ-ჟერმენი" 2022-23 წლების სეზონის ბოლოს დატოვა. მან ორწლიანი პერიოდის განმავლობაში, 75 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა