ავტორი:

საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობისთვის, მერიას 60 წელს გადაცილებულმა 800-ზე მეტმა პირმა მიმართა

საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობისთვის, მერიას 60 წელს გადაცილებულმა 800-ზე მეტმა პირმა მიმართა

საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით უფასოდ სარგებლობისთვის, დედაქალაქის მერიას, 60 წელს გადაცილებულმა 800-ზე მეტმა პირმა მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, გარდა აღნიშნულისა, სახელოვნებო მიმართულებებში 60 წელს გადაცილებული 200-ზე მეტი პირია ჩართული. ჯამში, პროგრამით - "სპორტი უფროსი თაობისთვის“ დაინტერესებულია 60 წელს გადაცილებული 1000-ზე მეტი მოქალაქე.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, პროგრამასთან დაკავშირებით მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია. მათივე ცნობით, ივნისის თვიდან, მოქალაქეთა მაღალი ინტერესის, აგრეთვე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამას შემოუერთდა 2 სპორტული ცენტრი, “არენა” და "ოლიმპიკი“, რის შედეგადაც მოიმატა მოქალაქეთა დაინტერესებამ და მიმართვიანობამ.

"თბილისის მერია პროგრამის "სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას აფინანსებს. გარდა სპორტული აქტივობებისა, კლუბის წევრები სარგებლობენ თერაპიული ვარჯიშებით, ხატვითა და მუსიკით. კლუბის წევრებს საშუალება აქვთ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები და გაეცნონ ახალ ინფორმაციებს.

პროგრამის ფარგლებში ჩართულია 1000-ზე მეტი მოქალაქე, აქედან 800-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ფიტნესის და აუზის მომსახურებით, დანარჩენი ჩართულია სახელოვნებო მიმართულებებში.

პროგრამასთან დაკავშირებით მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. თავდაპირველად, სპორტული მიმართულებით პროგრამაში ჩართული იყო გლდანისა და ნაძალადევის სპორტული კომპლექსები და ივნისის თვიდან, მოქალაქეთა მაღალი ინტერესის, აგრეთვე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროგრამას შემოუერთდა 2 სპორტული ცენტრი, “არენა” და "ოლიმპიკი“, რის შედეგადაც მოიმატა მოქალაქეთა დაინტერესებამ და მიმართვიანობამ“, - აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.