მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი ანდრეი ტროშევზე, რომლითაც პუტინი "ვაგნერში" პრიგოჟინს ანაცვლებს?
რა არის ცნობილი ანდრეი ტროშევზე, რომლითაც პუტინი "ვაგნერში" პრიგოჟინს ანაცვლებს?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "ვაგ­ნე­რის" მებ­რძო­ლებს ახა­ლი მე­თა­უ­რი, ან­დრეი ტრო­შე­ვი წა­რუდ­გი­ნა - ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კო­მერ­სანტს" ხუთ­შა­ბათს გა­ნუ­ცხა­და.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირ­ვე­ლად 29 ივ­ნისს, მოს­კოვ­ში, პუ­ტინ­სა და ვაგ­ნე­რის მე­თა­უ­რებს შო­რის გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­კეთ­და, რო­მელ­საც, ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნიც ეს­წრე­ბო­და.

ან­დრეი ტრო­შე­ვი, მეტ­სა­ხე­ლად "ჭა­ღა­რა“ ვაგ­ნე­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი წევ­რი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია. იგი და­ი­ბა­და 1962 წლის 5 აპ­რილს, ლე­ნინ­გრად­ში, ანუ დღე­ვან­დელ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ლე­ნინ­გრა­დის უმაღ­ლეს სამ­ხედ­რო სა­არ­ტი­ლე­რიო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რი­ცხა, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც სხვა­დას­ხვა სა­არ­ტი­ლე­რიო ნა­წი­ლებ­ში სა­მე­თა­უ­რო მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე მსა­ხუ­რობ­და. ის იბ­რძო­და ავ­ღა­ნეთ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის დროს და აქ მი­ი­ღო წი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვის ორი ორ­დე­ნი. "კო­მერ­სან­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 16 თვე კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ას უკ­რა­ი­ნა­ში სწო­რედ ის უძღვე­ბო­და.

ფო­ტო­ზე: პუ­ტი­ნის გვერ­დით - ტრო­შე­ვი და ვაგ­ნე­რის კი­დევ ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ვის ზედ­მეტ­სა­ხელ­საც ჯგუ­ფი ატა­რებს, დმიტ­რი უტ­კი­ნი

ტრო­შე­ვი სან­ქცი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მიერ. რუ­სულ ონ­ლა­ინ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მო­ცე­მა Fontanka-ს ცნო­ბით, იგი რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი ოლ­ქის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის რაზ­მის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და ჩეჩ­ნე­თი­სა და ავ­ღა­ნე­თის ომე­ბის ვე­ტე­რა­ნია. გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გმი­რის წო­დე­ბა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

იმიდედავატირე, თუ პუტინს კრილოვის "კვარტეტი" წაკითხული ქონდეს.

თემო
2

არტილერისტი ვერ იომებს ქვეითად და ვერ დაგეგმავს ქვეით და სპეც ოპერაციებს თუ ამის განათლება და მომზადება არაქვს გავლილი არტილერისტი სპეციალური განათლებითაა ძალიან ზედაპირული ქვეითი და ჯავშან ტაქტიკის ცოდნით

 

ავტორი:

რა არის ცნობილი ანდრეი ტროშევზე, რომლითაც პუტინი "ვაგნერში" პრიგოჟინს ანაცვლებს?

რა არის ცნობილი ანდრეი ტროშევზე, რომლითაც პუტინი "ვაგნერში" პრიგოჟინს ანაცვლებს?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ვაგნერის" მებრძოლებს ახალი მეთაური, ანდრეი ტროშევი წარუდგინა - ამის შესახებ გაზეთ "კომერსანტს" ხუთშაბათს განუცხადა.

ეს გადაწყვეტილება პირველად 29 ივნისს, მოსკოვში, პუტინსა და ვაგნერის მეთაურებს შორის გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, რომელსაც, ცნობების თანახმად, ევგენი პრიგოჟინიც ესწრებოდა.

ანდრეი ტროშევი, მეტსახელად "ჭაღარა“ ვაგნერის დამფუძნებელი წევრი და აღმასრულებელი დირექტორია. იგი დაიბადა 1962 წლის 5 აპრილს, ლენინგრადში, ანუ დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში. სკოლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის უმაღლეს სამხედრო საარტილერიო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგაც სხვადასხვა საარტილერიო ნაწილებში სამეთაურო მოვალეობაზე მსახურობდა. ის იბრძოდა ავღანეთში საბჭოთა კავშირის ინტერვენციის დროს და აქ მიიღო წითელი ვარსკვლავის ორი ორდენი. "კომერსანტის" ინფორმაციით, ბოლო 16 თვე კერძო სამხედრო კომპანიას უკრაინაში სწორედ ის უძღვებოდა.

ფოტოზე: პუტინის გვერდით - ტროშევი და ვაგნერის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ვის ზედმეტსახელსაც ჯგუფი ატარებს, დმიტრი უტკინი

ტროშევი სანქცირებულია ევროკავშირის მიერ. რუსულ ონლაინ საინფორმაციო გამოცემა Fontanka-ს ცნობით, იგი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოლქის სწრაფი რეაგირების რაზმის ყოფილი თანამშრომელი და ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომების ვეტერანია. გაწეული სამსახურისთვის მას რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება აქვს მინიჭებული.