ავტორი:

"შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერია " - მეუფე შიო

"შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერია " - მეუფე შიო

ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს, - ასე პასუხობს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ჟურნალისტების კითხვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღიასა და სავარძელზე, მეუფე შიო ამბობს, რომ „შეიძლება ეს იყო ქარხნული“

მისივე თქმით, მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.

“უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება - არა, მიმდინარეობს მოკვლევა”, - განაცხადა მეუფემ.