ავტორი:

წლების შემდეგ გახსნილი მკვლელობა: როგორ გავიდა პოლიცია სერიული მკვლელის კვალზე - ამერიკელი არქიტექტორის გახმაურებული დაკავების დეტალები

წლების შემდეგ გახსნილი მკვლელობა: როგორ გავიდა პოლიცია სერიული მკვლელის კვალზე - ამერიკელი არქიტექტორის გახმაურებული დაკავების დეტალები

პარასკევს, ნიუ-იორკში, გილგო ბიჩის დიდი ხნის გაუხსნელი მკვლელობების საქმეზე 59 წლის არქიტექტორი, რექს ჰეირმანი დააკავეს. გამოძიება 2012 წლიდან მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ლონგ აილენდზე 11 ადამიანის ცხედარი იპოვა.

მათგან ჰეიერმანს ბრალი ედება 24 წლის მელისა ბართლემის, 22 წლის მეგან უოტერმანისა და 27 წლის ემბერ ლინ კოსტელოს მკვლელობაში - სამივე მათგანი სექს-მუშაკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მეოთხე მსხვერპლის, ბრეინარდ-ბარნსის გარდაცვალების საქმეში ჰეირმანს ბრალი არ წაუყენა, იგი ამ საქმეში მაინც მთავარ ეჭვმიტანილად რჩება.

მელისა ბართლემი, მეგან უოტერმანი და ემბერ ლინ კოსტელო

ქალების ცხედრები, რომლებიც ცნობილია როგორც "გილგოს ოთხეული", 2010 წლის დეკემბერში გილგო ბიჩში, ლონგ აილენდის სამხრეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს.

NBC News-ის მიერ მოპოვებული გირაოს განაცხადის თანახმად, ჰეირმანი გაუჩინარების საქმეში "ძირითად ეჭვმიტანილად" განიხილებოდა, თუმცა მისი მონაწილეობის "არსებითი მტკიცებულება" აქამდე არ არსებობდა.

დეტექტივები აცხადებენ, რომ ჰეირმანის მიერ გადაგდებული პიცის ნაჭერი ქალების ცხედრებზე ნაპოვნ გენეტიკურ მასალას შეადარეს, რის შედეგადაც მკვლელობაში მისი მონაწილეობა დამტკიცდა.

დაკავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეჭვმიტანილის მანქანა - Chevrolet Avalanche იყო, რომელსაც ერთ-ერთი მოწმის მტკიცებით, მკვლელი ემბერ კოსტელოს გაუჩინარების შემდეგ მართავდა.

როგორც ცნობილია, ჰეირმანი მსხვერპლს ერთჯერადი ნომრიდან უკავშირდებოდა, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შემდეგ აუქმებდა.

პარასკევს, სასამართლო პროცესზე მას ბრალი სამი ადამიანის მკვლელობისთვის წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჰეირმანი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ მეზობლები მას საკმაოდ დადებით პიროვნებად ახასიათებენ:

„ძალიან მშვიდი ადამიანი იყო. არასდროს არავის აწუხებდა. შოკირებული ვარ, რადგან ეს ძალიან, ძალიან მშვიდი უბანია. ყველა ერთმანეთს იცნობს, მეზობლები ძალიან მეგობრულები ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა BBC-თან ინტერვიუში.

რექს ჰეიერმანი

NBC-ის ინფორმაციით, რექს ჰეირმანი ნიუ-იორკში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. იგი მანჰეტენის არქიტექტურულ ფირმაში მუშაობდა და ნიუ-იორკში დაფუძნებული ჯგუფური ქსელის, The Dream Team-ის წევრი იყო.