სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და გაუგებარია ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ" - გიული ალასანია
"პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და გაუგებარია ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ" - გიული ალასანია

იმ ადა­მი­ა­ნებ­თან მე არა­ვი­თა­რი კონ­ტაქ­ტი არ მქონ­და, თუმ­ცა ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ იმის­თვის, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ. და­ნარ­ჩე­ნი, მე არა­ფე­რი ვიცი, - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბის ვი­ზიტს და ამის თა­ო­ბა­ზე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს.

ამას­თან, გი­უ­ლი ალა­სა­ნია ამ­ბობს, პო­ლო­ნელ ექი­მებ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია და მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია მის­კენ „რა­ტომ იშ­ვე­რენ ხელს“.

"ალ­ბათ, კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­დე­ბა იმ ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც დღეს ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ არის, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლეთ­ში ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სია, ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, ასე და­მა­ლუ­ლი დიდ­ხანს ვერ დარ­ჩე­ბა, მე ასე მგო­ნია და ალ­ბათ, შემ­დგომ კო­მენ­ტა­რებს მო­ვის­მენ. ალ­ბათ, იქი­თა მხა­რეც თა­ვის გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებს, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემ­კენ ხელს რა­ტომ იშ­ვე­რენ იმი­ტომ, რომ მე არ­ცერთ დო­ნე­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, ერ­თა­დერ­თი თან­ხმო­ბას ვაძ­ლევ­დი ხოლ­მე, რომ თა­ნახ­მა ვარ.

მე რა გზით უნდა მი­მე­წო­დე­ბი­ნა [ინ­ფორ­მა­ცია] იმ ექი­მე­ბის­თვის, მათ­თან კონ­ტაქ­ტი არ­ცერთ დო­ნე­ზე არ მქო­ნია და რო­გორ უნდა გან­მე­მარ­ტა? უნდა გა­ნე­მარ­ტათ თვი­თონ იმათ, ვინც ჩა­მო­იყ­ვა­ნა და ვინც ამ ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტში იყო, მე რა შუ­ა­ში ვარ?“ - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ და ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ არ იცის, არ­სე­ბობ­და თუ არა რა­ი­მე პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც პო­ლო­ნელ ექი­მებს უნდა და­ეც­ვათ.

შე­გახ­სე­ნებთ, სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა და კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ-ერთი პო­ლო­ნე­ლი ექი­მის­გან ად­გი­ლი ჰქონ­და „გა­უ­გე­ბარ ინ­ცი­დენტს“, კერ­ძოდ, მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­ში, პო­ლო­ნელ­მა ექიმ­მა გა­და­ახ­ვია ქა­ღალ­დში და ცდი­ლობ­და მის მა­ლუ­ლად გა­ტა­ნას ფეხ­საც­მლის მეშ­ვე­ო­ბით. ამას­თან, უწყე­ბა გან­მარ­ტავს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­სით აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შის გა­ტა­ნის უფ­ლე­ბა მათ მის­ცა სამ­სა­ხურ­მა, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა „ექი­მის მხრი­დან სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კურ და სა­მარ­თლებ­რივ ნორ­მებ­თან შე­უ­სა­ბა­მო საქ­ცი­ელს კი­დევ უფრო მე­ტად მა­ტებს ბუნ­დო­ვა­ნე­ბას".

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხატია
2

ღმერთო, რა დავაშავეთ, ეს ვის გადაგვყარე! რა მოუშორებელი ჭირი გახდა აქაც, უკრაინაშიც, ციხეშიც. მე მგონი ეგ და მაგის უცხოელი დამქაშები კიდევ დიდხანს არ მოგვასვენებენ.

ხაბე
2

და ამათი ნდობა შეიძლებააა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და გაუგებარია ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ" - გიული ალასანია

"პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და გაუგებარია ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ" - გიული ალასანია

იმ ადამიანებთან მე არავითარი კონტაქტი არ მქონდა, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ. დანარჩენი, მე არაფერი ვიცი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტს და ამის თაობაზე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს.

ამასთან, გიული ალასანია ამბობს, პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ ჰქონია და მისთვის გაუგებარია მისკენ „რატომ იშვერენ ხელს“.

"ალბათ, კომენტარი გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდხანს ვერ დარჩება, მე ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ. ალბათ, იქითა მხარეც თავის განმარტებას გააკეთებს, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე, რომ თანახმა ვარ.

მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა [ინფორმაცია] იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა? უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან კონტაქტში იყო, მე რა შუაში ვარ?“ - განაცხადა გიული ალასანიამ და ასევე განმარტა, რომ არ იცის, არსებობდა თუ არა რაიმე პროტოკოლი, რომელიც პოლონელ ექიმებს უნდა დაეცვათ.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას".