ავტორი:

შემზარავი მკვლელობა რუსეთში - 11 წლის გოგონა მეგობრის მამამ მოკლა და ტყეში დამარხა

შემზარავი მკვლელობა რუსეთში - 11 წლის გოგონა მეგობრის მამამ მოკლა და ტყეში დამარხა

ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ სიმში მცხოვრებმა ქსენია უსტიუგოვას მშობლებმა 9 ივლისს პოლიციაში შვილის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. ორი დღის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ სკოლის მოსწავლე გოგონას ცხედარი ტყეში იპოვეს.

ქსენია უსტიუგოვა 13 ივლისს სიმაში დაკრძალეს. გოგონასთან დასამშვიდობებლად მივიდნენ ახლობლები, მეგობრები და მისი სიკვდილით შოკირებული ხალხი. 11 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულია მამაკაცი, სახელად დიმიტრი, უსტიუგოვას ერთ-ერთი მეგობრის მამა. გამომძიებლების თქმით, ბოროტმოქმედმა გოგონა თავისი მანქანით ტყეში წაიყვანა, სადაც დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მოკლულის ცხედარი დამარხა და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.

36 წლის დიმიტრი მოისეევმა უკვე აღიარა დანაშაული.

რომ არა კამერები, დამნაშავის პოვნა უფრო რთული იქნებოდა, რადგან მას კვალი არ დაუტოვებია. 11 ივლისს დიმიტრიმ ქსენიას მკვლელობა აღიარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი 19 წლამდე ფსიქიატრთან იყო დარეგისტრირებული, გარდა ამისა, ის პერიოდულად საავადმყოფოში ხვდებოდა ტვინთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ხელისუფლება ოფიციალურად არ ასახელებს მკვლელობის მოტივებს. დიმიტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ მისი მშობლები მუშაობდნენ და ქსენია ძირითადად ბებიასთან ერთად იყო სახლში. მომხდარით გაოგნებულია ყველა, რადგან რომ არა კამერების ჩანაწერები, მეგობრის მამაზე ეჭვს ვერავინ აიღებდა.

დაკავებულის მეუღლემ, მარიამ მედიასთან განაცხადა, რომ არ ესმის, რა დაემართა მის ქმარს. მისი თქმით, მეუღლემ გადაწყვიტა თავისი ქალიშვილისთვის და მისი მეგობრისთვის სახლში წამოსაყვანად პარკში მიეკითხა. კაცმა ქალიშვილი სახლამდე მიიყვანა და თავად უკან წავიდა, რათა ქსენია სახლამდე მიეყვანა. მოგვიანებით სახლში დაბრუნებულმა ეჭვმიტანილმა თქვა, რომ გოგონამ „უარი თქვა სახლში წაყვანაზე და მანქანიდან გზაში ჩამოსვა“.

ქალი, ჟურნალისტების თქმით, ტირის და არ იცის როგორ უთხრას ქალიშვილს მომხდარის შესახებ - გოგონამ ჯერ არ იცის მეგობრის გარდაცვალების შესახებ. ”მე ვიცავდი მას ბოლომდე, არ მჯეროდა. როგორ შეეძლო? მხოლოდ გუშინ აღიარა“, - ციტირებს მედია დაკავებულის მეუღლის სიტყვებს. მარიამ დაამატა, რომ მისმა ქმარმა იმ საღამოს ორი ბოთლი ლუდი დალია - მაშინ, როცა „საერთოდ არ შეიძლებოდა მისთვის ალკოჰოლის მიღება“.