ავტორი:

"ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე... მართალია მხოლოდ ის, რომ ქუჩაში იპოვეს გარდაცვლილი, იყო მარტო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

"ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე... მართალია მხოლოდ ის, რომ ქუჩაში იპოვეს გარდაცვლილი, იყო მარტო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

მსახიობ გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. აქამდე უცნობი იყო კონკრეტულად როგორ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ცნობილია ის, რომ მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიკუნა ქუჩაში იპოვეს გარდაცვლილი.

"ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე. ჭორები, მისი ცხოვრების ქექვა, გარჩევა იყო მისი მთავარი კარმა, რასაც ისე გაექცა, ისე გაექცა…საბერძნეთის პოლიცია არკვევს ნამდვილ მიზეზს. ექსპერტიზის პასუხია მთავარი, რასაც ელოდებიან მეგობრები. ამიტომ, აქამდე გავრცელებული ყველა ვერსია ტყუილია. მართალია მხოლოდ ის, რომ მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში. იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა. მარიკუნა მიქატაძე მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა. მარიკუნა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

წაიკითხეთ ასევე: