პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვმასპინძლობთ გურიას – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილში
ვმასპინძლობთ გურიას – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილში

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ წის­ქვი­ლის ეზო­ში გუ­რი­ის დღე­ე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა. გუ­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­ანთ კუ­თხეს სტუმ­რებს 15 და 16 ივ­ლისს წა­რუდ­გე­ნენ.

წის­ქვი­ლის ეზო­ში დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ფოლკ­ლო­რულ და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ნი­მუ­შებს ან­სამ­ბლე­ბი „სა­ხი­ო­ბა“, „ლა­ზი­ე­რი“ და „სა­მე­ბა“ შე­ას­რუ­ლე­ბენ.

სტუმ­რე­ბი და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ გა­მორ­ჩე­ულ გუ­რულ კერ­ძებს და შეფ-მზა­რე­უ­ლებ­თან ერ­თად მათ მომ­ზა­დე­ბა­საც ის­წავ­ლი­ან. ასე­ვე, მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა წის­ქვი­ლი ეზო­ში მო­წყო­ბილ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და შე­ი­ძი­ნონ გუ­რი­ი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია. ბავ­შვებს კი დახ­ვდე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე, სა­დაც შეძ­ლე­ბენ თავი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­იქ­ცი­ონ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და გას­ტრო­ნო­მი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს. ფეს­ტი­ვა­ლი სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში თბი­ლი­სი­დან გა­უს­ვლე­ლად იმოგ­ზა­უ­რონ. „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის“ ფარ­გლებ­ში, წის­ქვილ­მა უკვე უმას­პინ­ძლა იმე­რეთს, სვა­ნეთს, კა­ხეთს, სა­მეგ­რე­ლო­სა და რა­ჭას. გუ­რი­ის შემ­დეგ კი, ივ­ლი­სის ბოლო შა­ბათ-კვი­რას სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე აჭა­რა წარ­დგე­ბა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. მეტი დე­ტა­ლის სა­ნა­ხა­ვად ეს­ტუმ­რეთ „წის­ქვი­ლის“ ფე­ის­ბუქ გვერდს ან გა­და­დით ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმულ­ზე.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ვმასპინძლობთ გურიას – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილში

ვმასპინძლობთ გურიას – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილში

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.

წისქვილის ეზოში დამსწრე საზოგადოებისთვის ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს ანსამბლები „სახიობა“, „ლაზიერი“ და „სამება“ შეასრულებენ.

სტუმრები დააგემოვნებენ გამორჩეულ გურულ კერძებს და შეფ-მზარეულებთან ერთად მათ მომზადებასაც ისწავლიან. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა წისქვილი ეზოში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე დაათვალიერონ და შეიძინონ გურიიდან ჩამოტანილი და ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია. ბავშვებს კი დახვდებათ სპეციალური სივრცე, სადაც შეძლებენ თავი მრავალფეროვანი გასართობითა და აქტივობებით შეიქციონ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქართული კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს. ფესტივალი სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, წისქვილმა უკვე უმასპინძლა იმერეთს, სვანეთს, კახეთს, სამეგრელოსა და რაჭას. გურიის შემდეგ კი, ივლისის ბოლო შაბათ-კვირას სტუმრების წინაშე აჭარა წარდგება.

გაითვალისწინეთ, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მეტი დეტალის სანახავად ესტუმრეთ „წისქვილის“ ფეისბუქ გვერდს ან გადადით ღონისძიების ბმულზე.

NS